დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 12/02/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.028.011.475 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.011.475
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
მინისტრის ბრძანება №3/7
2008 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლისა და საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის თანახმად:
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის №3/71 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში (სსმ III, 2007 წ., №59, მუხ. 632) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის ხელოვნების კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“;
ბ) ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის, ქ. ცხინვალის მახარბეგ ტუგანოვის სახელობის სამხატვრო სასწავლებლისა და ქ. ცხინვალის სამუსიკო სასწავლებლის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის ხელოვნების კოლეჯი“.
,,2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის ხელოვნების კოლეჯის თანდართული წესდება“;
გ) წესდების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის ხელოვნების კოლეჯის წესდება.“;
დ) წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდგი რედაქციით:
,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის ხელოვნების კოლეჯი (შემდგომში – კოლეჯი) არის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საშუალო პროფესიულ სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე.“;
ე) წესდების პირველი მუხლის მე-3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. კოლეჯი შექმნილია ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის, ქ. ცხინვალის მახარბეგ ტუგანოვის სახელობის სამხატვრო სასწავლებლისა და ქ. ცხინალის სამუსიკო სასწავლებლის ბაზაზე და წარმოადგენს მათ უფლებამონაცვლეს;
ვ) წესდების მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) განახორციელოს საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამები;“;
ზ) წესდების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. კოლეჯის სტრუქტურული ერთეულებია: ადმინისტრაცია, ძირითადი სასწავლო (განყოფილებები) და დამხმარე-სასწავლო სტრუქტურული ერთეულები.“;
თ) წესდების მე-4 მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტები ჩამოყლიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. კოლეჯის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი აკადემიური სახელოვნებო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური და შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანობის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის;
,,10. დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი აკადემიური სახელოვნებო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს შესაბამისი პედაგოგიური და შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზაციის უნარი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის“;
ი) წესდების მე-4 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,12. კოლეჯის ძირითადი სასწავლო სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების უფროსად შეიძლება დაინიშნოს განყოფილების პროფილის შესაბამისი უმაღლესი აკადემიური სახელოვნებო განათლების მქონე პიროვნება.“;
კ) წესდების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. კოლეჯის პედაგოგად და კონცერტმაისტერად მუშაობის უფლება აქვს უმაღლესი აკადემიური სახელოვნებო განათლების მქონე პირს; იგი უნდა ეწეოდეს საქმიანობას დიპლომით მითითებული კვალიფიკაციის შესაბამისად.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. ვაჩეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები