დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №5 საპყრობილის გაუქმების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 36, 07/03/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.020.010.22.027.011.572 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.011.572
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №49
2008 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №5 საპყრობილის გაუქმების შესახებ
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. გაუქმდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №5 საპყრობილე.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №5 საპყრობილის გაუქმებასთან დაკავშირებით, დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (ბ. ახალაია):
ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) ქ. თბილისის №5 საპყრობილეში მოთავსებულ მსჯავრდებულთა და პატიმართა გადანაწილების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები