დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1758 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 184 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 29/02/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.011.540 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.011.540
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №184
2008 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1758 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1758 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 22.12.06 წ., №172, მუხლი 2324) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. განადგურების ოქმი დგება 2 ეგზემპლარად – ერთი რჩება რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) და შემდეგ დადგენილი წესით ეგზავნება ზემდგომ საბაჟო ორგანოს, ხოლო მეორე რჩება დეკლარანტს.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 მარტიდან.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები