დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 1 ნოემბრის №128 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი |
| მიღების თარიღი | 28/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 06/03/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.050.020.47.052.011.565 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
310.050.020.47.052.011.565
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის
ბრძანება №23
2008 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
„აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 1 ნოემბრის №128 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 1 ნოემბრის №128 ბრძანებით (სსმ III, 05.11.2007წ., №155, მუხ. 1727) დამტკიცებულ „აეროდრომების სერტიფიცირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სერტიფიკატი უვადოა, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. აეროდრომის ექსპლუატანტის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, სერტიფიკატი შეიძლება გაიცეს კონკრეტული მოქმედების ვადით“.
3. VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VII
აეროდრომების სახელმწიფო რეგისტრირება. აეროდრომების სახელმწიფო და უწყებრივი სასერტიფიკაციო რეესტრები. ადმინისტრაციის უფლებამოსილება. პასუხისმგებლობა“.
4. VII თავს დაემატოს 361 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 361. აეროდრომების სახელმწიფო რეგისტრირება. აეროდრომების სახელმწიფო რეესტრი
1. ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებული აეროდრომი, სერტიფიკატის გაცემისთანავე, რეგისტრირდება „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების სახელმწიფო რეესტრში“ (შემდგომში – სახელმწიფო რეესტრი), რომელსაც აწარმოებს ადმინისტრაცია.
2. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აეროდრომის ექსპლუატანტზე გაიცემა ამ წესის დანართი №6-ით განსაზღვრული ფორმის „სარეგისტრაციო სერტიფიკატი“, რომლის ნომერი უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების რიგით ნომერს.
3. სახელმწიფო რეესტრი წარმოადგენს დანომრილ და ზონარგაყრილ ჟურნალს, რომლის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ წესის დანართი №7-ით.
4. „სარეგისტრაციო სერტიფიკატი“ არის მხოლოდ მისი სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი და არ წარმოადგენს აეროდრომის საკუთრების ან სხვა უფლების მიმნიჭებელ საბუთს.
5. სახელმწიფო რეესტრში და/ან „სარეგისტრაციო სერტიფიკატში“ ცვლილება ხორციელდება აეროდრომის მფლობელის განცხადების და/ან ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წესით, და იმ შემთხვევაში, თუ იცვლება სახელმწიფო რეესტრით და/ან „სარეგისტრაციო სერტიფიკატით“ განსაზღვრული რომელიმე მონაცემი.
6. სახელმწიფო რეესტრიდან აეროდრომი ამოიღება სერტიფიკატის გაუქმებისთანავე.
7. სახელმწიფო რეესტრიდან აეროდრომის ამოღების დღიდან მისი „სარეგისტრაციო სერტიფიკატი“ კარგავს იურიდიულ ძალას, ხოლო აეროდრომის მფლობელი – აეროდრომის ექსპლუატაციის უფლებას“.
5. წესის დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) ხელოვნური საფარის ტიპს და მის ამტანუნარიანობას, „საჰაერო ხომალდების და საფარის კლასიფიკაციური რიცხვის (ACN – PCN) მეთოდიკის“ მიხედვით.“.
6. წესის დანართ №4-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
7. წესს დაემატოს დანართი №6 და დანართი №7 თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ი. თაქთაქიშვილი
დანართი №4
![]() |

გამცემი ორგანოს დასახელება
აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატი №000000
ამ სერტიფიკატის მფლობელი, ჩიკაგოს 1944წ. კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად, უფლებამოსილია განახორციელოს სამოქალაქო აეროდრომის ექსპლუატაცია,
სერტიფიკატში მითითებული პირობებითა და შეზღუდვებით:
აეროდრომის დასახელება: --------------------------------------------
ადგილმდებარეობა: --------------------------------------------
აეროდრომის მფლობელი: --------------------------------------------
სერტიფიკატის მფლობელი: --------------------------------------------
აეროდრომის კოდური აღნიშვნა --------------------------------------------
ikao-s (ICAO) კოდი --------------------------------------------
iata-s (IATA) კოდი --------------------------------------------
სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი: ------------------------------------------
სერტიფიკატის გაცემის თარიღი: ---------- წ. --- ------------------------
საექსპლუატაციო პირობები: ----------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საექსპლუატაციო შეზღუდვები: ------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------
უფლებამოსილი პირი: -----------------------------------
ხელმოწერა
დანართი №6
გამცემი ორგანოს დასახელება სარეგისტრაციო სერტიფიკატი № 1. აეროდრომის დასახელება ------------------------------------------------------------------ 2. აეროდრომის მფლობელი ------------------------------------------------------------------ ---------------------------------------------------------------------------------------------------- 3. აეროდრომის ადგილმდებარეობა --------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------- 4. აეროდრომის საერთაშორისო ინდექსი (იკაო-ს კოდი) ------------------------------- 5. აეროდრომის იატა-ს კოდი -------------------------------------------------------------- 6. აეროდრომის კოდური აღნიშვნა --------------------------------------------------------- 7. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ზომები და საფარის ტიპი ------------------------------ --------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------- ამით დასტურდება, რომ აეროდრომი რეგისტრირებულია საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების სახელმწიფო რეესტრში. გაცემის თარიღი ------------------------------------------------------------ უფლებამოსილი პირი ------------------------------------------------------

დანართი №7
აეროდრომების სახელმწიფო რეესტრი
| რიგითი №
| აეროდრომის დასახელება
| აეროდრომის კოდური ნიშანი
| აეროდრომის ადგილმდებარეობა და საკონტროლო წერტილი | აეროდრომის მფლობელი
| სარეგისტრაციო სერტიფიკატის გაცემის თარიღი
| შენიშვნა
|
|
|
|
|
|
|
|
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები