დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 ივლისის №198/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16, 31/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.22.035.011.465 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.035.011.465
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №38/ნ
2008 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 ივლისის №198/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 ივლისის №198/ნ ბრძანებით (სსმ III, №92; 29.06.2007 წ., მუხ. 989) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) ბენეფიციართა რეგისტრაციის, სამკურნალო და დამხმარე საშუალებათა განაწილების სამსახური;
გ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური;
დ) სახელმწიფო პროგრამების ინსპექტირებისა და შიდა კონტროლის სამსახური;
ე) სახელმწიფო პროგრამების კოორდინაციისა და ანალიზის სამსახური;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური;
ზ) იურიდიული სამსახური;
თ) საბუღალტრო სამსახური;
ი) ინფორმაციული ტექნოლიგიების სამსახური.“.
2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ადმინისტრაციული სამსახური
ადმინისტრაციული სამსახურის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების შეუფერხებელი ფუნქციონირების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;
გ) სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
დ) თათბირებისა და შეხვედრების ორგანიზება;
ე) შესასრულებელ სამუშაოთა აღრიცხვა და შესრულების კონტროლი;
ვ) სააგენტოში ადამიანური რესურსების აღრიცხვა, მართვა, განვითარების ხელშეწყობა, საკადრო ხასიათის ბრძანებების/ხელშეკრულებების მომზადება;
ზ) სააგენტოს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა და საზოგადოებასთან ურთიერთობა.“.
3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ბენეფიციართა რეგისტრაციის, სამკურნალო და დამხმარე საშუალებათა განაწილების სამსახური
ბენეფიციართა რეგისტრაციის, სამკურნალო და დამხმარე საშუალებათა განაწილების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სპეციფიკური მედიკამენტების აღრიცხვა;
ბ) სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სპეციფიკური მედიკამენტების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის (შემდგომში – შშმპ) დამხმარე საშუალებების განაწილება-გაცემის წესის შემუშავება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;
გ) ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართა უზრუნველყოფა სპეციფიკური მედიკამენტის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტებით;
დ) ჯანდაცვის (მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის) და სოციალური დაცვის სფეროს სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციართა აღრიცხვა და ინფორმაციის დამუშავება.“.
4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. საფინანსო-ეკონომიკური სამსახური
საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში კონტრაქტორი დაწესებულებების მიერ შესრულებული სამუშაოების დამუშავება და შესაბამისი საფინანსო ვალდებულებების აღრიცხვა;
ბ) სახელმწიფო პროგრამების საფინანსო და ეკონომიკური პროგნოზირება;
გ) სახელმწიფო ხაზინასთან ურთიერთობა ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშსწორების მიზნით.“.
5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. სახელმწიფო პროგრამების ინსპექტირებისა და შიდა კონტროლის სამსახური
სახელმწიფო პროგრამების ინსპექტირებისა და შიდა კონტროლის სამსახურის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კონტრაქტორი დაწესებულებების (ფიზიკური და იურიდიული პირების) მიერ გაწეული მომსახურების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი;
ბ) მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გაწეული მომსახურების კონტროლი და სახელშეკრულებო ვალდებულებების ინსპექტირება;
გ) პროგრამების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების ფარგლებში კონტრაქტორთა შემოწმების მასალების სისტემატიზაცია, გამოვლენილი დარღვევების გაანალიზება, მათი აღმოფხვრის მიზნით წინადადებების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობი-სათვის წარდგენა;
დ) სააგენტოს სტრუქტურული და რეგიონული ქვედანაყოფების მუშაობის მონიტორინგი.“.
6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. სახელმწიფო პროგრამების კოორდინაციისა და ანალიზის სამსახური
სახელმწიფო პროგრამების კოორდინაციისა და ანალიზის სამსახურის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ბენეფიციართა და დაინტერესებულ პირთა ინფორმაციული უზრუნველყოფა;
ბ) სახელმწიფო პროგრამით დადგენილი წესით სადაზღვევო სქემების ფარგლებში ბენეფიციართა გაწევრიანებისთვის ხელშეკრულების პირობების მომზადება და ხელშეკრულებების მართვა;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვაუჩერით მიწოდებული მომსახურებისა და საქონლის აღრიცხვა და მოხმარების თაობაზე რეგულარული ანგარიშების მომზადება;
დ) ჯანდაცვისა და სოციალური სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ხელშეკრულების პროექტების და შესრულების ანგარიშების მომზადება;
ე) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სახელმწიფო პროგრამების მომზადებაში მონაწილეობა;
ვ) პროგრამების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ანალიზი.“.
7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. სახელმწიფო შესყიდვების სამსახური
სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული, აგრეთვე სააგენტოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი, მომსახურებისა და საქონლის (საჭიროების შემთხვევაში – სამუშაოს) სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესწყიდვების შესახებ ანგარიშებისა და საოქმო ჩანაწერების წარმოება;
გ) სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
დ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება, ხელშეკრულებათა გაფორმება, გაფორმებული ხელშეკრულებების აღრიცხვა-სისტემატიზაცია.“.
8. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. იურიდიული სამსახური
იურიდიული სამსახურის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა გადაწყვეტა და სააგენტოსთან დაკავშირებული საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
გ) სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავება-მომზადებაში მონაწილეობის მიღება, სამართლებრივი ექსპერტიზა.“.
9. დებულებიდან ამოღებულ იქნეს 121 და 122 მუხლები.
10. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. საბუღალტრო სამსახური
საბუღალტრო სამსახურის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სააგენტოს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება;
ბ) სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მიზანმიმართულად განხორციელება;
გ) მატერიალურ ფასეულობათა, სახსრების სწორად და მიზნობრივ დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი;
დ) სააგენტოს ხარჯების მიზნობრიობის უზრუნველყოფა;
ე) მოსამსახურეთა სარგოს და სხვა გასაცემი თანხების დროული დარიცხვა და გაცემა;
ვ) ბუღალტრული ანგარიშის შედგენა და დაწესებულ ვადებში წარდგენა.“.
11. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. ინფორმაციული ტექნოლიგიების სამსახური
ინფორმაციული ტექნოლიგიების სამსახურის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ბენეფიციართა შესახებ მონაცემთა ბაზის ფორმირება, მართვა და ანალიზი;
ბ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების თაობაზე საინფორმაციო ბანკის შექმნა;
გ) სააგენტოს ადმინისტრაციისა და ტერიტორიული ორგანოების სათანადო პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა.“.
12. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 და მე-16 მუხლები:
„მუხლი 15. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 16. დასკვნითი დებულება
სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი დ. ტყეშელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები