დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის №351/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 75/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 03/04/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.22.035.011.645 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.035.011.645
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №75/ნ
2008 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის №351/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის №351/ნ ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №154, მუხლი 1403) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
4. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, მინისტრთან შეთანხმებით.
5. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე და ასრულებენ დეპარტამენტის თავმჯდომარის მითითებებსა და განკარგულებებს.“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
დეპარტამენტის სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) აპარატი;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) იურიდიული სამსახური;
დ) სააღრიცხვო-საინფორმაციო სამსახური;
ე) სამეურნეო-ტექნიკური და საორგანიზაციო სამსახური;
2. აპარატის ძირითადი ამოცანებია:
ა) დეპარტამენტის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფების საინფორმაციო, ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, დეპარტამენტის საკადრო საკითხების უზრუნველყოფა, კონტროლის განხორციელება ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფაზე, სოციალური დაცვის სფეროში პროგრამების შემუშავება და რეალიზაცია;
ბ) ამ დებულების მე-2 მუხლის „ო-ღ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება.
3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) დეპარტამენტის საბიუჯეტო ანგარიშებიდან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება, მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა, საბუღალტრო ბალანსების შედგენა და მათი მიღება დაქვემდებარებული სამსახურებიდან;
ბ) სარეკომენდაციო წინადადებებისა და მეთოდური მითითებების შემუშავება ბიუჯეტის ფორმირებისა და მისი შესრულების სრულყოფისათვის;
გ) ბიუჯეტის სახსრების მიზნობრივი ხარჯვისადმი კონტროლის განხორციელება;
დ) ბიუჯეტის (ნაზარდი ჯამით) ყოველკვარტალური შემოსავლების ფორმირების, მათი ხარჯვის შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე სათანადო წინადადებების შემუშავება;
ე) საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებიდან მიღებულ დავალებებზე შესაბამისი რეაგირება.
4. იურიდიული სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერანთა სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესრულების ანალიზი;
ბ) სასამართლო ორგანოებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
გ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებზე მეთოდური და სამართლებრივი დახმარების გაწევა;
დ) ვეტერანებისათვის განმარტების მიცემა და კონსულტაციების გაწევა ისეთ საკითხებზე, რომელიც შედის დეპარტამენტის კომპეტენციაში;
ე) განცხადებების, საჩივრების და წინადადებების განხილვა.
5. სააღრიცხვო-საინფორმაციო სამსახურის ძირითადი ამოცანებია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახების წევრების ზუსტი აღრიცხვა, ერთიანი კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნა, შეღავათების განსახორციელებლად დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის დამზადება-გაცემის უზრუნველყოფა, საინფორმაციო-ანალიტიკური მუშაობის ორგანიზება და განხორციელება.
6. სამეურნეო-ტექნიკური და საორგანიზაციო სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებისათვის მეთოდური დახმარების გაწევა;
ბ) დეპარტამენტის სამეურნეო და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა;
გ) დეპარტამენტის შენობაში სანიტარიული ნორმების დაცვის, გათბობის, განათებისა და წყალმომარაგების სისტემის გამართული ფუნქციონირების, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებისა და აპარატის დაქვემდებარებული ავტომანქანების გამართული მუშაობის ორგანიზება;
დ) ვეტერანებთან, ომებში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და სტუმრებთან შეხვედრების ორგანიზაციის უზრუნველყოფა;
ე) სასაწყობო მეურნეობის მუშაობის წარმართვა;
ვ) ინტერნეტში დეპარტამენტის ვებგვერდის გახსნა და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ზ) საზღვარგარეთის ვეტერანულ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
7. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) ქ. თბილისის სამსახური;
ბ) აჭარა-გურიის სამსახური;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამსახური;
დ) სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილება;
ე) სამცხე-ჯავახეთის განყოფილება;
ვ) ქვემო ქართლის განყოფილება;
ზ) შიდა ქართლის განყოფილება;
თ) მცხეთა-მთიანეთის განყოფილება;
ი) იმერეთის განყოფილება;
კ) კახეთის განყოფილება;
ლ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის განყოფილება.
8. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს სამსახურს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.
9. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმდდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები