დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 ნოემბრის №1242 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 150 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 20/02/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.22.033.011.510 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.033.011.510
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №150
2008 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 ნოემბრის №1242 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 ნოემბრის №1242 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულებაში“ (სსმ III, 29.11.07წ. №169, მუხლი 1880) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ინსპექციის სტრუქტურას“;
ბ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ1“ ქვეპუნქტი:
,,მ1) ამტკიცებს ინსპექციის საშტატო ნუსხას“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები