,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის №92 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 193
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 142, 26/09/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.10.003.001.138
  • Word
193
24/09/2008
სსმ, 142, 26/09/2008
290.160.000.10.003.001.138
,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის №92 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №193

2008 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის №92 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის №92 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წელი, №55, მუხლი 639) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართს („სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობები“) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი:

    მუხლი 13. გარდამავალი დებულებები

1. სააგენტომ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დახმარებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, უზრუნველყოს სადაზღვევო ვაუჩერების დარიგება დროებითი განთავსების ადგილებზე დევნილი პირებისათვის.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის (“სადაზღვევო ვაუჩერის დარიგების გეგმა-გრაფიკი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების შესაბამისად“) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“10. შიდა ქართლი

ა) სადაზღვევო ვაუჩერების დარიგება – 1 ოქტომბერი – 1 დეკემბერი;

ბ) სადაზღვევო ხელშეკრულებების გაფორმების პერიოდი – 2 დეკემბერი – 16 დეკემბერი;

გ) №1 დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის “ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენის ვადა – 17 დეკემბერი – 25 დეკემბერი;

დ) მოსარგებლეების პროპორციული განაწილების ვადა – 26 დეკემბერი – 30 დეკემბერი.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე