დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის №2/2008 დადგენილებით დამტკიცებული" საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6/2008 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 07/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 38, 11/03/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.15.008.011.587 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.15.008.011.587
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №6/2008
2008 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის №2/2008 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „უ1“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამდივნოს მუშაობას ხელმძღვანელობს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი. განცხადებების მიღება იწარმოებს როგორც საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში (გარდა ქ. თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიებისა).“
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები