დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 186 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 29/02/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.220.020.22.033.011.542 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.020.22.033.011.542
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №186
2008 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის� №1759 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ� ინსტრუქციაში (სსმ III, 22.12.06წ., №172, მუხ. 2325) შეტანილ იქნეს ცვლილება და 27-ე მუხლის ,,გ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) წარუდგინოს რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას), მოთხოვნისთანავე, აგრეთვე რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის მიერ დადგენილი პერიოდულობით, ინფორმაცია საბაჟო ორგანოს საწყობში შენახული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და მასზე წარმოებული ყველა ოპერაციის თაობაზე�.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 მარტიდან.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები