,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ“

,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 7/2008
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 25/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 27/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.638
7/2008
25/03/2008
სსმ, 46, 27/03/2008
010.190.020.15.008.011.638
,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ“
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.638

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №7/2008

2008 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 73-ე მუხლის მე-14, 141 და მე-15 პუნქ­ტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარ­ჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1.

წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლი­ტი­კური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს ცენტ­რალურ საარჩევნო კომისიაში (რეგიონალურმა ტელერადიომაუწყებლობებმა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში) წინასწარ წარადგინონ შემდეგი ინფორმაცია: საარჩევნო სუბიექტებისათვის რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო, ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება არა უგვიანეს ყოველი კვირის ორშაბათის 18 სთ-ისა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 6 სექტემბრის №185/2006 განკარგულებით დამტკიცებული წარმოსადგენი ფორმების მიხედვით.

მუხლი 2.

წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის ფართობის გამოყოფის შემთხვევაში გაზეთებმა, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, გარდა პოლიტიკური პარტიების გაზეთებისა, იმავე გაზეთში გამოაქვეყნონ და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წინასწარ წარმოადგინონ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან, რა პერიოდულობითა და რა დრომდეა გამოყოფილი გაზეთის ფართობი, გაზეთის ერთ ნომერში გამოყოფილი ფართობის სიდიდე, უფასო ფართობის გამოყოფის შემთხვევაში მთლიანად გამოყოფილი ფართობის უფასო ნაწილის სიდიდე, ფართობის ტარიფი, გაწეული მომსახურება ყოველკვირეულად, არა უგვიანეს ყოველი კვირის ორშაბათის 18 სთ-ისა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 6 სექტემბრის №185/2006 განკარგულებით დამტკიცებული წარმოსადგენი ფორმების მიხედვით.

მუხლი 3.

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტს.

მუხლი 4.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 5.

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

კომისიის თავმჯდომარე                                                                      ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი                                                                                 გ. მჭედლიძე