,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 131
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 19/02/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 28/02/2008
სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.011.528
  • Word
131
19/02/2008
სსმ, 31, 28/02/2008
430.010.000.22.022.011.528
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.011.528

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №131

2008 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებით (სსმ III, 23.01.2006 წ., №8, მუხ. 78) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „მ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

1) წყვეტს მის სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული მაღალმთიანი რეგიონებისა და მცირეკონტინგენტიანი სკოლების დირექტორებისათვის, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვთ პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება, შესაბამისი საპატიო მიზეზის არსებობისას გამონაკლისის სახით, შესაბამისი ანაზღაურებით, იმავე სკოლაში მასწავლებლის სრული პედაგოგიური დატვირთვის მესამედზე ზევით პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების საკითხს;“;

ბ) დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „ე1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

1) გასცემს თანხმობებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული მაღალმთიანი რეგიონებისა და მცირეკონტინგენტიანი სკოლების დირექტორებისათვის, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვთ პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება, შესაბამისი საპატიო მიზეზის არსებობისას გამონაკლისის სახით, შესაბამისი ანაზღაურებით, იმავე სკოლაში მასწავლებლის სრული პედაგოგიური დატვირთვის მესამედზე ზევით პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების საკითხზე;“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ნოდია