,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 7 ოქტომბრის №1227 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 12/02/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 13/02/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 17/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.011.486
  • Word
28
12/02/2008
სსმ, 23, 13/02/2008
010.240.030.22.027.011.486
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 7 ოქტომბრის №1227 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.011.486

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №28

2008 წლის 12 თებერვალი

 ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის   7 ოქტომბრის №1227 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 7 ოქტომბრის №1227 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №122, მუხ. 993) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 12

დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“;

ბ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

,,მუხლი 121

1. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ეხმარება დეპარტამენტის უფროსს დეპარტამენტის საქმიანობის ხელმძღვანელობასა და მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულებაში;

ბ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეებისათვის წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

გ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.“.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია