დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 100 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 20/02/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.030.000.22.022.011.494 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.011.494
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №100
2008 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
�უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ� საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
��� მუხლი 1.
�უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ� საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებით (სსმ III, 2007 წ., №3, მუხლი 22) დამტკიცებულ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის 41 �მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�41 პირის მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვამდე დაგროვებული უმაღლესი საგანმათლებლო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტები შეიძლება აღიარებულ იქნეს იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომელშიც პირი აგრძელებს ან იწყებს სწავლას.�.
��� მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
��გ. ნოდია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები