დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 179 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 29/02/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.011.535 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.011.535
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №179
2008 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
�საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანებით დამტკიცებულ �საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ� ინსტრუქციაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხლი 2340) შეტანილ იქნეს ცვლილებები და 83-ე და 84-ე მუხლები ჩამო-ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� �მუხლი 83
ცვლის გადაბარებისას პასუხისმგებელი მოხელე ჟურნალში ბოლო ჩანაწერის შემდეგ აწერს ხელს და სვამს პირადნომრიან ბეჭედს. სრულად შევსების შემდეგ ჟურნალი ბარდება რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას).
��� მუხლი 84
ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის შემთხვევაში ცვლის დასრულების შემდეგ პასუხისმგებელი საბაჟო მოხელე ამობეჭდავს მონაცემებს, თითოეულ გვერდზე დაამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით და ხელმოწერით. ერთი თვის მონაცემები არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა ბარდება რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას).�.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 მარტიდან.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები