,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 318
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 19/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.034.011.597
  • Word
318
11/03/2008
სსმ, 41, 19/03/2008
010.240.070.22.034.011.597
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.034.011.597

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №318

2008 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 ივნისის №786 ბრძანებაში (სსმ III, 23.06.2006 წ., №84, მუხ. 1127) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-7 მუხლის ,,ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ყ) ცეცხლსასროლი იარაღით, ფულადი ჯილდოთი და ფასიანი საჩუქრით აჯილდოებს და საპატიო წოდებებს ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პერსონალს, უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს, აგრეთვე სხვა პირებს სასაზღვრო პოლიციის წინაშე მდგომი ამოცანების გადაჭრაში აქტიური დახმარებისათვის;“;

ბ) დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია უშუალოდ სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე. იგი გეგმავს, წარმართავს და კონტროლს უწევს სასაზღვრო პოლიტიკის ერთიანი საერთაშორისო, სამართლებრივი, საკადრო და საფინანსო-სამეურნეო პოლიტიკის ორგანიზაციასა და მათ კომპლექსურად განხორციელებას; საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებებისა და განკარგულებების საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სამსახურებრივ საკითხებზე, ამოწმებს მათ შესრულებას;“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი