დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,სასჯელაღსრულების ორგანოთა მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების, სპეციალური წოდების დანამატის, სასურსათო ულუფის კომპენსაციის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16, 31/01/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.020.000.22.027.011.464 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/01/2008 - 08/05/2008)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.000.22.027.011.464
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №17
2008 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
სასჯელაღსრულების ორგანოთა მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების, სპეციალური წოდების დანამატის, სასურსათო ულუფის კომპენსაციის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 21 პუნქტის, „სამხედრო მოსამსახურის სტა-ტუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოთა მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები ამ ბრძანების №1 და №2 დანართების შესაბამისად.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოს მოსამსახურის სასურსათო ულუფის კომპენსაცია განისაზღვროს თვეში 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოს მოსამსახურის სპეციალური წოდების დანამატი განისაზღვროს ამ ბრძანების №3 დანართის შესაბამისად.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფულადი სარგო განისაზღვროს თვეში 7 (შვიდი) ლარის ოდენობით.
5. არასაყაზარმე პირობებში მყოფი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფულადი სარგო განისაზღვროს თვეში 66 (სამოცდა ექვსი) ლარის ოდენობით.
6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №33 (სსმ III, 31.01.07წ., №13, მუხ. 140), ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 16 ივლისის №211 (სსმ III, 16.07.2007., №101, მუხ. 1110) ბრძანებები.
7. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის პირველი იანვრიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ე. ტყეშელაშვილი
დანართი №1
სასჯელაღსრულების დეპარტამენტი
| № | თანამდებობების დასახელება | I კატეგორია | II კატეგორია | III კატეგორია |
| 1 | თავმჯდომარე | 2520 | 2270 | 2045 |
| 2 | თავმჯდომარის მოადგილე | 2400 | 2160 | 1945 |
| 3 | თავმჯდომარის თანაშემწე | 2280 | 2050 | 1845 |
| 4 | თავმჯდომარის მრჩეველი | 2220 | 2000 | 1800 |
| 5 | სამსახურის უფროსი | 1800 | 1620 | 1460 |
| 6 | შტაბის უფროსი | 1500 | 1365 | 1240 |
| 7 | განყოფილების უფროსი | 1200 | 1090 | 990 |
| 8 | საზოგადოებრივი მისაღების უფროსი | 1200 | 1090 | 990 |
| 9 | სამორიგეოს უფროსი | 1020 | 930 | 845 |
| 10 | კანცელარიის უფროსი | 1020 | 930 | 845 |
| 11 | მთავარი ინსპექტორი | 960 | 880 | 810 |
| 12 | უფროსი ინსპექტორი | 780 | 725 | 675 |
| 13 | ინსპექტორი | 685 | 640 | 600 |
| 14 | უმცროსი ინსპექტორი | 565 | 530 | 495 |
| 15 | უფროსი მორიგე ინსპექტორი | 720 | 670 | 620 |
| 16 | მორიგე ინსპექტორის თანაშემწე | 540 | 510 | 480 |
| 17 | გუშაგი | 265 | 250 | 235 |
| 18 | უფროსი სოციალური მუშაკი | 780 | 725 | 675 |
| 19 | სოციალური მუშაკი | 685 | 640 | 600 |
| 20 | უფროსი სპეციალისტი | 780 | 725 | 675 |
| 21 | სპეციალისტი | 685 | 640 | 600 |
| 22 | უმცროსი სპეციალისტი | 565 | 530 | 495 |
| 23 | მთავარი ბუღალტერი | 1800 | 1620 | 1460 |
| 24 | უფროსი ბუღალტერი | 1020 | 930 | 845 |
| 25 | ბუღალტერი | 805 | 750 | 700 |
| 26 | უფროსი გამომძიებელი | 1020 | 930 | 845 |
| 27 | გამომძიებელი | 900 | 835 | 780 |
| 28 | ტექნიკური მუშაკი | 600 | 565 | 530 |
| 29 | საწყობის გამგე | 840 | 780 | 725 |
| 30 | ჯგუფის უფროსი | 1080 | 980 | 890 |
| 31 | ექიმ-ექსპერტები | 900 | 835 | 780 |
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საბადრაგო სამსახური
| № | თანამდებობების დასახელება | I კატეგორია | II კატეგორია | III კატეგორია |
| 1 | სამსახურის უფროსი | 1800 | 1620 | 1460 |
| 2 | შტაბის უფროსი | 1080 | 980 | 890 |
| 3 | განყოფილების უფროსი | 900 | 835 | 780 |
| 4 | უფროსი ინსპექტორი | 720 | 670 | 620 |
| 5 | ინსპექტორი | 660 | 625 | 590 |
| 6 | კანცელარიის უფროსი | 780 | 725 | 675 |
| 7 | სამორიგეოს უფროსი | 780 | 725 | 675 |
| 8 | მორიგე ინსპექტორი | 660 | 625 | 590 |
| 9 | მორიგე ინსპექტორის თანაშემწე | 540 | 510 | 480 |
| 10 | ოცეულის მეთაური | 625 | 590 | 560 |
| 11 | ყარაულის უფროსი | 565 | 530 | 495 |
| 12 | ყარაულის უფროსის თანაშემწე | 515 | 490 | 465 |
| 13 | გუშაგი | 480 | 455 | 430 |
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური
დანიშნულების სამსახური
| № | თანამდებობების დასახელება | I კატეგორია | II კატეგორია | III კატეგორია |
| 1 | სამსახურის უფროსი | 2020 | 1820 | 1640 |
| 2 | უფროსის მოადგილე | 1600 | 1455 | 1325 |
| 3 | შტაბის უფროსი | 1600 | 1455 | 1325 |
| 4 | განყოფილების უფროსი | 1145 | 1040 | 945 |
| 5 | განყოფილების უფროსის მოადგილე | 1060 | 965 | 880 |
| 6 | უფროსი ინსპექტორი | 1060 | 965 | 880 |
| 7 | ინსპექტორი | 990 | 910 | 840 |
| 8 | უმცროსი ინსპექტორი | 925 | 850 | 780 |
| 9 | სპეციალისტი | 925 | 850 | 780 |
| 10 | გუშაგ-მებრძოლი | 770 | 715 | 665 |
| 11 | მებრძოლი | 940 | 865 | 795 |
| 12 | ოპერატიული მორიგე ინსპექტორი | 990 | 910 | 840 |
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური
დაცვის სამსახური
| № | თანამდებობების დასახელება | I კატეგორია | II კატეგორია | III კატეგორია |
| 1 | განყოფილების უფროსი | 900 | 835 | 780 |
| 2 | განყოფილების უფროსის მოადგილე | 720 | 625 | 590 |
| 3 | ასეულის მეთაური | 660 | 625 | 590 |
| 4 | ასეულის მეთაურის თანაშემწე | 600 | 565 | 530 |
| 5 | ოცეულის მეთაური | 625 | 590 | 560 |
| 6 | ოცეულის მეთაურის მოადგილე | 565 | 530 | 495 |
| 7 | ოცეულის მეთაურის თანაშემწე | 540 | 510 | 480 |
| 8 | ყარაულის უფროსი | 565 | 530 | 495 |
| 9 | ყარაულის უფროსის თანაშემწე | 515 | 490 | 465 |
| 10 | საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის ინსპექტორი | 565 | 530 | 495 |
| 11 | უმცროსი ინსპექტორი | 505 | 480 | 455 |
| 12 | სპეციალისტი | 565 | 530 | 495 |
| 13 | უმცროსი სპეციალისტი | 505 | 480 | 455 |
| 14 | საწყობის გამგე | 600 | 565 | 530 |
| 15 | ბუღალტერი | 600 | 565 | 530 |
| 16 | ტექნიკური მუშაკი | 480 | 455 | 430 |
| 17 | გუშაგი | 265 | 250 | 235 |
დანართი №2
სასჯელაღსრულების დაწესებულება
| № | თანამდებობების დასახელება | I კატეგორია | II კატეგორია | III კატეგორია |
| 1 | დირექტორი | 2280 | 2050 | 1845 |
| 2 | დირექტორის მოადგილე | 1680 | 1515 | 1360 |
| 3 | განყოფილების უფროსი | 1080 | 980 | 890 |
| 4 | კანცელარიის უფროსი | 960 | 880 | 810 |
| 5 | კადრების უფროსი | 960 | 880 | 810 |
| 6 | კორპუსის უფროსი | 720 | 670 | 620 |
| 7 | სკოლის დირექტორი | 960 | 880 | 810 |
| 8 | სკოლის დირექტორის მოადგილე | 840 | 780 | 725 |
| 9 | მასწავლებელი | 600 | 565 | 530 |
| 10 | უფროსი ინსპექტორი | 780 | 725 | 675 |
| 11 | ინსპექტორი | 685 | 640 | 600 |
| 12 | უმცროსი ინსპექტორი | 565 | 530 | 495 |
| 13 | სპეციალისტი | 685 | 640 | 600 |
| 14 | კონტროლის ინსპექტორი | 600 | 565 | 530 |
| 15 | კონტროლიორი | 480 | 455 | 430 |
| 16 | ოპერატიული მორიგე ინსპექტორი | 600 | 565 | 530 |
| 17 | ოპერატიული მორიგე ინსპექტორის თანაშემწე | 480 | 455 | 430 |
| 18 | სოციალური მუშაკი | 685 | 640 | 600 |
| 19 | ფსიქოლოგი | 685 | 640 | 600 |
| 20 | ბიბლიოთეკის გამგე | 480 | 455 | 430 |
| 21 | მთავარი ბუღალტერი | 875 | 815 | 760 |
| 22 | ბუღალტერი | 780 | 725 | 675 |
| 23 | საწყობის გამგე | 840 | 780 | 725 |
| 24 | სასადილოს გამგე | 480 | 455 | 430 |
| 25 | ტექნიკური მუშაკი | 600 | 565 | 530 |
| 26 | არქივარიუსი | 600 | 565 | 530 |
დანართი №3
სპეციალური წოდების დანამატი
| დანამატი | |
| გენერალ-მაიორი | 25 |
| პოლკოვნიკი | 22 |
| ვიცე-პოლკოვნიკი | 20 |
| მაიორი | 18 |
| კაპიტანი | 16 |
| უფროსი ლეიტენანტი | 14 |
| ლეიტენანტი | 12 |
| უმცროსი ლეიტენანტი | 10 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები