დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №550 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 192 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 29/02/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.190.030.22.033.011.548 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.190.030.22.033.011.548
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №192
2008 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №550 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №550 ბრძანებაში (სსმ III, 25.08.04წ., №91, მუხ. 785) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის და აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის შექმნის წესი და დებულებები განისაზღვრება და მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტებით.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 მარტიდან.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები