,,გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №22 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №22 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 138
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/02/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 14/02/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.492
  • Word
138
14/02/2008
სსმ, 24, 14/02/2008
200.250.000.22.033.011.492
,,გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №22 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.492

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №138

2008 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

,,გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №22 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №22 ბრძანებაში (სსმ III, 15.01.2008 წ., №5, მუხ. 67) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს ,,გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის“ ფორმა (დანართი №1 ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ დანართებით).“.

2. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-5 მუხლი:

    მუხლი 5. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის დანართი ,,გ“-ს შევსების წესი

1. დეკლარაციის დანართი ,,გ“-ს ავსებს გადასახადის გადამხდელი, რომელსაც 2008 წლის პირველ იანვრამდე პერიოდებზე, გაუცემელ ანაზღაურებებზე დარიცხული სოციალური გადასახადის გადახდის და დეკლარირების ვალდებულებები წარმოეშვება 2008 წლის პირველი იანვრის შემდგომ პერიოდებში“.

2. დეკლარაციის დანართი ,,გ“-ში აისახება:

ა) პირველ უჯრაში – 2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი მთლიანი ანაზღაურების ოდენობა, რომელზეც დარიცხულია სოციალური გადასახადი;

ბ) მე-2 უჯრაში – პირველ უჯრაში ასახული გაუცემელი ანაზღაურებებიდან 2008 წლის პირველი იანვრის შემდგომ პერიოდებში გაცემული ანაზღაურების ოდენობა ნაზარდი ჯამით;

გ) მე-3 უჯრაში – საანგარიშო თვეში გაცემული ანაზღაურების ოდენობა;

დ) მე-4 უჯრაში – კუთვნილი სოციალური გადასახადი, რომელიც მიიღება მე-3 უჯრაში ასახული თანხის 20%-ზე გამრავლებით.

მაგალითი 1:

2008 წლის პირველ იანვრამდე პერიოდებზე გასაცემი ხელფასი შეადგენდა 100 000 ლარს, დარიცხული სოციალური გასახადი – 20 000 ლარს. აქედან 2008 წლის 3 თებერვალს გაიცა 10 000 ლარი, 25 თებერვალს 20 000 ლარი.

მოცემულ პირობებში:

გადასახადის გადამხდელმა 2008 წლის თებერვლის დეკლარაცის დანართი ,,გ“-ს პირველ უჯრაში უნდა ასახოს 100 000 ლარი, მე-2 უჯრაში – 30 000 ლარი (10 000+20 000), მე-3 უჯრაში – 30 000 ლარი და მე-4 უჯრაში 6000 ლარი (30 000X20%).

ე) ,,საანგარიშო თვის განაცემების შესახებ ინფორმაციაში“ აღინიშნება:

ე.ა) პირველ სვეტში – საანგარიშო თვეში ანაზღაურების გაცემის თარიღი;

ე.ბ) მე-2 სვეტში – განაცემის სახე;

ე.გ) მე-3 სვეტში – საანგარიშო თვეში გაცემული ანაზღაურების ოდენობა;

ე.დ) მე-4 სვეტში – სოციალური გადასახადი საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე;

ე.ე) სტრიქონში – ,,სულ“ - შესაბამისად მე-3 და მე-4 სვეტების ჯამი;

ე.ვ) ბოლო უჯრაში – “გადამხდელის ხელმოწერა“ – გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა.

მაგალითი 2: (პირობა იგივეა რაც ,,მაგალითი 1“-ის)

მოცემულ პირობებში:

პირველი სვეტის (გაცემის თარიღი) პირველ სტრიქონზე აისახება 03.02.08. (10 000 ლარის გაცემის თარიღი), მეორე სვეტის (განაცემის სახე) პირველ სტრიქონზე – სიტყვა ,,ხელფასი“, მესამე სვეტის (თანხა) პირველ სტრიქონზე – 10 000 ლარი და მეოთხე სვეტის (სოციალური გასახადი) პირველ სტრიქონზე – 2 000 ლარი (10 000X20%). სვეტების მეორე სტრიქონებზე: შესაბამისად – 25.02.08 (20 000 ლარის გაცემის თარიღი),   სიტყვა ,,ხელფასი“ (გაცემის სახე), 20 000 ლარი (თანხა) და 4 000 ლარი (სოციალური გასახადი), ხოლო ბოლო სტრიქონზე (სულ) შესაბამისად 30 000 (10 000+20 000) ლარი და 6 000 (2 000 + 4 000) ლარი.“.

3. დანართი №1-ს დაემატოს დანართი ,,გ“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

დეკლარაციის დანართი

 

2008 წლის პირველ იანვრამდე პერიოდებში გაუცემელ ანაზღაურებებზე დარიცხული სოციალური გადასახადის გაანგარიშება

 

დასახელება

თანხა

2008 წლის პირველ იანვრამდე პერიოდებზე გაუცემელი ანაზღაურებები, რომელზეც დარიცხულია სოციალური გადასახადი

1

 

2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურებიდან მის შემდეგ პერიოდებში გაცემულია

მათ შორის:

საანგარიშო თვეში

2

 

3

 

სოციალური გადასახადი საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე (უჯრა 3X20%)

4

 

 

საანგარიშო თვის განაცემების შესახებ ინფორმაცია

 

გაცემის თარიღი

განაცემის სახე

თანხა

სოციალური გადასახადი

1

2

3

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

დანართში მოცემული მონაცემების სისრულეს და უტყუარობას ვადასტურებ:

 

გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა