დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის – ,,ღირსეული დასაწყისი“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №273 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 187 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 133, 09/09/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.120.000.10.003.001.132 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №187
2008 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის – „ღირსეული დასაწყისი“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №273 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის – „ღირსეული დასაწყისი“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №273 დადგენილებით (სსმ III, 2007 წელი, №180, მუხ.1980) დამტკიცებულ პროგრამაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ახალშობილის დაბადებასთან დაკავშირებით ხელმოკლე ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა.“;
ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით ელექტრონული ბაზის ფორმირებასა და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.“;
გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბარათი არის მატერიალური ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელსაც გასცემს სააგენტო ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. ბარათის მისაღებად მოსარგებლის წარმომადგენელმა ბავშვის დაბადებიდან არა უგვიანეს 1 (ერთი) წლის განმავლობაში სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელსაც თან უნდა ახლდეს:
ა) ახალშობილის მშობლების ან მშობლის (თუ მეორე მშობელი არ ჰყავს) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ბავშვის დაბადების მოწმობა.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები