,,შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების ფორმისა და შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ოქტომბრის №1059 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების ფორმისა და შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ოქტომბრის №1059 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/01/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 31/01/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 24/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 200.230.040.22.033.011.452
  • Word
93
29/01/2008
სსმ, 14, 31/01/2008
200.230.040.22.033.011.452
,,შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების ფორმისა და შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ოქტომბრის №1059 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
,,შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების ფორმისა და შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ოქტომბრის №1059 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.230.040.22.033.011.452

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება 93

2008 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

,,შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების ფორმისა და შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ოქტომბრის №1059 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ოქტომბრის №1059 ბრძანებით დამტკიცებულ ,,შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციაში (სსმ III, 28.10.05, №126, მუხ. 1407) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:        

ა) ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ფორმა №1 ივსება ორ ეგზემპლარად და საგადასახადო ინსპექციას რეზიდენტის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით როგორც წესი წარედგინება არარეზიდენტისათვის თანხის გადახდამდე. ამასთან გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების გარეშე თანხის გაცემის შემთხვევაში, ფორმა №1 ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით წარდგენილ უნდა იქნეს არარეზიდენტისათვის თანხის გადახდიდან სამი თვის განმავლობაში.“.

ბ) ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. მე-3 ნაწილი ,,შემოსავალი“ ინფორმაციას იძლევა არარეზიდენტის მიერ რეზიდენტისაგან მიღებული შემოსავლის შესახებ, მათ შორის, ინფორმაციას შემოსავლის სახის, იმ ხელშეკრულების გაფორმების თარიღისა და ნომრის შესახებ (ასეთის არსებობისას), რომლის საფუძველზე ხდება თანხის გადახდა, ასევე სხვა დამატებით ინფორმაციას.“.

გ) ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,13. რეზიდენტი ამ ნაწილში აღნიშნავს გადახდების თარიღებს, შემოსავლის სახეებს (თუ არარეზიდენტი იღებს რამდენიმე სახის შემოსავალს), გადასახდელი/გადახდილი თანხის ოდენობას, დასაკავებელი გადასახადის განაკვეთს და მოცულობას. თანხები ნაჩვენები უნდა იყოს სრულად.“.

დ) ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,17. ფორმა №1, აგრეთვე ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ცნობა შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს:

ა) საკონსულო დაწესებულების მიერ დოკუმენტების ლეგალიზების წესით;

ბ) დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების წესით;

გ) სხვა წესით, თუ ამას ითვალისწინებს საქართველოს მიერ გაფორმებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულება.“.

ე) ინსტრუქციის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 პუნქტი:

,,171. საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილ უნდა იქნეს ფორმა №1-ის (მოთხოვნის) ორიგინალები, ასევე რეზიდენტობის ფაქტის დამადასტურებელი უცხო ენაზე შესრულებული ჩანაწერის (ჩანაწერების) ან ცნობის და სხვა თანდართული დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული თარგმანები ქართულ ენაზე. თავის მხრივ საგადასახადო ინსპექცია ამოწმებს, თუ ტექნიკურად რამდენად სწორად (სრულყოფილად) არის შევსებული ფორმის (მოთხოვნა) ეგზემპლარები და შესაბამის სახელმწიფოსთან გაფორმებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას შეღავათის მოთხოვნის მართლზომიერების თაობაზე.“.

ვ) ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,19. იმ შემთხვევაში, როდესაც არარეზიდენტმა, ფორმა №1-ის წარმოდგენისა და გამოყენების შემდგომ, მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში კვლავ მიიღო შემოსავალი იმავე ან სხვა რეზიდენტისაგან, ფორმა №1-ის განმეორებით წარმოდგენისას დასაშვებია ადრე წარმოდგენილი ფორმა №1-ის მე-5 ნაწილის ინფორმაციის, აგრეთვე ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ცნობის გამოყე-ნება.

20. თუ რეზიდენტსა და არარეზიდენტს შორის დადებული ხელშეკრულება არ აკონკრეტებს მომსახურების სანაცვლოდ არარეზიდენტისათვის გადასახდელი თანხის ოდენობას (მაგალითად, ხელშეკრულება ითვალისწინებს მხოლოდ არარეზიდენტის მიერ მომსახურების გაწევის ვალდებულებას და ტარიფს, ხოლო საკომპენსაციო თანხა დამოკიდებულია შემკვეთის მიერ კონკრეტული განცხადების მიხედვით ფაქტობრივად განხორციელებულ მომსახურების მიწოდებაზე), ასეთ შემთხვევაში დასაშვებია ფორმა №1 შევსებულ და წარმოდგენილ იქნეს კონკრეტულ ხელშეკრულებაზე (მე-6 ნაწილში ცხრილის მე-3 სვეტში აღინიშნება ,,მთლიან ხელშეკრულებაზე“), რომელიც ძალაშია აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაცემულ ნებისმიერ თანხაზე. ამასთან, თუ ხელშეკრულების ვადა აღემატება ერთ საგადასახადო წელს (მათ შორის, ხდება ხელშეკრულების ვადის გაგრძელება), მაშინ ყოველი მომდევნო საგადასახადო წლისათვის აუცილებელია დამატებით წარმოდგენილ იქნეს უცხო ქვეყნის საგადასახადო ორგანოს ცნობა შესაბამისი წლისათვის პირის რეზიდენტობის თაობაზე, ფორმა №1-ის წარმოდგენის გარეშე.“.

ზ) ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ფორმა №2 ივსება ორ ეგზემპლარად და გამოიყენება მხოლოდ მასში აღნიშნული გადასახადის დასაბრუნებლად. ფორმა №2 ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით წარედგინება საგადასახადო ინსპექციას რეზიდენტის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით ან საგადასახადო ინსპექციას, რომელსაც არარეზიდენტმა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში წარუდგინა დეკლარაცია.“.

თ) ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. მე-3 ნაწილი ,,შემოსავალი“ იძლევა ინფორმაციას შემოსავლის შესახებ, რომელიც მიიღო არარეზიდენტმა, მათ შორის, ინფორმაციას შემოსავლის სახის, მიღების თარიღის, ხელშეკრულების ნომრის (ასეთის არსებობისას), რომლის საფუძველზე გარკვეული თანხები იქნა გადახდილი, აგრეთვე სხვა დამატებითი მონაცემების შესახებ. ამ ნაწილში ცხრილი იძლევა ინფორმაციას იმ თანხების შესახებ, რომელიც მე-2 ნაწილში დასახელებულმა რეზიდენტმა გადაუხადა პირველ ნაწილში დასახელებულ არარეზიდენტს. ცხრილში უნდა აისახოს გადახდის თარიღი ან პერიოდი, გადახდილი თანხა. საქართველოს წყაროსთან დაკავებული (გადახდილი) გადასახადის განაკვეთი და ოდენობა, ასევე გადასახადის განაკვეთი და ოდენობა, რომელიც გადახდებოდა ამ მოცულობის თანხებზე, თუ საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებები იქნებოდა გამოყენებული. გადახდის მოცულობა უნდა აღინიშნოს სრულად.“

ი) ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,15. ფორმა №2, აგრეთვე ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული ცნობა შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს:

ა) საკონსულო დაწესებულების მიერ დოკუმენტების ლეგალიზების წესით;

ბ) დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების წესით;

გ) სხვა წესით, თუ ამას ითვალისწინებს საქართველოს მიერ გაფორმებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულება.“.

კ) ინსტრუქციის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი:

,,151 საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილ უნდა იქნეს ფორმა №2-ის (მოთხოვნის) ორიგინალები, ასევე რეზიდენტობის ფაქტის დამადასტურებელი უცხო ენაზე შესრულებული ჩანაწერ(ებ)ის ან ცნობის და სხვა თანდართული დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული თარგმანები ქართულ ენაზე. თავის მხრივ საგადასახადო ინსპექცია ამოწმებს, თუ ტექნიკუ-რად რამდენად სწორად (სრულყოფილად) არის შევ-სებული ფორმის (მოთხოვნა) ეგზემპლარები და შესაბამის სახელმწიფოსთან გაფორმებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას შეღავათის მოთხოვ-ნის მართლზომიერების თაობაზე.“.

ლ) ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ფორმა №4-ის მიღების სურვილის შემთხვევაში საქართველოს რეზიდენტმა საწარმომ (ფიზიკურმა პირმა) განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ინსპექციას საგადასახადო აღრიცხვის (საცხოვრებელი) ადგილის მიხედვით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ფორმა №4-ის მესამე და მეოთხე ნაწილები, შევსებული ორ ეგზემპლარად.“.

მ) ინსტრუქციის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

,,21. მესამე ნაწილი ,,შემოსავლის გადამხდელი“ ივსება საქართველოს რეზიდენტი პირის მიერ და ინფორმაციას იძლევა უცხო ქვეყნის რეზიდენტი პირის (არარეზიდენტი) შესახებ:

ა) თუ არარეზიდენტი საწარმოა, მაშინ უნდა აღინიშნოს მისი დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომე-რი და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ოფისის მისამართი;

ბ) თუ არარეზიდენტი ფიზიკური პირია, მაშინ უნდა აღინიშნოს მისი სახელი, გვარი, საიდენტიფიკა-ციო ნომერი, პასპორტის ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მონაცემები და უცხო ქვეყანაში მისი საცხოვრებელი ადგილის მისამართი,

გ) ასევე აღინიშნება იმ ხელშეკრულების ნომერი და თარიღი (ასეთის არსებობისას), რომლის საფუძველზეც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს.

 22. მეოთხე ნაწილი ,,ინფორმაცია მიღებული/მისაღები შემოსავლების შესახებ“ ივსება რეზიდენტის მიერ და მასში მიეთითება ინფორმაცია მიღებული/მისაღები შემოსავლების და უცხო ქვეყანაში გადახდილი/გადასახდელი გადასახადების თაობაზე. ამასთან, თუ რეზიდენტსა და არარეზიდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ აკონკრეტებს მომსახურების სანაცვლოდ საქართველოს რეზიდენტისათვის გადასახ-დელი თანხის ოდენობას, მეოთხე ნაწილის შესაბამის სვეტ(ებ)ში აღნიშნება ,,X“ საქართველოს რეზიდენტის მიერ.“.

2. დანართი №1 და დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი ნ. გილაური

 დანართი №1

მოთხოვნა წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის წინასწარი გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე

CLAIM FOR REDUCTION OR EXEMPTION FROM THE ANTICIPATORY TAX WITHHELD AT SOURCE

საქართველოსა და .. ს შორის გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულების

 (ქვეყანა)

თანახმად

Under the Double Taxation Convention concluded between the Georgia and . . . . . . . . .

 (country)

I. შემოსავლის მიმღები RECIPIENT OF INCOME

 

 

 

საწარმოს დასახელება / ფიზიკური პირის სახელი, გვარი საიდენტიფიკაციო ნომერი

Name of business entity / Name, surname of individual Identification number

 

 

 

 

 

პასპორტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის დასახელება ნომერი გაცემის თარიღი მოქმედების ვადა

Passport or title of another identification document Number Date of issue Date of expiry

 

 

 

 

 

სრული მისამართი: Full address:

(ქუჩა, ნომერი) საფოსტო ინდექსი ქალაქი ან რაიონი ქვეყანა

Street, number Postal code City or district Country

 

II. შემოსავლის გადამხდელი PAYER OF INCOME

 

 

 

 საწარმოს დასახელება / ფიზიკური პირის სახელი, გვარი საიდენტიფიკაციო ნომერი

 Name of business entity / Name, surname of individual Identification number

 

 

 

 

 

პასპორტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის დასახელება ნომერი გაცემის თარიღი მოქმედების ვადა

Passport or title of another identification document Number Date of issue Date of expiry

 

 

 

 

 

სრული მისამართი: Full address:

(ქუჩა, ნომერი) საფოსტო ინდექსი ქალაქი ან რაიონი ქვეყანა

Street, number Postal code City or district Country

III. შემოსავალი INCOME

 

 

 

 

შემოსავლის სახე ხელშეკრულების თარიღი ხელშეკრულებისნომერი

Type of income Date of contract Number of contract

 

 

 

 

შემოსავლის სახე ხელშეკრულების თარიღი ხელშეკრულების ნომერი

Type of income Date of contract Number of contract

 

 

სხვა ინფორმაცია

Other relevant information

IV. შემოსავლის მიმღების ცნობა CERTIFICATE OF THE RECIPIENT OF INCOME

ხელმომწერი აცხადებს:

- რომ ის არის ამ მოთხოვნის მე-3 ნაწილში მითითებული შემოსავლის ბენეფიციალური მფლობელი;

- ზემოხსენებული შემოსავალი არ იყო (ან არ იქნება) მიღებული საქართველოში განთავსებული მუდმივი დაწესებულების ან ფიქსირებული ბაზის საშუალებით.

The undersigned declares:

-that it (he/she) is the beneficial owner of the income referred to in part III of this Claim;

-that the above mentioned income was not derived (or will not be derived) through a permanent establishment or a fixed base maintained by it (him/her) in Georgia.

ხელმოწერა

 Signature

თანამდებობა ბეჭედი თარიღი სახელი, გვარი

Official responsibilities Official seal Date Name, surname

V. უცხო ქვეყნის საგადასახადო ორგანოს ცნობა

CERTIFICATE OF THE TAX AUTHORITY OF FOREIGN COUNTRY

ვადასტურებ, რომ ---------ში ამ მოთხოვნაში დასახელებული შემოსავლის მიმღები არის (ან იყო) ----------------ის

 (თარიღი ან პერიოდი)  (ქვეყანა)

რეზიდენტი საქართველოსა და ------- შორის გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ

 (ქვეყანა)

ხელშეკრულების მიზნებისათვის

I certify that in --------------------- the recipient of the income named in this Claim is (or was) a

 (date or period of time)

resident of ------------------------- within the meaning of the Double Taxation Convention

 (country)

concluded between Georgia and ---------------------------

                            (country)

 

ხელმოწერა

Signature

                                                                 თარიღი

 თანამდებობა ბეჭედი Date სახელი, გვარი

 O Official responsibilities Official seal Name, surname

VI. ინფორმაცია გადახდების შესახებ

INFORMATION ABOUT THE PAYMENT

თარიღი

Date

 

შემოსავლის სახე

 Type of income

მთლიან ხელშეკრულებაზე გადასახდელი/გადახდილი თანხა (ლარი)

payment / paid for hole agreement (GEL)

წყაროსთან დასაკავებელი

გადასახადი

Withholding Tax at the source

საქართველოს  საგადასახადო კოდექსისი შესაბამისად

 In accordance with Georgian Tax code

საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად

In accordance with International Agreement

 

 

 

 

განაკვეთი (%)

Rate (%)

თანხა (ლარი)

Amount (GEL)

განაკვეთი (%)

Rate (%)

თანხა (ლარი)

Amount (GEL)

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანამდებობა ბეჭედი თარიღი ხელმოწერა სახელი, გვარი

Official responsibilities Official seal Date Signature Name, surname

შენიშვნა: მოთხოვნა უნდა შეივსოს შესწორებების გარეშე.

Note: the Claim must be filled in capital letters without corrections.

 

 დანართი №4

საქართველოს რეზიდენტობის ცნობა

GEORGIAN RESIDENCE CERTIFICATE

I. საქართველოს რეზიდენტი

RESIDENT OF GEORGIA

 

 

 

საწარმოს დასახელება / ფაზიკური პირის სახელი, გვარი საიდენტიფიკაციო ნომერი

Name of business entity / Name, surname of individual Identification number

 

 

 

 

 

 პასპორტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის დასახელება ნომერი გაცემის თარიღი მოქმედების ვადა

Passport or title of another identification document Number Date of issue Date of expiy

 

 

 

 

 

ქუჩა, ნომერი                       საფოსტო ინდექსი ქალაქი ან რაიონი ქვეყანა

Street, number       Postal code City or district Country

II. საქართველოს საგადასახადო ორგანოს ცნობა

CERTIFICATE OF THE TAX AUTHORITY OF GEORGIA

ამით ვადასტურებ, რომ ------------------------ I ნაწილში აღნიშნული პირი არის (ან იყო) საქართველოს

 (თარიღი ან პერიოდი)

 რეზიდენტი საქართველოსა და ------------------------------- შორის გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის

 (ქვეყანა)

თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულების მიზნებისათვის

 

 By this I certify that in------------------- the person mentioned in part I is (or was) a resident of

 (date or period of time)

Georgia within the meaning of the Double Taxation Convention concluded between Georgia and ---------------

 (country)

 

სხვა ინფორმაცია Other relevant information

 

თანამდებობა ბეჭედი თარიღი ხელმოწერა სახელი, გვარი

Official responsibilities Official seal Date Signature Name, surname

 

 III. შემოსავლის გადამხდელი PAYER OF INCOME

 

 

 

 საწარმოს დასახელება / ფიზიკური პირის სახელი, გვარი საიდენტიფიკაციო ნომერი

 Name of business entity / Name, surname of individual Identification number

 

 

 

 

 

 

პასპორტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის დასახელება ნომერი გაცემის თარიღი მოქმედების ადა

Passport or title of another identification document Number Date of issue Date of expiry

 

 

 

 

 

სრული მისამართი: Full address:

(ქუჩა, ნომერი) საფოსტო ინდექსი ქალაქი ან რაიონი ქვეყანა

Street, number Postal code City or district Country

 

 

 

 

შემოსავლის სახე ხელშეკრულების თარიღი ხელშეკრულების ნომერი

Type of income Date of contract Number of contract

 

IV. ინფორმაცია მიღებული/მისაღები შემოსავლების შესახებ

 Information about received/receivable income

გადახდის თარიღი

Date of payment

Semosavali

Income

გადასახდელი გადასახადი

 

Payable tax

გადახდისაგან გათავისუფლე-ბული გადასახადის თანხა (ლარი)Relief amount of tax

(GEL)

გადასახადის გადახდის შემდეგ დასაბრუნებუ-ლი თანხა (ლარი)

 

Refundable amount of tax

(GEL)

სახე

Type

თანხა

Amount (GEL)

განაკვეთი (%) Rate (%)

თანხა (ლარი) Amount (GEL)

1

2

3

4

5

6

 7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ Total

 

 

 

 

 

 

თანამდებობა ბეჭედი თარიღი ხელმოწერა სახელი, გვარი

Official responsibilities Official seal Date Signature Name, surname

შენიშვნა: ცნობა უნდა შეივსოს შესწორებების გარეშე.

Note: the Certificate must be filled in capital letters without corrections. “