,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 177
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/08/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 124, 03/09/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 26/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 360.140.000.10.003.000.816
  • Word
177
29/08/2007
სსმ, 124, 03/09/2007
360.140.000.10.003.000.816
,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №177

2007 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №104, მუხლი 1161) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. დებულების მიზანი

ეს დებულება განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ამომწურავ ჩამონათვალს, საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნულ საქმიანობათა განსახორციელებლად გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (შემდგომში – ნებართვის) გაცემის, მასში ცვლილებების შეტანისა და მისი გაუქმების წესს.“;

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო და ნებართვის მოქმედების ვადა

1. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

2. ნებართვა გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.“;

გ) 21 მუხლი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობებია:

ა) სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება (გარემოზე ზემოქმედების შეფასებას არ ექვემდებარება სამშენებლო, მათ შორის ინერტული მასალების გადამუშავება, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა);

ბ) ნებისმიერი საწარმოო ტექნოლოგია, სადაც გამოყენებული იქნება აზბესტი;

გ) ცემენტის, ასფალტის, კირის, გაჯის, თაბაშირის და აგურის წარმოება;

დ) მინისა და მინის პროდუქციის წარმოება;

ე) მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავება (მათ შორის ნარჩენების დაწვის ქარხნების მოწყობა) ან/და ნაგავსაყრელების მოწყობა;

ვ) ტოქსიკური და სხვა სახიფათო ნარჩენების განთავსება, მათი სამარხების მოწყობა და/ან ამ ნარჩენების გადამუშავება, გაუვნებელყოფა;

ზ) ქვანახშირის გაზიფიცირების, გათხევადების, ბრიკეტირებისა და დაკოქსვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სიმძლავრის წარმოება;

თ) მაგისტრალური ნავთობსადენისა და გაზსადენის გაყვანა;

ი) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი და ბუნებრივი აირის საცავების, ტერმინალების განთავსება, რომელთა ტერიტორიაზე განლაგებული ავზებიდან ერთ-ერთის მოცულობა 1000 კუბ. მ-ზე მეტია ან მათი ჯამური მოცულობა აღემატება 1000 კუბ. მ-ს;

კ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის, რკინიგზის და მათზე განთავსებული ხიდის, გზაგამტარის, გვირაბის, აგრეთვე საავტომობილო გზის, რკინიგზის და მათი ტერიტორიის საინჟინრო დაცვის ნაგებობის აგება;

ლ) მაღალი ძაბვის (35 კვ და მეტი) საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა და ქვესადგურის (110 კვ და მეტი) განთავსება;

მ) ჰიდროელექტროსადგურის (2 მგვტ და მეტი), თბოელექტროსადგურის (10 მგვტ და მეტი) განთავსება;

ნ) მეტროპოლიტენის მშენებლობა;

ო) 10 000 კუბ. მეტრისა და მეტი მოცულობის წყალსაცავის მოწყობა;

პ) ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების (დღე-ღამეში 1000 კუბ.მ და მეტი), აგრეთვე, მაგისტრალური საკანალიზაციო კოლექტორის განთავსება;

ჟ) აეროდრომის, აეროპორტის, რკინიგზის სადგურის, საზღვაო ნავსადგურის მოწყობა;

რ) კაშხალის, ნავსადგურის, ნავმისადგომის, მოლის, ბუნის განთავსება;

ს) ქიმიური მრეწველობა, კერძოდ: ნახევარფაბრიკატების (შუალედური პროდუქტების) ქიმიური დამუშავება და ქიმიური ნივთიერებების წარმოება; პესტიციდების, მინერალური სასუქების, ქიმიური საღებავების, ლაქის, პეროქსიდებისა და ელასტიური ნივთიერებების (რეზინის ან პლასტიკური ნივთიერებების) წარმოება და დამუშავება; დენთისა და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოება; აკუმულატორების წარმოება; გრაფიტის ელექტროდების დამზადება;

ტ) ნავთობგადამმუშავებელი და გაზგადამმუშავებელი წარმოებები (500 ტონაზე მეტი დღე-ღამეში);

უ) ნებისმიერი მეტალურგიული წარმოება, ერთ საათში 1 ტონაზე მეტი პროდუქციის წარმადობით, გარდა ლითონთა ცივად დამუშავებისა და საიუველირო წარმოებებისა;

ფ) ტოქსიკური და სხვა საშიში ნივთიერების საცავების მოწყობა.“;

ე) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობებთან დაკავშირებული მშენებლობა ან არსებული საწარმოო ტექნოლოგიის შეცვლა განსხვავებული ტექნოლოგიით, რაც იწვევს ექსპლუატაციის პირობების შეცვლას, ასევე განიხილება როგორც გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობა.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი