“უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების გაცემისა და ადმინისტრირების წესის დამტკციების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №35/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
“უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების გაცემისა და ადმინისტრირების წესის დამტკციების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №35/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 43/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 11/02/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 13/02/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 31/08/2009
სარეგისტრაციო კოდი 280.080.020.22.035.011.4931
  • Word
43/ნ
11/02/2008
სსმ, 25, 13/02/2008
280.080.020.22.035.011.4931
“უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების გაცემისა და ადმინისტრირების წესის დამტკციების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №35/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.080.020.22.035.011.493

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №43/ნ

2008 წლის 13 თებერვალი

 ქ. თბილისი

,,უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების გაცემისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №35/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების გაცემისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №35/ნ ბრძანების 1-ლი პუნქტით დამტკიცებულ ,,უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების გაცემისა და ადმინისტრირების წესში“ (დანართი 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) თუ საოჯახო დახმარების მიმღებ პენსიონერს ან მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს დაენიშნა 86 (ოთხმოცდაექვსი) ლარზე მეტი ოდენობის სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია.“.

2. საოჯახო დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილება – ფორმა №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ფორმა №4

საოჯახო დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილება

ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო (განყოფილება): –––––––––––––––––––––

შევსების თარიღი: „--------” ------------------- 2007 წ.  ბენეფიციარი: –––––––––––––––

                                                                                                                      (სახელი, გვარი)

საოჯახო დახმარების შეწყვეტის საფუძველი:

1

საოჯახო დახმარების მიმღები ბენეფიციარის განცხადება

 

2

საოჯახო დახმარების მიმღები ბენეფიციარის გარდაცვალება

 

3

საოჯახო დახმარების მიმღებ პენსიონერს ან მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს დაენიშნა 86 (ოთხმოცდაექვსი) ლარზე მეტი ოდენობის პენსია

 

4

საოჯახო დახმარების მიმღები ბენეფიციარის მიერ მოქმედი კანონმდებლობით რეგლამენტირებული ვალდებულებების შეუსრულებელობა

 

5

საოჯახო დახმარების დანიშვნის საფუძვლის აღმოფხვრა

 

6

საარსებო შემწეობის დანიშვნა

 

7

საოჯახო დახმარების შეჩერების თვიდან გასულია ზედიზედ 6 (ექვსი) თვე

 

 

საოჯახო დახმარების შეწყვეტის თვე -------------------------------------------- 200 – წ.“

                                                                         (თვე სიტყვიერად)

ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს პასუხისმგებელი პირი ––––––––––––––

                                                                                                                   ხელმოწერა   ბ.ა.“

    მუხლი 2

 ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

ა.კვიტაშვილი