დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 101 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 20/02/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.010.000.22.022.011.495 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.011.495
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №101
2008 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით (სსმ III, 01.04.2005 წ., №37, მუხლი. 380) დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების 22-ე მუხლს მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,21. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აღიაროს საქართველოს განათლე-ბისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად ჩარიცხული სტუდენტების მიერ იმავე ან სხვა უმაღლესი საგანმათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგროვებული კრედიტები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“
ბ) დებულების 222 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 222. გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლების მქონე სტუდენტი
1. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლება აქვს აკრედიტებულ სტუდენტს, სწავლების მეორე წლიდან, კერძოდ, თუ იგი:
ა) სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) სწავლობს იმ არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა მას კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებულად ეთვლება.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე-ბულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლება აქვს არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, სწავლების მეორე წლიდან, თუ ჩარიცხვამდე დაგროვებული უმაღლესი საგანმათლებლო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტები საქართველოს კანონმდებლობით დად-გენილი წესით აღიარებული იქნება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომელშიც პირი აგრძელებს ან იწყებს სწავლას.“;
გ) დებულების 223 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. გადაყვანის წესით აკრედიტებულ სტუდენტთა ჩარიცხვა შესაძლებელია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ, შესაბამისი სასწავლო წლის 1 ოქტომბრამდე ან სასწავლო წლის მეორე სე-მესტრის დაწყებამდე.“;
დ) დებულების 223 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,11. გადაყვანის წესით არააკრედიტებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შესაძლებელია კალენდარული წლის განმავ-ლობაში მხოლოდ ერთხელ, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე შესაბამისი სას-წავლო წლის 1 ოქტომბრამდე.“;
ე) დებულების 227 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვა, თუ მსურველთა რაოდენობა აღემატება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოქვეყნებული ადგილების რაოდენობას, აგრეთვე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვა მიმღებ დაწესებულებაში არსებულ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილ ადგილებზე შესაძლებელია, თუ:
ა) არსებობს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილება სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ;
ბ) მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ჩატარებული წერი-ლობითი გამოცდის შედეგად დასტურდება, რომ პირს ათვისებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამა.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ნოდია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები