დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1756 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 105 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 07/02/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.020.22.033.011.470 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.011.470
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №105
2008 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1756 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1756 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2322) დამტკიცებული ,,საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ინსტრუქციის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) ობიექტი – ტრანსპორტირების საშუალებაში შემავალი დანადგარები და საზომი მოწყობილობები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.“;
ბ) ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დეკლარაციას უნდა დაერთოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდეგი დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო რეჟიმის პირობების შესრულებისა და დეკლარირებული მონაცემების დადასტურებისათვის, კერძოდ:
ა) ხელშეკრულება ან აგარიშ-ფაქტურა;
ბ) მიღება-ჩაბარების (მიღება-გადაცემის) აქტი.“;
გ) ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. დეკლარაცია და კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი თანმხლები დოკუმენტები, მათ შორის მიღება-ჩაბარების (მიღება-გადაცემის) აქტი და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ოფიციალური მონაცემები საბაჟო ორგანოს წარედგინება მიწოდების საანგარიშო თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 90 დღისა (გარდა ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული განსხვავებული შემთხვევებისა).“;
დ) ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის რაოდენობა აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რაოდენობას, ან გადადინებულ მოცულობაზე არ არსებობს იმპორტიორის ან ექსპორტიორის სათანადო განაცხადი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართ, მაშინ ამ გადადინებული ელექტროენერგიის დეკლარირების ვალდებულებაზე პასუხისმგებლობის განაწილება განისაზღვრება ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების შესაბამისად. ამ ინსტრუქციის შესაბამისად, დეკლარირებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, აღნიშნული ელექტროენერგიის გადადინებასთან დაკავშირებით განახორციელოს შესაბამისი საბაჟო პროცედურები საანგარიშო თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 90 დღისა ან საბაჟო ორგანოების მიერ სათანადო შეტყობინებიდან 30 დღის განმავლობაში.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები