„ელექტროენერგიის გაცვლის შესახებ“ შპს „აჭარის ენერგოკომპანიასა“ და სს „თურქეთის ელექტროენერგიით ვაჭრობასა და კონტრაქტირებას – TETAS“ შორის 2006 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების 2007 წლის 13 სექტემბრის დანართის საფუძველზე სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 04/01/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
ძალის დაკარგვის თარიღი 27/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.011.478
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5
04/01/2008
300.320.000.16.009.011.478
„ელექტროენერგიის გაცვლის შესახებ“ შპს „აჭარის ენერგოკომპანიასა“ და სს „თურქეთის ელექტროენერგიით ვაჭრობასა და კონტრაქტირებას – TETAS“ შორის 2006 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების 2007 წლის 13 სექტემბრის დანართის საფუძველზე სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/08/2018 - 22/04/2016)

„ელექტროენერგიის გაცვლის შესახებ“ შპს „აჭარის ენერგოკომპანიასა“ და სს „თურქეთის ელექტროენერგიით ვაჭრობასა და კონტრაქტირებას – TETAS“ შორის 2006 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების 2007 წლის 13 სექტემბრის დანართის საფუძველზე სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფის განსაზღვრის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.011.478

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების 

  მარეგულირებელი ეროვნული

  კომისიის დადგენილება №5

2008 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

„ელექტროენერგიის გაცვლის შესახებ“ შპს „აჭარის ენერგოკომპანიასა“ და სს „თურქეთის ელექტროენერგიით ვაჭრობასა და კონტრაქტირებას – TETAS“ შორის 2006 წლის  30 ოქტომბრის ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების 2007 წლის 13 სექტემბრის დანართის საფუძველზე სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფის განსაზღვრის შესახებ

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 2008 წლის 15 იანვრის №11/154-8 წერილის საფუძველზე, ვადგენთ:

    მუხლი 1

1. „ელექტროენერგიის გაცვლის შესახებ“ შპს „აჭარის ენერგოკომპანიასა“ და სს „თურქეთის ელექტროენერგიით ვაჭრობასა და კონტრაქტირებას – TETAS“ შორის 2006 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების 2007 წლის 13 სექტემბრის დანართის საფუძველზე (რომლის თანახმად აღნიშნულ ხელშეკრულებაში შპს „აჭარის ენერგოკომპანიის“ ნაცვლად მხარედ მითითებული იქნება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“), სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფი განისაზღვროს შემდეგი ფორმულით:

T = (T იმპ .  X E + U საბ. + U მომს.  + U რეგ. ) / E,

სადაც: T –არის იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფი (ლარი/კვტსთ);

 T იმპ. – ელექტროენერგიის იმპორტის ფაქტობრივი ღირებულება; საქართველოს საზღვარზე (თეთრი/კვტსთ);

   E – ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა (კვტსთ);

   U საბ. – საბაჟო მოსაკრებელი (ლარი);

   U რეგ. – რეგულირების საფასური (ლარი);

   U მომს. – შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მომსახურების საფასური.

 2. ელექტროენერგიის იმპორტის ფაქტობრივი ღირებულება (Tიმპ. ) განისაზღვრება ექსპორტირებული ერთეული ელექტროენერგიის ფაქტობრივი ღირებულებით საქართველოს საზღვარზე, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული კოეფიციენტის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის იმპორტს წინ არ უსწრებს შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგიის ექსპორტი, ელექტროენერგიის იმპორტის ფაქტობრივი ღირებულება განისაზღვრება საექსპორტო ერთეული ელექტროენერგიის ფაქტობრივი ღირებულებით საქართველოს საზღვარზე, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული კოეფიციენტის გათვალისწინებით.

    მუხლი 2

იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრულმა ტარიფმა არ უნდა გამოიწვიოს მოქმედი სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა.

    მუხლი 3

 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

თავმჯდომარე             გ. ჩალაგაშვილი