დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 187 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25, 19/02/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.034.011.497 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.011.497
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №187
2008 წლის 14 თებერვალი
�ქ. თბილისი
�საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ�� საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, �საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ� საქართველოს კანონის, �საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის �ა� და �ნ� ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
��� მუხლი 1.
� �საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:�
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�1. სააგენტოს ფუნქცია და საქმიანობის საგანია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა; იარაღის ან/და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემა; იარაღის ან/და საბრძოლო მასალის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; იარაღის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის გაცემა; იარაღის ბალისტიკური შემოწმება; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაცია; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმება; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება, სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვა, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე �A�, �B�, �C�, �D�, �E�, �T1�, �T 2� �T 3� �T 4� კატეგორიების მართვის უფლების მინიჭება და შესაბამისი მართვის ან ტრაქტორისტის მართვის მოწმობების გაცემა, შეცვლა, დაკარგულის აღდგენა; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა; განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო კორესპონდენციების, ამანათების, დოკუმენტაციის, სპეციალური ტექნიკის, სამრეწველო ნაწარმის, საცდელი ნიმუშების, ფასიანი ქაღალდებისა და ნივთების დანიშნულების ადგილზე ადრესატებისათვის დადგენილი მარშრუტებითა და წესით ოპერატიულად მიტანა და ჩაბარება, კორესპონდენციის გადასატანად მარშრუტებისა და გრაფიკის შერჩევა, კორესპონდენციების (გზავნილების) მიტანის წესის, მათი რაოდენობისა და სახეობების ზღვრული ნორმების, გადატანის რიგითობის განსაზღვრა, საფელდეგერო მოსახურების სხვა პირობებისა და ფასების განსაზღვრა, კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.�.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის �ლ1 � და �ლ2 � ქვეპუნქტები:
�ლ1 ) სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და აფორმებს ხელშეკრულებებს;
ლ2 ) გააჩნია ამ მუხლის �დ�, �თ�, და �კ� ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილების მთლიანად ან ნაწილობრივ დელეგირების უფლება.�.
3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�1. სააგენტოს დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.�.
4. მე-7 მუხლის �ა� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ა) თბილისის სამმართველო:
ა.ა) სარეგისტრაციო განყოფილება;
ა.ა.ა) სააღრიცხვო და საინფორმაციო მომსახურების ქვეგანყოფილება;
ა.ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების განყოფილება;
ა.გ) საგამოცდო განყოფილება;
ა.გ.ა) პრაქტიკული გამოცდის ქვეგანყოფილება�.
5. ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის �ბ.ა� ქვეპუნქტი.
6. მე-7 მუხლის �ბ.ე� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ბ.ე) ხეითის განყოფილება;�.
7. მე-7 მუხლის �დ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�დ) მონიტორიგის, ინსპექტირებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო:
დ.ა) I განყოფილება;
დ.ბ) II განყოფილება;
დ.გ) პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება�.
8. მე-7 მუხლის �ე� პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ე) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო:
ე.ა) საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილება;
ე.ა.ა) შემოსავლებისა და ანგარიშგების ქვეგანყოფილება;
ე.ბ) სანომრე ნიშნების განყოფილება;
ე.გ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება;
ე.გ.ა) ტრანსპორტის ქვეგანყოფილება;
ე.გ.ბ) საწყობისა და აღრიცხვის ქვეგანყოფილება;
ე.გ.გ) საკომენდანტო ქვეგანყოფილება;
ე.დ) კადრების განყოფილება;
ე.ე) შესყიდვებისა და მომარაგების განყოფილება;
ე.ე.ა) შესყიდვების ქვეგანყოფილება;
ე.ე.ბ) მომარაგების ქვეგანყოფილება;�.
9. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის �ზ� და �თ� ქვეპუნქტები:
�ზ) სანებართვო და საფელდეგერო მომსახურების სამმართველო:
ზ.ა) საცნობარო მომსახურების განყოფილება;
ზ.ბ) სანებართვო მომსახურების განყოფილება;
ზ.გ) ქ. თბილისის საფელდეგერო მომსახურების განყოფილება;
ზ.დ) სამხარეო და საერთაშორისო მარშრუტების საფელდეგერო მომსახურების განყოფილება;
თ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:
თ.ა) I განყოფილება;
თ.ბ) II განყოფილება;
თ.გ) საინფორმაციო უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება.�.
10. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�1. თბილისის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. თბილისის სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:
ა) თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილება:
ა.ა) ახდენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაციას; სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას; სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას, შეცვლასა და დაკარგულის აღდგენას;
ა.ბ) თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილებაში შემავალი სააღრიცხვო და საინფორმაციო მომსახურების ქვეგანყოფილება ახორციელებს შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექნიკურ სატრანსპორტო სასუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს), TEST-ის სანომრე ნიშნების გაცემას; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციასა და მოგირავნისთვის დაგირავებულ ნივთზე კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდებას; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკურ სატრასპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაციას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე სამართლებრივი შეზღუდვებისა და დატვირთვების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას; იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემას; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის გაცემას; იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემას; ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემას; იარაღის რეგისტრაციას; შესაბამისი სანებართვო და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას, შეცვლას და დაკარგულის აღდგენას; იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას;
ბ) თბილისის სამმართველოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზუალურად ახდენს რეგისტრაციისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და ადგენს შესაბამისი დათვალიერების აქტს;
გ) თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილება:
გ.ა) ახორციელებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებას �A�, �B�, �C�, �D�, �E�, �T1�, �T2� �T3� �T4� კატეგორიებით, მართვის მოწმობისა და ტრაქტორისტის მართვის მოწმობის გაცემას, მართვის უფლე-ბის მისანიჭებელი თეორიული გამოცდის მიღებას;
გ.ბ) დადგენილი წესით გასცემს, ცვლის და აღადგენს დაკარგულ მართვის და ტრაქტორისტის მართვის მოწმობებს;
გ.გ.) გასცემს საერთაშორისო მართვის (მძღოლის) მოწმობებს;
დ) თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილებაში შემავალი პრაქტიკული გამოცდის ქვეგანყოფილება:
დ.ა)�� ახორციელებს �A�, �B�, �C�, �D�, �E�, �T1�, �T2� �T3� �T4� კატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებლად კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდის ორგანიზებასა და მიღებას;
ე) თბილისის სამმართველო დაქვემდებარებაში არსებულ გაყოფილებებთან ერთად თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქმისწარმოების ორგანიზებას.�.
11. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის �ა�, �ე�, �ვ� და �ზ� ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაციას, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლი-ლებების შეტანას; სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას, შეცვლასა და დაკარგულის აღდგენას;�
�ე) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებას �A�, �B�, �C�, �D�, �E�, �T1�, �T2� �T3� �T4� კატეგორიებით; მართვის მოწმობისა და ტრაქტორისტის მართვის მოწმობის გაცემას; მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული გამოცდის მიღებას; დადგენილი წესით დაკარგული ან დაზიანებული მართვის და ტრაქტორისტის მართვის მოწმობების გაცემას, შეცვლას, და აღდგენას; საერთაშორისო მართვის (მძღოლის) მოწმობების გაცემას;
ვ) �A�, �B�, �C�, �D�, �E�, �T1�, �T2� �T3� �T4� კატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებლად კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდის ორგანიზებასა და მიღებას;
ზ) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემას; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის გაცემას; იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემას; ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემას; იარაღის რეგისტრაციას; შესაბამისი სანებართვო და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას, შეცვლას და დაკარგულის აღდგენას; იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას.�.
12. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�3. მონიტორინგის, ინსპექტირებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მონიტორინგის, ინსპექტირებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი განყოფილებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:
ა) I განყოფილება უზრუნველყოფს:
ა.ა) კონტროლის მიზნით სააგენტოს ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პერიოდულად შემოწმებას;
ა.ბ) სააგენტოს ადგილობრივი (რეგიონალური) სტრუქტურული ერთეულების მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს;
ა.გ) შემდგომი სამართლებრივი შეფასების მიზნით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების შემოწმების შედეგების, აგრეთვე გამოვლენილი კონკრეტული დარღვევების შესახებ სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსათვის მასალების გადაცემას;
ა.დ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებას და განხილვის ორგანიზებას;
ა.ე) კვარტალში ერთხელ სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების შეჯამებასა და შესაბამისი დასკვნის სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენას;
ა.ვ) სააგენტოს დირექტორის დავალებით არანაკლებ წელიწადში ერთხელ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის დოკუმენტალურ კონტროლს;
ა.ზ) სააგენტოს სისტემაში მოსამსახურეთა მიერ ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას და შემდგომი რეაგირებისათვის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსათვის გადაცემას;��
ბ) II განყოფილება ახორციელებს:
ბ.ა) საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის სახით იმ სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას და მათი რეკვიზიტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწმებას, რომლებიც იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოდიან საქართველოში;
ბ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას;
ბ.გ) ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას;
გ)� პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება ახორციელებს სააგენტოს კომპიუტერულ მომსახუ-რებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას.�.
13. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�4. საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო, განყოფილებებთან და ქვეგანყო-ფილებებთან ერთად უზრუნველყოფს სააგენტოს საკადრო ორგანიზაციული საკითხების და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას:
ა) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილება:
ა.ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას, ანგარიშგებას და ბალანსის სააგენტოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში წარდგენას (პასუხისმგებელია საბუღალტრო აღრიცხვის სისწორეზე და წარდგენილი ბალანსის რეალობაზე);
ა.ბ) სააგენტოს საქმიანობის ფინანსურ უზრუნველყოფას; სააგენტოს და მისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას; საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრასა და მის სწორ ორგანიზაციას;
ა.გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სააგენტოს პირადი შემადგენლობის სოციალური ხარჯების დარიცხვას;
ა.დ) უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის, რეგისტრირების, ხარჯთა ნუსხის და სხვა დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას;
ა.ე) უზრუნველყოფს სააგენტოს ყოველი მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტის) პროექტის მომზადებას და სააგენტოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში წარდგენას;
ა.ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;ბ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სანომრე ნიშნების განყოფილება უზრუნველყოფს:
ბ.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების დამზადებას, დაკარგულის ან დაზიანებულის აღდგენას და უფლებამოსილ პირებზე გადაცემას;
ბ.ბ) დამზადებული და დასამზადებელი სანომრე ნიშნების აღრიცხვას და მათ შესახებ დადგენილი წესით ინფორმაციის გაცემას;
გ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება ქვეგანყოფილებებთან ერთად უზრუნველყოფს:
გ.ა) შეიარაღების, კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკის, ინვენტარის, საწვავის და ექსპლუატაციაში არსებული სხვა მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით აღრიცხვას, საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;
გ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სააგენტოზე განპირობებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვას, შენახვას და სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე თანამშრომლებზე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გაცემას;
გ.გ) საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებასთან ერთად ახორციელებს მატერიალური ფასეულობების ინვეტარიზაციის ჩატარებას;
გ.დ) ახორციელებს იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან უსასყიდლოდ გადმოცემული ნებისმიერი სახეობის მატერიალური ფასეულობის აღრიცხვას და უფლებამოსილ პირზე სათანადო ინფორმაციის მიწოდებას;
გ.ე) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის საჭირო სახარჯი სპეციალური საშუალებების (ეკიპირების, საჭირო ინვენტარის, ტექნიკის, აპარატურის, საკანცელარიო და სხვა სამეურნეო საქონლის, მკაცრი აღრიცხვისა და სხვა სახის ბლანკების, სანომრე ნიშნების, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობების, მართვის მოწმობების ბლანკებით და ა.შ) მიღებას, შენახვას და დადგენილი წესით გაცემას, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;���
გ.ვ) სააგენტოს ბალანსზე არსებული შენობა�ნაგებობების სწორი ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის დაცვაზე კონტროლს;
გ.ზ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიღებას და ექსპლუატაციის ორგანიზებას;
გ.თ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე აყვანასა და აღრიცხვიდან მოხსნას;
გ.ი) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობასა და მატერიალურ პასუხისმგებლობაზე კონტროლს, პერიოდულ დათვალიერებას დროული შეკეთების მიზნით;
გ.კ) სატრანსპორტო საშუალებების საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალით მომარაგებას, სარემონტო სამუშაოების ორგანიზებას, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების აღრიცხვა-კონტროლს;
გ.ლ) ახდენს საწყობში შემოსული და გასული საქონლის აღრიცხვას დასახელებისა და რაოდენობის მიხედვით;
გ.მ) ახდენს სააგენტოზე მოწოდებული საქონლის ინსპექტირებასა და საგარანტიო მომსახურების შესრულებას.
დ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი კადრების განყოფილება უზრუნველყოფს:
დ.ა) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად საკადრო ღონისძიებების განხორციელებას;
დ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლის და შესაბამისი შემოწმების განხორციელებას;
დ.გ) პირად შემადგენლობასთან მუშაობის და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;
დ.დ) სააგენტოს მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღებას;
დ.ე) სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადებას;
დ.ვ) სააგენტოს სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;
დ.ზ) სააგენტოს მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვისა და დამუშავების წარმოებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;
დ.თ) დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტოდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;
დ.ი) ყოფილი მოსამსახურეების ხელახალ მიღებაზე შემოსული განცხადებებისა და მასალების განხილვას;
დ.კ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელებას;
ე) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი შესყიდვებისა და მომარაგების განყოფილება ქვეგანყოფილებებთან ერთად უზრუნველყოფს:
ე.ა) სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადებას, მათი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენას;
ე.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სააგენტოს სახელით აცხადებს და ორგანიზაციას უწევს შესყიდვების პროცედურების განხორციელებას;
ე.გ) ახორციელებს �სახელმწიფო შესყიდვების შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა პროცედურებს;
ე.დ) უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას;
ე.ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ უზრუნველყოფაზე, მატერიალურ ფასეულობათა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით სახსრების ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებაზე;�.
14. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
�6. სანებართვო და საფელდეგერო მომსახურების სამმართველო განყოფილებებთან ერთად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს:�� ა) სანებართვო და საფელდეგერო მომსახურების სამმართველოს საცნობარო მომსახურების განყოფილება � მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკურ სატრასპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაციას; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას;
ბ) სანებართვო და საფელდეგერო მომსახურების სამმართველოს სანებართვო მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს თავისი კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებას, იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართის გაცემას; იარაღის რეგისტრაციას; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემას, იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემას, ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვების გაცემას, აგრეთვე იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას, შესაბამისი სანებართვო და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას, შეცვლასა და დაკარგულის აღდგენას, ახორციელებს იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
გ) ქ. თბილისის საფელდეგერო მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს ქ. თბილისში:
გ.ა) საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან ან სხვა პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო კორესპონდენციების (გზავნილების, სპეცტვირთების), ამანათების, დოკუმენტაციის, სპეციალური ტექნიკის, სამრეწველო ნაწარმის, საცდელი ნიმუშების, ფასიანი ქაღალდებისა და ნივთების დანიშნულებისამებრ უსაფრთხოდ მიტანას ადრესატამდე;
გ.ბ) დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად ქმნის მუდმივ მიწისზედა (სარკინიგზო, საავტომობილო) მარშრუტების დახურულ ქსელს;
გ.გ) სარგებლობს კორესპონდენციების გადასატანად მარშრუტებისა და გრაფიკის შერჩევის, კორესპონდენციების მიტანის წესის, მათი რაოდენობისა და სახეობის ზღვრული ნორმების გადატანის რიგითობის განსაზღვრის უფლებით;
�დ) სამხარეო და საერთაშორისო მარშრუტების საფელდეგერო მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს საქართველოში (გარდა ქ. თბილისისა) და მის ფარგლებს გარეთ:
დ.ა) საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, ან სხვა პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო კორესპონდენციების (გზავნილების, სპეცტვირთების), ამანათების, დოკუმენტაციის, სპეციალური ტექნიკის, სამრეწველო ნაწარმის, საცდელი ნიმუშების, ფასიანი ქაღალდებისა და ნივთების დანიშნულებისამებრ უსაფრთხო მიტანას ადრესატამტე;
დ.ბ) დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად ქმნის მუდმივ მიწისზედა (სარკინიგზო, საავტომობილო, საავიაციო, საჭიროების შემთხვევაში � სანაოსნო) მარშრუტების დახურულ ქსელს;
დ.გ) სარგებლობს კორესპონდენციების გადასატანად მარშრუტებისა და გრაფიკის შერჩევის, კორესპონდენციების მიტანის წესის, მათი რაოდენობისა და სახეობის ზღვრული ნორმების გადატანის რიგითობის განსაზღვრის უფლებით.�.
15. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
�7. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართვე-ლოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი I განყოფილება, თავის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს:
ა.ა) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს;
ა.ბ) სამსახურის ერთიან სისტემაში გამოვლენილი დისციპლინის დარღვევისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების განხილვას, სამართლებრივ შეფასებასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
ა.გ) თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების წარმოებას;
ა.დ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას, ადმინისტრაციულ წარმოებას, შესაბამისი დასკვნის მომზადებასა და სააგენტოს დირექტორთან წარდგენას;
ა.ე) სააგენტოს სამართლებრივი ბაზის შექმნას;
ა.ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას;
ა.ზ) თავისის კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად;
ა.თ) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენს და იცავს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში და სხვა პირებთან;
ა.ი) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იურიდიულ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს;
ა.კ) სააგენტოს სისტემაში მოსამსახურეთა სამართლებრივ ინფორმირებას და სხვა იურიდიული საკითხების გადაწყვეტას;
ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი II განყოფილება უზრუნველყოფს:
ბ.ა) ყოველთვიურად დანაყოფების მიერ გაწეული მომსახურეობების სტატისტიკური მონაცემების შეჯამებასა და ანალიზს;
ბ.ბ) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს მათზე რეაგირებას;
ბ.გ) ახორციელებს სააგენტოში სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ შემოსული ინფორმაციის სისტემურ უზრუნველყოფას;
ბ.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელბს ოპერატიული დანიშნულების სახელმწიფო სანომრე ნიშნების აღრიცხვასა და გაცემას;
გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი საინფორმაციო უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება უზრუნველყოფს სააგენტოში მოქალაქეთა ინფორმირებას მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე.�.
��� მუხლი 2 .
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტით განსაზღვრული �ზ.გ� და �ზ.დ� ქვეპუნქტების, მე-14 პუნქტით განსაზღვრული �გ� და �დ� ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-9 პუნქტით განსაზღვრული �ზ.გ� და �ზ.დ� ქვეპუნქტები, მე-14 პუნქტით განსაზღვრული �გ� და �დ� ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2008 წლის 26 იანვრიდან.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები