,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/02/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 04/03/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 05/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.011.560
  • Word
37
27/02/2008
სსმ, 33, 04/03/2008
010.240.030.22.030.011.560
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.011.560

საქართველოს საგარეო საქმეთა

მინისტრის ბრძანება №37

2008 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებით (სსმ III, 08.02.2006, №17, მუხ. 197) დამტკიცებულ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) მე-2 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ფუნქციების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობის საკითხებს;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესაბამისი მითითებები და ინსტრუქციები საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე;

გ) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მოვლენების, ამ ქვეყნების საგარეო-პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ;

დ) მოამზადოს ანგარიშები ოფიციალური და სხვა დელეგაციების ვიზიტებისა და შეხვედრების შედეგების შესახებ;

ე) აწარმოოს მონიტორინგი ევროპის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობაზე; მათი წლიური ანგარიშის საფუძველზე და მონიტორინგის შედეგების მიხედვით მოამზადოს დასკვნები და რეკომენდაციები დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.“.

გ) მე-4 მუხლის მესამე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ბაქრაძე