დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 25/02/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.010.000.22.030.011.519 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.010.000.22.030.011.519
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №27
2008 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №44 ბრძანებით (სსმ III, 08.02.2006, №17, მუხლი 203) დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცა-ნები და ფუნქციები:
1. სავიზო ურთიერთობების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებსა და ფარგლებში საქართველოს ვიზების გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება და გაუქმება;
ბ) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა სავიზო საქმიანობის ზოგადი კოორდინაცია;
გ) საქართველოს სავიზო ეტიკეტების, ანკეტებისა და სხვა სავიზო დოკუმენტაციის ფორმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ინფორმირება იმ პირთა შესახებ, რომელთაც ეკრძალებათ საქართველოში შემოსვლა;
ე) საზღვარგარეთის ქვეყნების სავიზო რეჟიმის ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;
ვ) დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ პირთა სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა;
ზ) შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინებით მიმავალი ოფიციალური დელეგაციებისა და საჯარო მოხელეთა სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა;
თ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობის მიზნით, ასევე მძიმე ავადმყოფი ახლო ნათესავის მოსანახულებლად ან გარდაცვლილი ახლო ნათესავის გადმოსასვენებლად მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფა;
ი) შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე, სემინარებზე, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა;
კ) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საზღვარგარეთ მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა;
ლ) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა მოწვევით მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა;
მ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ან მინისტრის მოადგილის დავალებით საზღვარგარეთ მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა.
2. მოქალაქეობისა და საპასპორტო საკითხთა სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებსა და ფარგლებში საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;
ბ) სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე საქართველოს პასპორტის გაცემა, თუ იმ სახელმწიფოში არ არსებობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება;
გ) საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვის ზოგადი კოორდინაცია და საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარება;
დ) საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციის ზოგადი კოორდინაცია და რეგისტრაციის განხორციელებაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარება, ასევე საქართველოში საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის;
ე) საქართველოს მოქალაქის პასპორტების, დასაბრუნებელი მოწმობისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტებისა და პირადობის მოწმობების გაცემაში, პასპორტების მოქმედების ვადის გაგრძელებაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარება;
ვ) საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტების გაცემა, ჩამორთმევა, შენახვა, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება.
3. საკონსულო ურთიერთობების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოსა და უცხო ქვეყნის სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის პროცესში მონაწილეობის მიღება;
ბ) ექსტრადაციისა და მსჯავრდებულების გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;
გ) საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა ოპერატიული გადაწყვეტა იმ უცხო ქვეყანაში, სადაც არ არის დაარსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება;
დ) საზღვარგარეთ გამოსაყენებლად განკუთვნილი საქართველოს ოფიციალური დოკუმენტებისა და უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემულ ან დამოწმებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე გამცემი ორგანოს ბეჭდის და/ან პირის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება (ლეგალიზაცია);
ე) საქართველოსა და უცხო ქვეყნის უწყებებიდან დოკუმენტების გამოთხოვა;
ვ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარების გაწევა;
ზ) საზღვარგარეთ დაპატიმრებულ, დაკავებულ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ საქართველოს მოქალაქეთა შესახებ საკონსულო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიწოდება;
თ) საქართველოში დაკავებულ უცხოელთა შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისათვის;
ი) მოქალაქეთა იმ კერძო წერილებზე მუშაობა, რაც შეეხება საზღვარგარეთ მათი საკონსულო დაცვის უზრუნველყოფას.
4. საკონსულო-ანალიტიკური სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების წინაშე მდგარი ამოცანებიდან გამომდინარე საკონსულო სფეროში მიმდინარე აქტუალური მოვლენების ანალიზი და საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების შემუშავება;
ბ) საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო დაცვის ხარისხის ასამაღლებლად შესაბამისი მონაცემების მოპოვება-დამუშავება, საკონსულო-საინფორმაციო მასალისა და წინადადებების მომზადება; საზღვარგარეთის კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
გ) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა და საქართველოს საპატიო კონსულთა საქმიანობის შესახებ ანგარიშების დამუშავება და ანალიზი, ასევე მათი საქმიანობის შეფასება; აღნიშნულის თაობაზე საინფორმაციო დასკვნის სისტემატური მომზადება;
დ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან ეკონომიკური და კულტურული ურთიერთკავშირების განვითარება-გაღრმავების სფეროში საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა მუშაობის ანალიზი და მათი სრულყოფისათვის წინადადებათა მომზადება;
ე) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციულ გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში მიგრაციული პროცესების მართვაში მონაწილეობა;
ვ) საზღვარგარეთ დაპატიმრებულ, დაკავებულ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ საქართველოს მოქალაქეთა შესახებ საკონსულო დაწესებულებებიდან შემოსული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი;
ზ) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების, მათ შორის, საპატიო საკონსულოების, გახსნასა და დახურვის მიზანშეწონილობის შესახებ საკითხების შესწავლა და რეკომენდაციების მომზადება;
თ) საქართველოს საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
ი) საკონსულო სფეროში საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებისათვის, მათ შორის, საპატიო საკონსულოსათვის, ზოგადსაკონსულო და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა და მეთოდური მითითებების მიცემა;
კ) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების, მათ შორის, საპატიო საკონსულოს, გახსნისა და დახურვის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ლ) საკონსულო პატენტის მომზადება;
მ) საკონსულო ეგზეკვატურის მომზადება;
ნ) საკონსულო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით წინადადებებისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
ო) საკონსულო-საინფორმაციო ბანკში საკონსულო ინფორმაციის აღრიცხვის უზრუველყოფა.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ბაქრაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები