დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს №671 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 86 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 11/02/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.030.000.22.022.011.477 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.011.477
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №86
2008 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს №671 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს №671 ბრძანებით (სსმ III, 23.08.2007 წ., №119, მუხ. 1304) დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის რეგისტრაცია ხორციელდება ყოველწლიურად. მისაღებ სტუდენტთა ყოველწლიური რეგისტრაციის ვადას ცენტრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის წინადადებების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვაკანტური ადგილების რეგისტრაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პერიოდულობით.“.
მუხლი 2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მ. მიმინოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები