,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 თებერვლის №112 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 188
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/02/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 29/02/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 13/01/2009
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.011.544
  • Word
188
25/02/2008
სსმ, 32, 29/02/2008
230.210.000.22.033.011.544
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 თებერვლის №112 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.011.544

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №188

2008 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 თებერვლის    №112 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 თებერვლის №112 ბრძანებაში (სსმ III, 23.02.06წ., №24, მუხ. 290) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დანართი №1)“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დანართი №1) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სამართალდარღვევის გამომვლენი. ოქმი დგება 2 ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება ოქმის შემდგენელთან და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საბაჟო ორგანოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა სამართალდამრღვევს.“;

გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4.

ოქმების გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღირიცხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი  №2). ოქმებს გასცემს  შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) შესაბამის განყოფილებებზე (შემდგომში – განყოფილება). რეგიონალურ ცენტრებზე (საგადასახადო ინსპექციებზე) გაიცემა ოქმები სერიით „რცსი“. რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) განყოფილებები ოქმებს გასცემენ სამოქმედო ტერიტორიაზე რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე. განყოფილება აღრიცხავს ოქმების გაცემას, შევსებას, გაუქმებას, რის შესახებაც ყოველი კვირის ანგარიშს აცნობებს სამმართველოს. რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფები ასევე ჟურნალში აღრიცხავენ მიღებულ, გაცემულ და გაუქმებულ ოქმებს, რის შესახებაც ყოველი კვირის ანგარიშს აცნობებენ რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) განყოფილებას.“;

დ) ამოღებულ იქნეს ბრძანების დანართი №1.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 მარტიდან.

ნ. გილაური