დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საფინანსო პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 183 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/09/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 128, 13/09/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.10.003.000.824 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №183
2007 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საფინანსო პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საფინანსო პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას საფინანსო პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი არველაძე – საქართელოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
გიორგი ყაველაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი
კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ:
შოთა გვენეტაძეს – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრს
რომან გოცირიძეს – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს
ირაკლი კოვზანაძეს – საქართველოს პარალმენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები