დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 11 აპრილის №243 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 206 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 28/02/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.033.011.531 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.011.591
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №206
2008 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 11 აპრილის №243 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 11 აპრილის №243 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულებაში“ (სსმ III, 18.04.05, №45, მუხლი 470) შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები