,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 195
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 142, 26/09/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.001.140
  • Word
195
24/09/2008
სსმ, 142, 26/09/2008
010.240.030.10.003.001.140
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №195

2008 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №99, მუხლი 849) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნ) საერთოსახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (გარდა ქალაქ თბილისის) ქონების საკუთრების უფლების გამიჯვნის შესახებ წინადადებათა მომზადება და მათი რეალიზაცია;“.

2. მე-9 მუხლის მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მ) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი – წინადადებების მომზადება სახელმწიფო ქონების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით გადაცემისა და განკარგვის შესახებ; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და მართვა (გარდა საწარმოებში არსებული სახელმწიფო წილებისა და აქციებისა); წინადადებათა მომზადება საერთო-სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (გარდა ქალაქ თბილისის) ქონების საკუთრების უფლების გამიჯვნის შესახებ; წინადადებათა მომზადება სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოების დაფუძნების თაობაზე; სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების გარდაქმნის, შერწყმის, ნატურით გაყოფის, ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმისწარმოების გახსნის თაობაზე; წინადადებების მომზადება სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების ბალანსზე რიცხული ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე მინისტრის სათანადო ნორმატიული აქტის შესაბამისად (გარდა რეალიზებისა), აგრეთვე ამ საწარმოების წმინდა მოგების განაწილების, საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანის, მათ მიერ სხვა საწარმოების აქციების და წილების შესყიდვისა და თავიანთი წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოების შექმნის საკითხების განხილვა მოქმედი კანონმდებლობის (კერძოდ, მინისტრის სათანადო ნორმატიული აქტით დადგენილი წესის) შესაბამისად; თავისი კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა მომზადება მიწის, წიაღისეულისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, ტყის მართვის შესახებ.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე