დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 28 სექტემბრის №841 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 29/01/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.210.000.22.022.011.448 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.011.448
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №57
2008 წლის 22 იანვარი
ქ. თბილისი
,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 28 სექტემბრის №841 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 28 სექტემბრის №841 ბრძანებით (სსმ III, №137, 06.10.2006 წ., მუხ. 1901) დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) მე-3 თავში ,,XI კლასი – საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია“ შემდეგ დაემატოს ,,XII კლასი – საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია“ შემდეგი რედაქციით:
,,XII კლასი – საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია
| ისტ. XI მიმართულება: | |||
| ბუნება და ეკონომიკა | სახელმწიფო მმართველობა და სოციალური სტრუქტურები | პოლიტიკა
| კულტურა და რელიგია |
| 1. მოსწავლე აანალიზებს XX საუკუნეში საქართველოსა და მსოფლიოში მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცვლილებებს
2. მოსწავლე აანალიზებს რესურსებისა და ეკონომიკის ურთიერთგავლენას | 3. მოსწავლე აანალიზებს XX საუკუნეში მმართველობით სტრუქტურებში მომხდარ ცვლილებებს
4. მოსწავლე იკვლევს სოციალური სტრუქტურების ურთიერთმიმართებებს XX საუკუნეში | 5. მოსწავლე იკვლევს XX საუკუნეში საქართველოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პროცესებს
| 6. მოსწავლე იკვლევს სხვადასხვა კულტურის ურთიერთობასა და ურთიერთგავლენას
7. მოსწავლე მსჯელობს მსოფლიო და ქართული კულტურის განვითარების ტენდენციებზე |
შენიშვნა: XII კლასის სტანდარტი და რეკომენდებული შინაარსი უნდა ისწავლებოდეს ორი ტრიმესტრის მანძილზე. მესამე ტრიმესტრში მოსწავლე ახორციელბს პროექტს (მაგ.: წერს ისტორულ თემას ან თანაკლასელების ჯგუფთან ერთად ახორციელებს კვლევას ზეპირ ისტორიაში, რომლის შედეგებსაც წარმოადგეს პრეზენტაციის სახით).
შედეგები და ინდიკატორები
მიმართულება: ბუნება და ეკონომიკა
ისტ. XII 1. მოსწავლე აანალიზებს XX საუკუნეში საქართველოსა და მსოფლიოში მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცვლილებებს
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
● მსჯელობს ტექნოლოგიური ცვლილებებისა და ეკონომიკის განვითარების ურთიერთგავლენაზე;
● წერს თემას, რომელშიც მსჯელობს რომელიმე კონფლიქტის (ომის) ეკონომიკურ წინაპირობებსა და შედეგებზე;
● ერთი ქვეყნის მაგალითზე წერილობით მსჯელობს, თუ როგორ იცვლებოდა სხვადასხვა ეპოქაში სახელმწიფოს როლი ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში;
● ირჩევს ერთ-ერთ ეკონომიკურ თეორიას და მსჯელობს, თუ რა გავლენა მოახდინა მან ამა თუ იმ ქვეყნის (რეგიონის) ეკონომიკურ განვითარებაზე;
● უდარებს თანამედროვე საქართველოს ფულად ერთეულს სხვა ქვეყნის ვალუტას და უკავშირებს მათ მდგრადობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დინამიკას;
● მსჯელობს ქალაქისა და სოფლის ხვედრით წილზე თანამედროვე საქართველოსა და სხვა ქვეყნების ეკონომიკაში;
● საკუთარი ქვეყნის (რაიონის, ქალაქის, სოფლის) მაგალითზე მსჯელობს ეკონომიკური განვითარებისა და დემოგრაფიული პრობლემების ურთიერთკავშირზე; ავლებს პარალელებს სხვა ქვეყნებთან;
● ჯგუფური დისკუსიის დროს მსჯელობს საბაზრო და გეგმური ეკონომიკის შესახებ, გამოყოფს მათ დადებით და უარყოფით მხარეებს და ქმნის მისთვის მისაღებ მოდელს;
● მსჯელობს საქართველოს ეკონომიკის რეგიონის, იმპერიისა და მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაციაზე (მაგ., საქართველო და კავკასია, საქართველო და საბჭოთა კავშირი, საქართველო და მსოფლიო).
ისტ. XII 2. მოსწავლე აანალიზებს რესურსებისა და ეკონომიკის ურთიერთგავლენას
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
● ირჩევს ერთ ქვეყანას (რეგიონს) და მსჯელობს, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი და ანთროპოგენური ცვლილებები მის ეკონომიკურ განვითარებაზე (მაგ.: იაპონიაში დამბების მშენებლობა, ჭაობების დაშრობა კოლხეთში);
● მსჯელობს, თუ რა გავლენას ახდენს მოსახლეობის რაოდენობა და სიმჭიდროვე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე;
● ირჩევს ერთ-ერთ სახელმწიფოს და მსჯელობს, თუ რა გავლენას ახდენდა (ახდენს) ის ნედლეული, რომელიც მის ტერიტორიაზე მოიპოვება ამ ქვეყნის ეკონომიკურ პრიორიტეტებზე.
მიმართულება: სახელმწიფო მმართველობა და სოციალური სტრუქტურა
ისტ. XII 3. მოსწავლე აანალიზებს XX საუკუნეში მმართველობით სტრუქტურებში მომხდარ ცვლილებებს
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
● ირჩევს ერთ-ერთ ქვეყანას და ჯგუფური დისკუსიის დროს მსჯელობს მასში მმართველობით სტრუქტურებში მომხდარი ცვლილებების შესახებ;
● ადარებს ცენტრისა და რეგიონების ურთიერთმიმართებებს სხვადასხვა ქვეყნებში;
● ჯგუფური მუშაობისას ადარებს სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სისტემას (მონარქიული, კონსტიტუციურ-მონარქიული, საპარლამენტო, საპრეზიდენტო, ავტორიტარული რესპუბლიკა); იძლევა საკუთარ შეფასებას თითოეულის ნეგატიური და პოზიტიური მხარეების შესახებ;
● ჯგუფური მუშაობისას ადარებს სახელმწიფო მოწყობის განსხვავებულ სისტემებს (უნიტარული, ფედერაციული, კონფედერაციული), იძლევა საკუთარ შეფასებას თითოეულის ნეგატიური და პოზიტიური მხარეების შესახებ; მსჯელობს, თუ რომელი სისტემა იქნებოდა საუკეთესო თანამედროვე საქართველოსთვის.
ისტ. XII 4. მოსწავლე იკვლევს სოციალური სტრუქტურების ურთიერთმიმართებებს XX საუკუნეში
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
● გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას პიროვნების ქონებრივ და სოციალურ მდგომარეობას შორის ურთიერთმიმართების შესახებ;
● ადარებს ორი ან სამი ქვეყნის სოციალურ სტრუქტურებს და მიუთითებს განსხვავებებსა და მსგავსებებზე;
● აჯგუფებს სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული სოციალური ფენების წარმომადგენლებს და მსჯელობს მათ სოციალურ სტატუსზე;
● აანალიზებს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებსა და სხვადასხვა სოციალურ ფენას შორის ურთიერთმიმართებას; ავლებს პარალელებს ევროპის ქვეყნებთან;
● ირჩევს ერთ-ერთ რევოლუციას და წერს თემას მმართველობით და სოციალურ სტრუქტრურებში ამ რევოლუციით გამოწვეულ ცვლილებებზე.
მიმართულება: პოლიტიკა
ისტ. XII 5. მოსწავლე იკვლევს XX საუკუნეში საქართველოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პროცესებს
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
● ირჩევს მსოფლიოში განვითარებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას და წერს თემას, თუ რა გავლენა მოახდინა მან საქართველოზე;
● თანაკლასელების ჯგუფთან ერთად ირჩევს პოლიტიკურ მოღვაწეს და მსჯელობს მის მიერ არჩეული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური კურსის შედეგებზე;
● ირჩევს სხვადასხვა ქვეყნის (რეგიონის) ორი მოღვაწის პოლიტიკურ იდეებს, ადარებს მათ და მსჯელობს, თუ რა გავლენა იქონია თითოეულმა მათგანმა მსოფლიოს ან რეგიონის პოლიტიკურ განვითარებაზე;
● გამოყოფს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და მსჯელობს გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯების შესახებ;
● სიმულაციური თამაშის დროს წარმოაჩენს გლობალიზაციის მომხრეების და ანტიგლობალისტების პოზიციას საქართველოს პოლიტიკურ გაძლიერებასთან დაკავშირებით;
● ჯგუფური დისკუსიის დროს მსჯელობს სეპარატიზმის შესახებ საქართველოსა და მსოფლიოში და თანაკლასელების ჯგუფთან ერთად ქმნის ამ პრობლემის გადაჭრის საკუთარ მოდელს;
● ჯგუფური დისკუსიის დროს მსჯელობს საერთაშორისო ტერორიზმზე და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე.
მიმართულება: კულტურა და რელიგია
ისტ. XII 6. მოსწავლე იკვლევს სხვადასხვა კულტურის ურთიერთობასა და ურთიერთგავლენას
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
● ჯგუფური ან ინდივიდუალური მუშაობისას ასახელებს XX საუკუნეში ქართული ხელოვნების იმ ძეგლებს (მაგ.; ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება), რომლებზეც გავლენა მოახდინა სხვა კულტურამ; ასაბუთებს თავის არჩევანს;
● ირჩევს XX საუკუნის ქართულ არქიტექტურულ ძეგლებს და ავლებს პარალელებს ანალოგიური დანიშნულების მქონე სხვა ქვეყნების ძეგლებთან;
● საკლასო დისკუსიისას მსჯელობს ევროპული და აღმოსავლური კულტურების ურთიერთმიმართებაზე და თითოეულის გავლენაზე XX საუკუნის ქართულ ხელოვნებაზე.
ისტ. XII 7. მოსწავლე მსჯელობს მსოფლიო და ქართული კულტურის განვითარების ტენდენციებზე
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
● აანალიზებს პოპ-კულტურის განვითარების მიზეზებს და შედეგებს მსოფლიოსა და საქართველოში;
● ირჩევს ხელოვნების ერთ-ერთ სფეროს (მაგ.: ლიტერატურა, მხატვრობა, კინო და ა.შ.) და ადარებს მისი განვითარების ტენდენციებს საქართველოსა და მსოფლიოს ერთ-ერთ ქვეყანაში (რეგიონში);
● წერს თემას, რომელშიც საქართველოს ან რომელიმე სხვა ქვეყნის მაგალითზე იკვლევს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩარევის პრობლემას;
● ირჩევს ერთ-ერთ ხელოვანს (მაგ., მიხეილ ჯავახიშვილი, სოლჟენიცინი, ჩარლი ჩაპლინი) და მის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე დაყრდნობით კლასში დისკუსიისას მსჯელობს ხელოვანსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთდამოკიდებულების საკითხზე.
შინაარსი
XX საუკუნე
1. საქართველო და მსოფლიო XXს-ის დასაწყისში;
2. I მსოფლიო ომი და პარიზის სამშვიდობო კონფერენცია;
3. საქართველო 1918-1921 წლებში;
4. საქართველო და მსოფლიო 1921-1939 წლებში;
5. II მსოფლიო ომი და საქართველო;
6. მსოფლიო და საქართველო 1945-1985 წწ-ში;
7. ,,პერესტროიკა” და სსრკ-ის დაშლა;
8. საქართველო მსოფლიო თანამეგობრობის წევრი.
შენიშვნა: სტანდარტში განსაზღვრული შედეგების მიღწევა შესაძლებელია ამ შინაარსის სწავლებით.“;
ბ) მე-3 თავში ,,XI-XII კლასები – საზოგადოებრივი მეცნიერებები – არჩევითი კურსები” შემდეგ დაემატოს ,,XII კლასი – გლობალური პრობლემების გეოგრაფია –არჩევითი კურსი” შემდეგი რედაქციით:
„ XII კლასი – გლობალური პრობლემების გეოგრაფია – არჩევითი კურსი
შედეგები მიმართულებების მიხედვით
| გეო. XII მიმართულებები | ||
| დრო და სივრცე | სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა | გარემო და სოციალური სისტემები |
| იკვლევს გლობალიზაციის პროცესების სივრცე-დროით ასპექტებს | იკვლევს პოლიტიკური ხასიათის გლობალურ პრობლემებს 3. აანალიზებს გლობალური პრობლემების გადაჭრაში ლოკალურ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე შემუშავებული კოორდინირებული პოლიტიკის აუცილებლობას. 4. აანალიზებს გლობალურ პრობლემებს და მსჯელობს მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე | 5. იკვლევს სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის გლობალურ პრობლემებს. 6. იკვლევს ბუნებრივი და ანთროპოგენური ხასიათის გლობალურ პრობლემებს. |
შედეგები და ინდიკატორები
დრო და სივრცე
გეო. XII 1. იკვლევს გლობალიზაციის პროცესების სივრცე-დროით ასპექტებს
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
● ჯგუფური მუშაობის შედეგად ადგენს მისთვის აქტუალური პრობლემების სივრცე-დროით თავისებურებებს; განსაზღვრავს ცნებას "გლობალური" და შეიმუშავებს კრიტერიუმებს ამ პრობლემისადმი სტატუსის მისანიჭებლად;
● გამოთქვამს ვარაუდს გლობალურ პრობლემებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე და აკეთებს შესაბამის სქემას;
● შეიმუშავებს გლობალური პრობლემების ჩამონათვალს, ადარებს არსებულს და განალაგებს მათ დროის შკალაზე; აანალიზებს პრობლემების წარმოშობისა და ტრანსფორმაციის (წარმოქმნა, გამძაფრება, მოგვარება, ჩანაცვლება) მიზეზებს;
● გლობალური პრობლემების ნუსხიდან გამოარჩევს საქართველოსათვის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს; განსაზღვრავს მათ ტრანსფორმაციას სივრცესა და დროში; აკეთებს პრობლემის მიმდინარეობის ამსახველ სქემას.
სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა
გეო. XII 2. იკვლევს პოლიტიკური ხასიათის გლობალურ პრობლემებს
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
● ჯგუფთან ერთად აანალიზებს პოლიტიკური ხასიათის გლობალური პრობლემების წარმოშობას, განვითარებას და სივრცობრივ თავისებურებებს. გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას აღნიშნული საკითხისადმი და აკეთებს პროგნოზებს;
● მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე (სტატისტიკური, მასმედია) აანალიზებს მსოფლიოს ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკურ პოტენციალს და გამოთქვამს მოსაზრებას, თუ რა წვლილი შეიძლება შეიტანოს თითოეულმა მოქალაქემ და ქვეყანამ მსოფლიოში მშვიდობისა და განიარაღების მიზნით;
● ირჩევს და ეცნობა (საინფორმაციო საშუალებებიდან) ერთ-ერთი ქვეყნის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს განიარაღების და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში და შეიმუშავებს მოვლენების განვითარების შესაძლო პროგნოზს (სქემა, სცენარი);
● ადგენს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ეთნოკონფლიქტებისა და ტერორიზმის წარმოშობას, გამოვლინების ფორმებსა და სივრცობრივ თავისებურებებს შორის;
● საინფორმაციო საშუალებებიდან მოიპოვებს ინფორმაციას მსოფლიოში და საქართველოში არსებული ეთნოკონფლიქტების და გახმაურებული ტერაქტების შესახებ და ადგენს "ცხელი წერტილების" რუკას.
გეო. XII 3. აანალიზებს გლობალური პრობლემების გადაჭრაში ლოკალურ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე შემუშავებული კოორდინირებული პოლიტიკის აუცილებლობას
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
● მსჯელობს მოსახლეობის (ოჯახის, თემის, ქვეყნის, რეგიონის და მსოფლიოს) ცხოვრების წესის, გარემოსდაცვითი ცნობიერების, განათლებისა და ადგილობრივი კანონმდებლობის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე; გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას მათი მნიშვნელობის შესახებ მდგრადი განვითარებისათვის;
● ეცნობა გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებულ საქართველოს მიერ ხელმოწერილ კონვენციებსა და ვალდებულებებს; ადგენს კითხვარს და ატარებს სოციოლოგიურ გამოკითხვას აღნიშნულ პროცესში საზოგადოების და ინდივიდების ინფორმირებულობის და ჩართულობის შესწავლის მიზნით;
● ჯგუფური მუშაობისას მოიძიებს ინფორმაციას საქართველოში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებულ შესრულებული ან შეუსრულებელი კონვენციისა ან ვალდებულების შესახებ; კვლევის შედეგებს წარმოადგენენ აუდიტორიის წინაშე;
● ეცნობა საერთაშორისო ეკოლოგიურ თარიღებს და კლასთან ერთად ირჩევს მათთვის საინტერესოს და ამზადებენ შესაბამის ღონისძიებებს (ღია გაკვეთილი, გამოფენა, კონფერენცია და სხვა);
● ჯგუფური მუშაობისას მსჯელობს გლობალური პრობლემების მოგვარებაში საერთაშორისო ძალისხმევის მნიშვნელობაზე კაცობრიობის მდგრადი და მართვადი განვითარების პერსპექტივისათვის და შედეგებს წარმოადგენს სასურველი ფორმით.
გეო. 4. აანალიზებს გლობალურ პრობლემებს და მსჯელობს მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
● გამოარჩევს იმ გლობალურ პრობლემებს, რომელთა მოგვარებაც, მისი აზრით, ახლო მომავალშია შესაძლებელი და გამოთქვამს ვარაუდს მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე;
● ირჩევს მისთვის აქტუალურ გლობალურ პრობლემას, ეცნობა არსებულ მდგომარეობას და ქმნის მისი განვითარების მოდელს (გადაჭრის და გადაუჭრელობის შემთხვევაში);
● ჯგუფური მუშაობის შედეგად იკვლევს გლობალური პრობლემების მოდელირების საკითხებს და მსჯელობს ერთიანი მსოფლიოს კონცეფციის შესახებ.
გარემო და სოციალური სისტემები
გეო. XII 5. იკვლევს სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის გლობალურ პრობლემებს
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
● გამოთქვამს მოსაზრებას რა სოციალური და ეკონომიკური სარგებელის მოტანა შეუძლია შეიარაღებაზე დაზოგილ ხარჯებს;
● ამყარებს ლოგიკურ კავშირებს სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის გლობალურ პრობლემებს შორის და მსჯელობს მათ სივრცე-დროით თავისებურებებზე;
● რუკების და სხვა წყაროების საფუძველზე აანალიზებს ქვეყნებს შორის სურსათის და ნედლეულის უთანაბრო განაწილებას; გამოთქვამს ვარაუდს პრობლემის ლოკალურ, რეგიონალურ და გლობალურ დონეებზე გადაჭრის შესაძლო გზებზე;
● ირჩევს განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მდგომ ქვეყნებს; ადარებს, რამდენად მძაფრად წარმოჩინდება თითოეულში გლობალური სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები;
● სხვადასხვა გეოგრაფიული საშუალებების ანალიზის საფუძველზე მსჯელობს თუ რა როლს თამაშობს ისტორიული და გეოგრაფიული ფაქტორები ქვეყნების განვითარებაში; აანალიზებს ჩამორჩენილობის პარამეტრების დაძლევისაკენ მიმართულ ღონისძიებებს და ადგენს მსოფლიოს რეგიონების პროგნოზულ (მომავლის) ,,სოციალურ-ეკონომიკური განვითარების" რუკას.
გეო. XII 6. იკვლევს ბუნებრივი და ანთროპოგენური ხასიათის გლობალურ პრობლემებს
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
● აანალიზებს ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ გარემოსდაცვით გლობალურ პრობლემებს ისტორიული წარსულიდან დღემდე; გამოთქვამს ვარაუდს მათი შესაძლო განვითარების შესახებ;
● სხვადასხვა გეოგრაფიული საშუალებების გამოყენებით აანალიზებს ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს, პედოსფეროს და ბიოსფეროს ათვისების ძირითად მიმართულებებს; ირჩევს რომელიმე კომპონენტის ათვისებასთან დაკავშირებულ გლობალურ პრობლემას, მსჯელობს მის უსაფრთხო ათვისებაზე და შედეგებს გამოხატავს სასურველი ფორმით;
● ილუსტრაციების და სხვა წყაროების გამოყენებით ამყარებს კავშირებს გლობალურ გეოეკოლოგიურ პრობლემებსა და მეურნეობის იმ დარგებს შორის, რომლებიც ამ პრობლემების მაპროვოცირებელია; იყენებს თემატურ რუკებს და ადგენს გეოეკოლოგიური პრობლემების გამოვლინების მენტალურ რუკას;
● მონაწილეობს დებატებში თემაზე: ,,წარმოების გაფართოება და ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნება";
● ჯგუფური მუშაობისას ირჩევს რომელიმე გლობალურ გეოეკოლოგიურ პორობლემას, გამოყოფს მისი მოგვარების რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას და ქმნის პრობლემის განვითარების სცენარებს; შედეგებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით (გრაფიკი, დიაგრამა და სხვა.);
● წლის მანძილზე სხვადასხვა წყაროებიდან (სამეცნიერო ლიტერატურა, პერიოდული გამოცემები, საინფორმაციო საშუალებები) აგროვებს ინფორმაციას ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შესახებ; განათავსებს მათ რუკაზე და დროის ქრონოლოგიურ ხაზზე; შედეგებს აანალიზებს და წარმოადგენს თანაკლასელების წინაშე.
რეკომენდებული შინაარსი
1. გლობალიზაციის პროცესი:
● გლობალური პრობლემების წარმოქმნა;
● გლობალური პრობლემების ურთიერთკავშირები;
● კაცობრიობის მდგრადი და მართვადი განვითარების პერსპექტივა.
2. უმნიშვნელოვანესი გლობალური პრობლემები;
● მშვიდობა და განიარაღება;
● ტერორიზმი;
● ეთნიკური კრიზისი;
● ჩამორჩენილობის დაძლევა;
● დემოგრაფიული;
● ენერგეტიკული;
● სანედლეულო;
● სასურსათო;
● ურბანიზაცია;
● ჯანდაცვა;
● ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება;
● ეკოლოგიური (ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს, პედოსფეროს);
● მსოფლიო ოკეანესთან დაკავშირებული;
● სტიქიური კატაკლიზმები;
● ტექნოგენური კატასტროფები.“.
გ) მე-3 თავში „XI კლასის სტანდარტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში“ შემდეგ დაემატოს „XII კლასის სტანდარტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში“ შემდეგი რედაქციით:
„XII კლასის სტანდარტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
| ზეპირმეტყველება | კითხვა | წერა |
| ქართ. XII. 1. მოსწავლე წარ-მოადგენს სასწავლო პროექტს აუდიტორიის წინაშე.
| ქართ. XII. 5. მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს სხვადასხვა პერიოდის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტებს მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
| ქართ. XII. 11. მოსწავლე წერს გამოკვლევას (მცირე მოცულობის სამეცნიერო ნაშრომს) წინასწარ შერჩეულ თემაზე.
|
| ქართ. XII. 2. მოსწავლე კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილ სასწავლო პროექტებს.
| ქართ. XII. 6. მოსწავლე ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ტექსტში ასახულ ფასეულობებსა და შეხედულებებს. | ქართ. XII. 12. მოსწავლე წერს სასწავლო რეფერატს რამდენიმე წყაროს მიხედვით. |
| ქართ. XII. 3. მოსწავლე ამოიცნობს და იყენებს სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამის ხერხებს. | ქართ. XII. 7. მოსწავლე აანალიზებს კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენას ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე.
| ქართ. XII. 13. მოსწავლე წერს მხატვრული ნაწარმოების ანალიზს.
|
| ქართ. XII. 4. მოსწავლე იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას სასწავლო პროექტის პრეზენტა-ციისათვის. | ქართ. XII. 8. მოსწავლე აანალიზებს მხატვრული სახის შესაქმნელ ენობრივ საშუალებებს. | ქართ. XII. 14. მოსწავლე იყენებს წერის სათანადო სტრატეგიებს.
|
|
| ქართ. XII. 9. მოსწავლე აანალიზებს, რა ეფექტს ახდენს ავტორის ენობრივი არჩევანი მკითხველზე საკუთარი და სხვების ინტერპრეტაციების შედარების საფუძველზე.
|
|
|
| ქართ. XII. 10. მოსწავლე ირჩევს და იყენებს კითხვის ეფექტურ სტრატეგიებს. |
|
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. XII. 1. მოსწავლე წარმოადგენს სასწავლო პროექტს აუდიტორიის წინაშე
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს თემას და პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო პროექტი;
● მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს;
● არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ (ციტატები, მოსაზრებები, არგუმენტები, კვლევის შედეგები, ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები და სხვა);
● არჩევს და იყენებს პროექტის საპრეზენტაციოდ სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებას (პლაკატებს, სქემებს, დიაგრამებს, ასოციაციურ და გონებრივ რუკებს და ა. შ.), რითაც უადვილებს პროექტის აღქმას აუდიტორიას;
● შესავალში აყალიბებს წინასწარი კვლევის შედეგებს, პროექტის ძირითად მიმართულებებს და განსაზღვრავს ფორმატს;
● პროექტის ძირითად ნაწილში წარმოადგენს დასმული პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და საშუალებებს;
● დასკვნით ნაწილში განსაზღვრავს მოსალოდნელ შედეგებს;
● დამაჯერებლად სცემს პასუხს პროექტის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს.
ქართ. XII. 2. მოსწავლე კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილ სასწავლო პროექტებს
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● მსჯელობს, რამდენად აქტუალურია სასწავლო პროექტში წარმოდგენილი პრობლემა;
● აფასებს, რამდენად გასაგებად, ნათლად და მკაფიოდ იყო წარმოდგენილი მიზანი, პრობლემა, საკვლევი თემა;
● აფასებს პროექტის მიზნისა და მისი განხორციელების გზების/საშუალებების ადეკვატურობას;
● მსჯელობს იმის შესახებ, რამდენად გასაგები იყო აუდიტორიისათვის წარმოდგენილი პროექტი (ენის, ლექსიკის, ტერმინოლოგიის და ა. შ. თვალსაზრისით);
● აფასებს პროექტის წარმომდგენის პრეზენტაბელურობას (შეძლო თუ ვერა აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა, როგორი იყო მისი ჟესტიკულაცია, მანერები, ჰქონდა თუ არა მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან, რამდენად კეთილგანწყობილი იყო აუდიტორიის მიმართ და ა. შ.);
● აფასებს პროექტის პრეზენტაციისას გამოყენებული ვიზუალური მასალის ეფექტურობას.
ქართ. XII. 3. მოსწავლე ამოიცნობს და იყენებს სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამის ხერხებს
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● წარმოადგენს პროექტს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურით: შესავალი ნაწილი, წინასწარი კვლევის შედეგები, პრობლემის არსი, მიზნები და ამოცანები, განხორციელების გზები, მოსალოდნელი შედეგები, შეფასების კრიტერიუმები;
● მარტივად, გასაგებად აყალიბებს სათქმელს (თავს არიდებს რთული კონსტრუქციის წინადადებებს; იყენებს მარტივი წყობის ნომინალურ წინადადებებს სქემატური აღწერისათვის, მოსალოდნელი შედეგების მკაფიოდ წარმოსადგენად);
● პრეზენტაციისას მკვეთრად გამოყოფს პროექტის ნაწილებს და ხაზს უსვამს ამ ნაწილებს შორის კავშირს: რამდენად შეუწყო ხელი წინასწარმა კვლევამ პროექტის ამ სახით ჩამოყალიბებას; რამდენად ლოგიკურად უკავშირდება ერთმანეთს პროექტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები; რამდენად შესაბამება პროექტის განხორციელების გზები და საშუალებები დასახულ მიზანს;
● მიიპყრობს მსმენელის ყურადღებას (გამოყოფს მოხსენების საინტერესო ნაწილს სპეციალური ლექსიკის, ჩანართების, რიტორიკული შეკითხვების, შეძახილების, ინვერსიის საშუალებით. მაგ.: აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის...., ეს ხომ ძალიან იოლია..., რა არის აქ არაჩვეულებრივი?... და სხვა);
● პროექტის ნაწილებს შორის კავშირს გამოხატავს სპეციალური ენობრივი საშუალებებით (მიზეზშედეგობრივი კონსტრუქციები, პირობითი წინადადებები, დროთა თანამიმდევრობისა და ლოგიკური ურთიერთმიმართების გამომხატველი სიტყვათშეხამებები და წინადადების წყობა: მაგ., თუ... მაშინ, ვინაიდან... მაშასადამე, აქედან გამომდინარე, შესაბამისად..., მსმენელისადმი პირდაპირ მიმართვას: შევაჯამოთ..., შეიძლება დავასკვნათ..., მიაქციეთ ყურადღება... და სხვა).
ქართ. XII. 4. მოსწავლე იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● წინასწარ ამზადებს პრეზენტაციას (განსაზღვრავს პრეზენტაციის ხანგრძლივობას, არჩევს ძირითადსა და მთავარ სათქმელს, ამზადებს ვიზუალურ მასალას და ალაგებს მას პრეზენტაციის თანამიმდევრობის შესაბამისად...);
● გადის რეპეტიციას მეგობრების, ოჯახის წევრების ან სარკის წინ (ინიშნავს დროს, ვარჯიშობს მახვილისა და ინტონაციის, მიმიკის მოდიფიცირებაში);
● პრეზენტაციამდე ეცნობა აუდიტორიას და შეაქვს ცვლილებები აუდიტორიის ცოდნის დონის, ასაკის, ინტერესების გათვალისწინებით;
● პრეზენტაციის შინაარსის შესაბამისად ახდენს ხმის მოდულაციას (მნიშვნელოვან იდეას / აზრს წარმოთქვამს ნელა, ხმამაღლა და შეიძლება დამარცვლითაც, იყენებს ლოგიკურ მახვილებს);
● პროექტის ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლამდე აკეთებს პაუზას და მიმართავს აუდიტორიას, აქვთ თუ არა შეკითხვები პროექტის ამ ნაწილთან დაკავშირებით;
● ზეპირი გამოსვლისთვის წინასწარ ამოიწერს ბარათებზე მნიშვნელოვან ფრაზებს, მონაცემებს ან ძირითად თეზისებს, რომლებიც ეხმარება პრეზენტაციის თანამიმდევრულად წარმართვაში;
● პრეზენტაციისას ინარჩუნებს მხედველობით კონტაქტს.
მიმართულება: კითხვა
ქართ. XII. 5. მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს სხვადასხვა პერიოდის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტებს მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● ადარებს სხვადასხვა დროის, ეპოქის, კულტურული კონტექსტის და პრობლემების ამსახველ ტექსტებს და მსჯელობს მათ მსგავსება-განსხვავებაზე;
● განიხილავს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას იმ პერიოდის კონტექსტში, რომელშიც შექმნილია (ან რომელსაც ასახავს) იგი (მაგალითად, თხზულებაში „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ - თამარის მეოთხე იპოსტასად გამოცხადება ეპოქის ისტორიულ რეალობასთან კავშირში...);
● მხატვრული ტექსტიდან ამოარჩევს დეტალებს, რომლებშიც, მისი აზრით, ყველაზე უკეთ აისახება კონკრეტული ეპოქა, კულტურული კონტექსტი და ა.შ.;
● აანალიზებს და იკვლევს მსგავს ან ერთნაირ პრობლემას სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ტექსტებში (მაგალითად, ასკეტიზმის პრობლემა XIX საუკუნის ქართულ და საზღვარგარეთულ ლიტერატურაში);
● გამოთქვამს ვარაუდს, თუ როგორ შეიცვლებოდა კონკრეტული ტექსტი, იგი სხვა სოციალური, კულტურული ან ისტორიული კონტექსტის ამსახველი რომ ყოფილიყო;
● სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურული ნაწარმოებების ანალიზის საფუძველზე ადარებს ერთმანეთს ტრადიციულ და თანამედროვე ფასეულობებს;
● ტექსტში ასახული პრობლემის ინტერპრეტაციისას ითვალისწინებს კონკრეტული ეპოქის თავისებურებებს (კულტურული, ისტორიული, ფსიქოლოგიური ასპექტები);
● კითხულობს სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს და აანალიზებს მათში დასმულ მსგავს პრობლემატიკას;
● კითხულობს თარგმანებს და გამოთქვამს თავის მოსაზრებას ერთისა და იმავე ნაწარ-მოების ორი (ან მეტი) თარგმანის თაობაზე (მოსწონს / არ მოსწონს) და ცდილობს დაასაბუთოს თავისი არჩევანი.
ქართ. XII. 6. მოსწავლე ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ტექსტში ასახულ ფასეულობებსა და შეხედულებებს
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● მსჯელობს სხვადასხვა ნაწარმოებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების მსგავსება-განსხვავებაზე;
● მსჯელობს იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ნაწარმოებში ასახული შეხედულებებსა და ფასეულობებს შორის არსებულ განსხვავებებს განაპირობებს;
● გადააქვს კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტში მიმდინარე პერსონაჟთა ურთიერთობა (ადამიანური ურთიერთობის ფორმები) წარმოსახვის საშუალებით თანამედროვე ან მისთვის საინტერესო კონკრეტულ ისტორიულ გარემოში;
● საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობები პრობლემის არსის გაგებასა და მისი გადაჭრის გზებზე.
ქართ. XII. 7. მოსწავლე აანალიზებს კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენას ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● ახასიათებს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, კულტურულ-სოციალურ გარემოს;
● მსჯელობს, სად გამოვლინდა ნაწარმოებში კონკრეტული ეპოქის ფასეულობები და ღირებულებები;
● მსჯელობს ავტორის / პერსონაჟის ფასეულობებსა და შეხედულებებზე, რომელთაც ისინი ავლენენ ტექსტში განვითარებულ კონფლიქტთან მიმართებაში;
● აანალიზებს ავტორის / პერსონაჟის დამოკიდებულებას კონკრეტული ისტორიული ეპოქის ფასეულობების მიმართ;
● აკავშირებს ამ ფაქტორებს ნაწარმოების შინაარსთან;
● იზიარებს / არ იზიარებს ნაწარმოების პერსონაჟის ან ავტორის შეხედულებებს; გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას და სათანადო არგუმენტაციით იცავს მას;
● ამოიცნობს და ხსნის ტექსტში იმ უნივერსალური სიმბოლოების მნიშვნელობას, რომლებიც დამახასიათებელია გარკვეული ისტორიული პერიოდისა და კულტურისათვის;
● ხსნის, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს მკითხველის ინტერპრეტაცია სოციალური, ისტორიული და კულტურული გარემოს ცვლილებამ.
ქართ. XII. 8. მოსწავლე აანალიზებს მხატვრული სახის შესაქმნელ ენობრივ საშუალებებს
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● წაკითხულ ნაწარმოებში ამოიცნობს მხატვრულ სახეებს და აფასებს მათ ეფექტურო-ბასა და მნიშვნელობას;
● განარჩევს მხატვრულ ნაწარმოებში მოვლენათა (ავტორისეულ, პერსონაჟის) სუბიექტურ და ობიექტურ ხედვას;
● გაიაზრებს ენას, როგორც მხატვრულ სახეთა შექმნის საშუალებას;
● ადარებს ერთმანეთს ინფორმაციის დანიშნულებას მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებში და განიხილავს ინფორმაციას, როგორც საშუალებას მხატვრული სახის შესაქმნელად (გზას მხატვრული განზოგადებისკენ);
● საუბრობს იმის თაობაზე, რომ არამხატვრული ტექსტი უშუალოდ ასახავს რეალობას, მხატვრული ტექსტი კი მეტ-ნაკლებად წყვეტს უშუალო კავშირს კონკრეტულ მოვლენასთან და დამოუკიდებელ მხატვრულ ფენომენს ქმნის;
● გაიაზრებს პოეტური ლოგიკის სპეციფიკურობას („მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი, ვით უბინაოს ყოფნა ბინაში“, ამ რევოლვერში არის რვა ტყვია, ერთს გაიმეტებთ? მე გთხოვთ, მომკალით!“...);
● განასხვავებს პოეტურ ხედვასა („როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი...“) და პოეტურ ხილვას („სტიროდა სული ცბიერ ღვინოებს...“, „და შემდეგ უცნობ პიანინოებს ატრიალებდა ტანჯვის ლირიკით“);
● გაიაზრებს კონკრეტული მხატვრული სახის ღირებულებას მხატვრულ სახეთა სისტემაში.
ქართ. XII. 9. მოსწავლე აანალიზებს, რა ეფექტს ახდენს ავტორის ენობრივი არჩევანი მკითხველზე საკუთარი და სხვების ინტერპრეტაციების შედარების საფუძველზე
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● განსაზღვრავს ავტორის მიერ შემოთავაზებულ სტილს;
● საუბრობს იმაზე, რამდენად შეესაბამება ავტორის მიერ შემოთავაზებულ სტილს მის მიერ გამოყენებული ენობრივ-გრამატიკული კონსტრუქციები და ლექსიკა;
● აფასებს ავტორისეული ინდივიდუალური სტილის მნიშვნელობას ადამიანურ ურთიერთობათა და სამყაროსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოსახატავად;
● საუბრობს იმ მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებზე, რომელთა მეშვეობითაც ნაწარმოებში გამოიკვეთება ავტორის/პერსონაჟის/ ნეიტრალური ხედვა, არაორდინალური და სტერეოტიპური დამოკიდებულებები კონკრეტული პრობლემების მიმართ.
ქართ. XII. 10. მოსწავლე ირჩევს და იყენებს კითხვის ეფექტურ სტრატეგიებს
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● განსაზღვრავს კითხვის მიზანს (რატომ ვკითხულობ მე ამ ტექსტს) და ირჩევს მიზნის შესაბამის სტრატეგიას (გაცნობისათვის _ გადაათვალიერებს წიგნს, გადახედავს ანოტა-ციას, წინასიტყვაობას, სარჩევს, თავების სახელწოდებებს, ილუსტრაციებს; ინფორმაციის მოძიების მიზნით მოძებნის საკვანძო სიტყვებს, წინადადებებს, კითხულობს თავების დასაწყისსა და დასასრულს და სხვა; შესწავლისა და კვლევისათვის კითხულობს ნელა, ხელახლა უბრუნდება წაკითხულს, აკეთებს ჩანაწერებსა და შესაბამის აღნიშვნებს;
● შემუშავებული აქვს ტექსტის მარკირების საკუთარი სისტემა (მაგალითად, აკეთებს წარწერებს სანიშნეებზე, იყენებს სხვადასხვა ფერის მარკერს წაკითხულის კლასიფიცირებისათვის და ა. შ.;
● ამოიწერს / მონიშნავს წაკითხულიდან სხვადასხვა ქვეყნისათვის დამახასიათებელ ფრაზეოლოგიას, ტერმინებს, ლექსიკას;
● ამოიწერს / მონიშნავს წაკითხულიდან ამა თუ იმ ეპოქისათვის დამახასიათებელ არქაიზმებსა და ნეოლოგიზმებს, ქმნის მცირე ლექსიკონს;
● განსხვავებული კულტურის, ქვეყნისა და ეპოქის ნაწარმოებში ასახული მოვლენის უკეთ გასააზრებლად მოიძიებს შესაბამის ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან (ენციკლოპედია, ინტერნეტი, ისტორიული წყაროები, პრესა და სხვა).
მიმართულება: წერა
ქართ. XII. 11. მოსწავლე წერს გამოკვლევას (მცირე მოცულობის სამეცნიერო ნაშრომს) წინასწარ შერჩეულ თემაზე
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● წინასწარ შერჩეული თემისთვის ამზადებს და აანალიზებს მასალას (ინფორმაციული ხასიათის, კრიტიკული, სამეცნიერო, საკითხის კვლევის ისტორია...)
● სხვადასხვა საშუალებით (ლექსიკონები, საენციკლოპედიო სტატიები, დარგობრივი ცნობარები, ინტერნეტი და ა. შ.) გადაამოწმებს შერჩეულ მასალას სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით (წყაროს სანდოობა, აქტუალურობა, რელევანტობა...),
● შერჩეული წყაროებიდან ამოკრებილ მასალას იყენებს (იმოწმებს, პერიფრაზირებას ახდენს, მოკლედ გადმოსცემს) სათანადო წესების დაცვით;
● შესაბამის წყაროებზე, მასალაზე, საკითხის კვლევის ისტორიაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბებს ნაშრომის ძირითად თვალსაზრისს და მისთვის მოსახერხებელი ფორმით შეადგენს გეგმას;
● იცავს სამეცნიერო ნაშრომის ფორმატს: საკვლევი საკითხი, მის შესახებ არსებული ლიტერატურის (თვალსაზრისების, შეხედულებების) მიმოხილვა, მოსწავლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელსაც ეყრდნობა ნაშრომის ძირითადი თვალსაზრისი, დასკვნა.
ქართ. XII. 12. მოსწავლე წერს სასწავლო რეფერატს რამდენიმე წყაროს მიხედვით
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● შეარჩევს თემას / თემებს რეფერირებისათვის;
● მოიძიებს და გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით რეფერატისთვის აირჩევს რამდენიმე წყაროს;
● შერჩეული წყაროებიდან ამოკრებს მასალებს / საკითხებს, რომლებსაც არსებითად უნდა დაეყრდნოს სასწავლო რეფერატი;
● ადგენს რეფერატის გეგმას;
● წერს რეფერატს შესაბამის ფორმატში;
● მკაფიოდ მიუთითებს რეფერატისთვის შერჩეულ სხვადასხვა წყაროს და იცავს შესაბამის სქემას: შესავალი (წყაროების დასახელება, გამოქვეყნების დრო და ადგილი; ცნობები ავტორის შესახებ; ცალკეული ავტორის მიერ გამოყენებული კვლევის მეთოდი და ა. შ.);
● შერჩეული თანამიმდევრობით გადმოსცემს ცალკეულ წყაროებში გაშუქებულ საკითხებს, პრობლემებს, აფასებს, უდარებს, უპირისპირებს სხვადასხვა წყაროში გადმოცემულ თვალსაზრისებს ერთმანეთს; ნაწილობრივ /სრულიად ეთანხმება/არ ეთანხმება/ ითვალისწინებს ავტორთა დებულებებს.
ქართ. XII. 13. მოსწავლე წერს მხატვრული ნაწარმოების ანალიზს
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● განსაზღვრავს ნაწარმოების კონცეპტუალურ იდეას;
● თავისუფლად ახდენს მხატვრული ტექსტის ანალიზის ორგანიზება-სტრუქტურირებას;
● ახასიათებს პერსონაჟებს (ადარებს და უპირისპირებს მათ ერთმანეთს); ქმნის პერსონაჟთა ფსიქოლოგიურ პორტრეტს კონკრეტული კონტექსტის მიხედვით (საქციელი, გადაწყვეტილება, მსჯელობა და ა. შ.);
● განსაზღვრავს კონფლიქტის არსს და აანალიზებს პერსონაჟთა დამოკიდებულებას/ მიმართებას ამ კონფლიქტთან;
● წერილობით გადმოსცემს ავტორის დამოკიდებულებას ნაწარმოებში ასახულ ფასეულობებსა და შეხედულებებზე;
● აანალიზებს ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს (განწყობის, პერსონაჟთა სახეების ასახვა; ნაწარმოების სტილი და ენა; მსჯელობს ლექსის რიტმის, რითმის და სხვა ენობრივი საშუალებების შესახებ მხატვრული ეფექტების შესაქმნელად) და მსჯელობს, რამდენად შეესაბამება ეს საშუალებანი ნაწარმოების ძირითად შინაარსს;
● იყენებს ციტატებს ნაწარმოებიდან საკუთარი არგუმენტების დასასაბუთებლად;
● მსჯელობს, თუ რა დამოკიდებულება აქვს ავტორს კონკრეტული ისტორიული ეპოქის კულტურული ფასეულობების მიმართ.
ქართ. XII. 14. მოსწავლე იყენებს წერის სათანადო სტრატეგიებს
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● სხვადასხვა სახის ტექსტისათვის (რეფერატი, გამოკვლევა, ანალიზი) ქმნის გეგმას;
● აგებს მიზნობრივ სქემას (რა არის ჩემი მიზანი, რა მასალას გამოვიყენებ მიზნის მისაღწევად, როგორი იქნება ჩემი ნაწერის ფორმატი, რა სახის პრობლემები შეიძლება შემექმნას მუშაობისას და როგორ შემეძლება მათი დაძლევა);
● წერს ნაშრომის შავ ვარიანტს და შემდეგ გადაამუშავებს ნაწერს;
● ორთოგრაფიული, პუნქტუაციური და ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით ასწორებს ნაწერს.
პროგრამის შინაარსი
XII კლასის სტანდარტში მოცემული შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემულ შინაარსზე დაყრდნობით
1. ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება
გრამატიკული ასპექტები: სტილის რაობა; ტავტოლოგია და პარონომაზია, კალკი, ატროფია; ფუნქციური სტილის გამოყენება და დანიშნულება; ენათმეცნიერული და პოეტური სტილისტიკა; მხატვრული ტექსტის ლინგვისტური ანალიზი; რიტორიკული შეკითხვების არსი და სტრუქტურა; მიზეზშედეგობრივი კონსტრუქციები, პირობითი წინადადებები, დროთა თანამიმდევრობისა და ლოგიკური ურთიერთმიმართების გამომხატველი სიტყვათშეხამებები და წინადადების წყობა; ენა, როგორც მხატვრულ სახეთა შექმნის საშუალება; მხატვრულ სახეთა შექმნის ენობრივი მექანიზმი; პოეზიის ენა; პოეტური ლოგიკა; პირდაპირი, ირიბი და არასაკუთრივი პირდაპირი ნათქვამი; არასაკუთრივი პირდაპირი ნათქვამის ქვესახეობები; ტექსტის რედაქტირებისთვის აუცილებელი გრამატიკული, პუნქტუაციური და ორთოგრაფიული წესები და ნორმები.
2. ენის კომუნიკაციური ასპექტები
სასწავლო პროექტი. პროექტის დაგეგმვა, წინასწარი კვლევები და მათი შედეგები; პროექტის წერილობითი გაფორმება და პრეზენტაცია.
ტექსტის ტიპები: სასწავლო პროექტის ტექსტი, გამოკვლევა (მცირე მოცულობის სამეცნიერო ნაშრომი), სასწავლო რეფერატი.
3. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
XII კლასის ბოლოს მოსწავლეს ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით სწავლის საშუალებას მისცემს ანუ სწავლების ამ ეტაპზე აქცენტი კვლევითი უნარ-ჩვევების ფორმირებაზე კეთდება. თუ XI კლასში მოსწავლეს საშუალება ჰქონდა შეესწავლა, გაეანალიზებინა და შეედარებინა სხვადასხვა პერიოდის შედარებით რთული და მრავალფეროვანი ლიტერატურული მასალა მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით, XII კლასში იმავე საქმიანობას ის ახორციელებს სხვადასხვა პერიოდის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების საფუძველზე. მან უნდა იკვლიოს და გააანალიზოს მსგავსი ან ერთნაირი პრობლემა სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ტექსტებში, კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენა ტექსტში განვითარებულ კონფლიქტსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე. ამიტომ დამამთავრებელ კლასში იზრდება ნათარგმნი ლიტერატურის ხვედრითი წილი (უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მოსწავლე ამ დროისათვის უნდა ფლობდეს რომელიმე ერთ უცხოურ ენას მაინც, რაც მას საშუალებას მისცემს, შეადაროს ორიგინალი თარგმანს). ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვან ლიტერატურულ მასალასთან ერთად სწავლების ამ ეტაპზე შესაძლებელი და სასურველიცაა ლიტერატურული კრიტიკის, სამეცნიერო და კვლევითი ხასიათის, საკითხის კვლევის ისტორიის ამსახველი მასალების შემოტანაც.“;
დ) მე-3 თავში „XI კლასის მათემატიკის სტანდარტი~ შემდეგ დაემატოს „XII კლასის მათემატიკის სტანდარტი“ შემდეგი რედაქციით:
„XII კლასის მათემატიკის სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
| მათ. XII მიმართულება: | |||
| რიცხვები და მოქმედებები | კანონზომიერებები და ალგებრა | გეომეტრია და სივრცის აღქმა | მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა |
| 1. წყვეტს პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე პრობლემებს 2. ახდენს მსჯელობა-დამტკიცების პროცესისა და მისი შედეგის ანალიზს | 3. იკვლევს და ადგენს ფუნქციის ან ფუნქციათა ოჯახის თვისებებს და ახდენს ამ თვისებების ინტერპრეტირებას კონტექსტთან მიმართებაში 4. იყენებს დისკრეტული მათემატიკის მეთოდებს მოდელირებისას და პრობლემების გადაჭრისას | 5. პოულობს/აფასებს ფიგურების ან მათი ელემენტების ზომებს და იყენებს მათ პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას 6. იკვლევს და იყენებს ზოგიერთ ფაქტს არევკლიდური გეომეტრიიდან | 7. განასხვავებს შერჩევის მეთოდს პოპულაციის სრული აღწერისაგან და მსჯელობს შერჩევის მიხედვით პოპულაციის შესახებ დასკვნების გამოტანის შესაძლებლობაზე 8. წარმოადგენს მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით და ახდენს მათ ინტერპრეტაციას 9. აღწერს შემთხვევითობას ალბათური მოდელების საშუალებით აკეთებს მონაცემთა ანალიზს და აყალიბებს დასკვნებს |
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები
მათ. XII.1. წყვეტს პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე პრობლემებს
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● იყენებს მაჩვენებლიანი და ლოგარითმული ფუნქციების თვისებებს პრაქტიკული საქმიანობიდან ან მეცნიერების სხვადასხვა დარგებიდან მომდინარე გამოთვლებთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნისას (მაგ., უწყვეტად დარიცხული საპროცენტო განაკვეთი, ენტროპია ბიოლოგიასა და ფიზიკაში, ინფორმაციის რაოდენობა, რადიოაქტიული დაშლა და დათარიღების მეთოდები).
● სიდიდის ცვლილების გრაფიკული გამოსახვისას ირჩევს და იყენებს შესაფერის სკალას (მაგალითად, ლოგარითმულ სკალას).
● ახდენს მოცემული ალგორითმით (მაგალითად, ღშA) მონაცემთა დაშიფვრა-წაკითხვის დემონსტრირებას; მსჯელობს ინფორმაციისა და რიცხვთა თეორიების პრაქტიკულ მხარეზე/მათ როლზე თანამედროვე სამყაროში (მაგ., ინფორმაცის დაცვა; ინფორმაციის ღირებულება და დაშიფვრის გახსნისას საჭირო გამოთვლების ხარჯები; ,,ღია ტიპის გასაღებით~ დაშიფრვის სისტემის სოციალურ ასპექტები _ მისი უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები _ ,,გამჭვირვალობის პრინციპი მოქმედებაში“).
მათ. XII.2. ახდენს მსჯელობა-დამტკიცების პროცესისა და მისი შედეგის
ანალიზს
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● ახდენს რიცხვების შესახებ დებულების ან რაოდენობრივი მსჯელობის ნიმუშის და მისი შედეგის ანალიზს ერთი ან რამდენიმე პირობის, შეზღუდვის ან დაშვების შესუსტება-მოხსნით.
● ასაბუთებს რიცხვების თვისებების ან რიცხვით კანონზომიერებების შესახებ განზოგადოებით, ანალოგიით მიღებულ დასკვნებს ან დებულებებს (მათ შორის მათემატიკური ინდუქციის გამოყენებით).
● რაოდენობრივი მსჯელობის ნიმუშზე ახდენს მსჯელობის ხაზის და დასკვნითი ნაწილის კრიტიკულ ანალიზს. (მაგ., მოცემული საბუთებიდან რომელი შემატებდა მსჯელობას მეტ დამაჯერებლობას; ყველაზე უფრო რომელი დააყენებდა მას ეჭვქვშ; მოყავს შესაძლო არგუმენტები, რომლებიც მეტად/ნაკლებად სარწმუნოს გახდიდა შედეგს).
შინაარსი
1. მონაცემთა დაშიფვრის რომელიმე ალგორითმი.
2. ინფორმაციისა და რიცხვთა თეორიების აქტუალურობა და გამოყენებები თანამედროვე საზოგადოებაში.
3. ლოგარითმული სკალა.
მიმართულება: კანონზომიერებები და ალგებრა
მათ. XII.3. იკვლევს და ადგენს ფუნქციის ან ფუნქციათა ოჯახის თვისებებს და ახდენს ამ თვისებების ინტერპრეტირებას კონტექსტთან მიმართებაში
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● აღწერს და ადარებს შესწავლილ ფუნქციათა ოჯახებს ისეთი თვისებების მიხედვით, როგორიცაა: განსაზღვრის არე და მნიშვნელობათა სიმრავლე, ფესვებისა და ექსტრემუმის წერტილთა შესაძლო რაოდენობა, ნიშანმუდმივობისა და ზრდადობა/კლებადობის შუალედები, პერიოდულობა, ასიმპტოტური ქცევა, გრაფიკის გეომეტრიული თვისებები; ახდენს თვისებების ინტერპრეტირებას იმ ვითარების კონტექსტში, რომელსაც აღწერს ფუნქცია ან ფუნქციათა ოჯახი.
● იყენებს შესაფერის გრაფიკულ, ალგებრულ მეთოდებს ან/და ტექნოლოგიებს ფუნქციის ისეთი თვისებების (განსაზღვრის არე და მნიშვნელობათა სიმრავლე, ფესვები და ექსტრემუმის წერტილები, ნიშანმუდმივობისა და ზრდადობა/კლებადობის შუალედები, ლუწობა/კენტობა, პერიოდულობა, ასიმპტოტური ქცევა, გრაფიკის გეომეტრიული თვისებები) დასადგენად. ახდენს ამ თვისებების ინტერპრეტირებას კონტექსტთან მიმართებაში.
● აღწერს თუ რა გავლენას ახდენს ფუნქციის პარამეტრების ცვლილება ფუნქციის თვისებებზე; ახდენს ამ გავლენის ინტერპრეტირებას კონტექსტთან მიმართებაში.
● იყენებს შესწავლილ ფუნქციებს და მათ თვისებებს მოდელირებისას და პრობლემის გადაჭრისას.
მათ. XII.4. იყენებს დისკრეტული მათემატიკის მეთოდებს მოდელირებისას და პრობლემების გადაჭრისას
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● იყენებს იტერაციას, რეკურსიას და მათემატიკურ ინდუქციას მოდელირებისას, დებულებების დასაბუთებისას, ფორმულების გამოყვანისას, კომბინატორული ამოცანების ამოხსნისას.
● იყენებს გრაფებს, ხისებრ დიაგრამებს და მათ თვისებებს მოდელირებისას და ამოცანების ამოხსნისას.
● დისკრეტული ოპტიმიზაციის ზოგიერთი პრობლემის გადაჭრისას იყენებს ალგორითმებს ან/და ტექნოლოგიებს.
შინაარსი
● პოლინომიალური, წილად-წრფივი, კვადრატული/კუბური ფესვის შემცველი ფუნქციები.
● ვარიანტების დათვლის ხერხები და ფორმულები, კომბინატორული ფორმულები.
● ორი სიმრავლის დეკარტული ნამრავლი; ორ სიმრავლეს შორის ასახვა, შებრუნებული ასახვა, სიმრავლის წინასახე.
● გრაფები და ხისებრი დიაგრამები: გრაფის განსაზღვრება სიმრავლურ ენაზე; გრაფის გამოსახვის ალგებრული და გეომეტრიული ხერხები.
მიმართულება: გეომეტრია და სივრცის აღქმა
მათ. XII.5. პოულობს/აფასებს ფიგურების ან მათი ელემენტების ზომებს და იყენებს მათ პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● იყენებს სივრცული ფიგურის ზომებს შორის ფუნქციურ დამოკიდებულებას ოპტიმიზაციის ზოგიერთი პრობლემის გადასაჭრელად (მათ შორის რეალური ვითარების შესაბამის ამოცანებში; მაგ., ცილინდრული ფორმის ღია კონსერვის ყუთის დამზადებაზე იხარჯება შ სმ2 მასალა. როგორი უნდა იყოს ყუთის წრფივი ზომები, რომ მისი მოცულობა უდიდესი იყოს?)
● იყენებს ვექტორებს გეომეტრიული დებულებების დასამტკიცებლად და ზომების დასადგენად.
იყენებს ფიგურის ზომებს და მათ შორის კავშირებს გეომეტრიული ალბათობის დასადგენად.
მათ. XII.6. იკვლევს და იყენებს ზოგიერთ ფაქტს არევკლიდური გეომეტრიიდან
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● მსჯელობს, ევკლიდეს გეომეტრიის რომელი დებულებები სრულდება ან არ სრულდება რომელიმე არაევკლიდურ (მაგ., სფერულ) გეომეტრიაში.
● ასაბუთებს მარტივ დებულებებს რომელიმე არაევკლიდურ (მაგ. სფერულ) გეომეტრიაში.
● პოულობს ობიექტთა ზომებს ან/და ობიექტთა შორის მანძილებს რომელიმე არაევკლიდურ (მაგ., სფერულ) გეომეტრიაში (მათ შორის რეალური ვითარების შესაბამის ამოცანებში; მაგ., მანძილი ორ წერტილს შორის სფეროზე).
შინაარსი
1. ზომებს შორის ფუნქციური დამოკიდებულება.
2. ვექტორები სივრცეში.
3. არაევკლიდური (მაგ. სფერული) გეომეტრიის ელემენტები.
მიმართულება: მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა
მათ. XII.7. განასხვავებს შერჩევის მეთოდს პოპულაციის სრული აღწერისაგან და მსჯელობს შერჩევის მიხედვით პოპულაციის შესახებ დასკვნების გამოტანის შესაძლებლობაზე
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● განასხვავებს შერჩევასა და პოპულაციას.
● ამოიცნობს ჯგუფს, რომელიც წარმომადგენლობითია პოპულაციისთვის.
● მოცემული შერჩევის შემთხვევაში ასახელებს ფაქტორებს, რომლებსაც ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს შერჩევის მიხედვით პოპულაციის შესახებ გამოტანილი დასკვნების საიმედოობაზე (მაგ., გაზომვის სიზუსტე, შერჩევის წარმომადგენლობითობა).
მათ. XII.8. წარმოადგენს მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით და ახდენს მათ ინტერპრეტაციას
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● არჩევს მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმებს, ასაბუთებს თავის არჩევანს, აგებს და განმარტავს ცხრილებს/დიაგრამებს.
● დაწყვილებული მონაცემებისთვის ქმნის გაფანტულობის დიაგრამას, თვისებრივად აღწერს მის ფორმას (რომელიმე წირის, მაგ: წრფის, პარაბოლის, მიდამოში კონცენტრა-ცია), აგებს საუკეთესო მისადაგების წრფეს.
● ადგენს სიხშირეთა განაწილებას, წარმოადგენს მას გრაფიკულად და აღწერს მის ფორმას (მაგ. სიმეტრიულობა/ასიმეტრიულობა, მაქსიმუმის/მინიმუმის წერტილები).
მათ. XII.9. აღწერს შემთხვევითობას ალბათური მოდელების საშუალებით
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● განასხვავებს დამოუკიდებელ და დამოკიდებულ ხდომილობებს, ასახელებს მათ მაგალითებს და ითვლის ხდომილობათა პირობით ალბათობებს.
● ითვლის რთულ ხდომილობის ალბათობას ჯამისა და ნამრავლის ფორმულების გამოყენებით.
● ატარებს ექსპერიმენტს მრავალჯერადი დაბრუნებით და ამ ექსპერიმენტის საშუალებით ადგენს ურნის შედგენილობას _ აფასებს განსხვავებული ფერის ბურთულების რაოდენობათა შეფარდებას.
● იყენებს სიმულაციებს შერჩევის სტატისტიკების (მედიანა, საშუალო მნიშვნელობა, საშუალო კვადრატული გადახრა) ვარიაბელურობის გამოსაკვლევად და შერჩევის განაწილებათა ასაგებად.
მათ. XII.10. აკეთებს მონაცემთა ანალიზს და აყალიბებს დასკვნებს
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● ირჩევს მოცემული შერჩევისთვის ისეთ რიცხვით მახასიათებლებს, რომლებიც ხელსაყრელია დასმული ამოცანის გადასაწყვეტად და ასაბუთებს თავის არჩევანს, ითვლის და ითვალისწინებს არჩეულ მახასიათებლებს გადაწყვეტილების მიღებისას.
● ახდენს მონაცემთა ინტერპოლაციას/ექსტრაპოლაციას საუკეთესო მისადაგების წრფის საშუალებით.
● ამოიცნობს ჩანაცვლებას შერჩევისა და გამოკითხვის ნიმუშში, მსჯელობს, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს შერჩევითი მეთოდი და შერჩევის მოცულობა დასკვნათა სანდოობაზე.
● ითვლის კორელაციის კოეფიციენტს და მსჯელობს დაწყვილებულ მონაცემებს შორის წრფივი კავშირის შესახებ.
შინაარსი:
1. მონაცემთა შეგროვების საშუალებანი: შერჩევითი მეთოდი, შერჩევა და ვარიაციული მწკრივი; შერჩევის რიცხვითი მახასიათებლები (მედიანა, საშუალო მნიშვნელობა, საშუალო კვადრატული გადახრა).
2. მონაცემთა მოწესრიგებული ერთობლიობების რაოდენობრივი და თვისებრივი ნიშნები: დაწყვილებული მონაცემები, კორელაცია.
3. მონაცემთა წარმოდგენის საშუალებანი თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემებისთვის. გაფანტულობის დიაგრამა, მისადაგების წირი
ალბათობა: პირობითი ალბათობა, ხდომილობათა დამოუკიდებლობა; ალბათობათა ჯამისა და ნამრავლის ფორმულები; დიდ რიცხვთა კანონი (გაცნობის წესით).“;
ე) მე-3 თავში „7. ზოგადი ნაწილი საგნობრივ ჯგუფში უცხოური ენები საშუალო საფეხურისათვის – X კლასი“ შემდეგ დაემატოს „71. ზოგადი ნაწილი საგნობრივ ჯგუფში უცხოური ენები საშუალო საფეხურისათვის – XII კლასი“ შემდეგი რედაქციით:
„71. ზოგადი ნაწილი საგნობრივ ჯგუფში უცხოური ენები საშუალო საფეხურისათვის – XII კლასი“
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები
| უცხ.XII | მიმართულება: | ||
| მოსმენა | ლაპარაკი | კითხვა | |
|
| 1. მოსწავლე იგებს დიალოგს, ინტერვიუს, რეპორტაჟს. 2. მოსწავლე იგებს საინფორმაციო აუდიოჩანაწერებს. 3. მოსწავლე იგებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებულ განცხადებებს. 4. მოსწავლე განსაზღვრავს მოსმენის მიზანს და იყენებს შესაბამის სტრატეგიას.
| 5. მოსწავლე თავს ართმევს ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას 6. მოსწავლე მონაწილეობს ინტერაქციაში. 7. მოსწავლე გაბმულად ლაპარაკობს. 8. მოსწავლე იყენებს ზეპირმეტყველების სათანადო სტრატეგიებს.
| 9. მოსწავლე იგებს კორესპონდენციას. 10. მოსწავლე ეცნობა პრესას (ინტერვიუ, გამოკითხვა, მკითხველის გამოხმაურება). 11. მოსწავლე იგებს ფაქტობრივი მასალის შემცველ შემეცნებით ტექსტს სხვადასხვა თემაზე (ისტორიის, კულტურის, ბუნებისმეტყველების სფეროებიდან). 12. მოსწავლე იგებს თხრობით ტექსტს (მოთხრობა, ცხოვრებისეული ისტორია, მოგონება, დღიური). 13. მოსწავლე იგებს ბიოგრაფიას. 14. მოსწავლე განსაზღვრავს კითხვის მიზანს და შესაბამისად იყენებს კითხვის სხვადასხვა სახეობას (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი). |
| უცხ.XII | მიმართულება: | ||
| წერა | სწავლის სწავლა | კულტურათა დიალოგი | |
|
| 15. მოსწავლე სწერს წერილს თანატოლს, ახლობელს (ხელნაწერ ან ელექტრონულ ვერსიას). 16. მოსწავლე წერს გამოჩენილი ადამიანის ბიოგრაფიას კონკრეტული მონაცემების მიხედვით. 17. მოსწავლე წერს ფიქტიურ სამოტივაციო წერილს სასწავლებელში ან სამუშაო ადგილზე წარსადგენად. 18. მოსწავლე გადმოსცემს საკუთარ და სხვის შეხედულებას, დამოკიდებულებას. 19. მოსწავლე მიმართავს სათანადო სტრატეგიებს. | 20. მოსწავლეს განვითარებული აქვს ენის დამოუკიდებლად სწავლის უნარი. 21. მოსწავლე ხვეწს შეფასების უნარს. | 22. მოსწავლე ამოიცნობს უცხოენოვან ინფორმაციას კულტურის სფეროდან. 23. მოსწავლე ტოლერანტულია კულტურული და ინდივიდუალური განსხვავებების მიმართ. 24. მოსწავლე ითვალისწინებს განსხვავებულ სოციოკულტურულ გარემოში მიღებულ ქცევის წესებს.
|
შედეგები და ინდიკატორები
მოსმენა
(მოსმენის უნარის გასავითარებლად გამოიყენება ნახევრად ავთენტური* აუდიოჩანაწერები, სადაც ტექსტები მკაფიოდ ისმის)
უცხ.XII.1. მოსწავლე იგებს დიალოგს, ინტერვიუს, რეპორტაჟს
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
● ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას (თანამოსაუბრეებს, თემას, საკითხებს);
● ამოკრეფს ფაქტობრივ ინფორმაციას;
● ამოიცნობს თანამოსაუბრეთა დამოკიდებულებას, განწყობილებას, შეფასებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით;
● განასხვავებს მეტყველების ფამილარულ და თავაზიან ფორმებს.
უცხ.XII.2. მოსწავლე იგებს საინფორმაციო აუდიოჩანაწერებს
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
ამოიცნობს საინფორმაციო გადაცემის რუბრიკებს (ახალი ამბები, პრესის მიმოხილვა, სპორტი, ამინდის პროგნოზი და სხვა).
ა. მოსწავლე იგებს ამინდის პროგნოზს
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
● ამოიცნობს გეოგრაფიულ ადგილებს;
● ამოიცნობს ატმოსფერულ მოვლენებსა და ტემპერატურას.
ბ. მოსწავლე იგებს სპორტის ახალ ამბებს
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
● ამოიცნობს სახეობებს;
● ამოიცნობს გამარჯვებულ და დამარცხებულ გუნდებს/მოთამაშეებს;
● ამოიცნობს ანგარიშს/შედეგს.
უცხ.XII.3. მოსწავლე იგებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებულ განცხადებებს
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
● ამოიცნობს სად არის წარმოთქმული განცხადება (აეროპორტში, სუპერმარკეტში, სადგურში, მეტროში და სხვა);
● ამოიცნობს განცხადების მიზანს (რეკლამირება, გაფრთხილება, ინფორმირება და სხვა);
● ამოიცნობს ადრესატს;
● ამოკრეფს ფაქტობრივ ინფორმაციას (გამგზავრების დრო, ბაქანი, ფასი, დაკარგული ნივთი და სხვა).
| მოსმენის სტრატეგიები |
უცხ.XII.4. მოსწავლე განსაზღვრავს მოსმენის მიზანს და იყენებს შესაბამის სტრატეგიას
ა. მოსწავლე ამოიცნობს ზოგად შინაარსს
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას, მთავარ თემას/საკითხებს ნაცნობ სიტყვებსა თუ გამოთქმებზე დაყრდნობით.
ბ. მოსწავლე ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (სელექციური მოსმენა)
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
ამოკრეფს მხოლოდ საჭირო ინფორმაციას.
ლაპარაკი
უცხ.XII.5. მოსწავლე თავს ართმევს ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
● მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციებში;
● ინტერაქციის დროს შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის გამოთქმებს, კლიშეებს;
● სათანადოდ რეაგირებს თანამოსაუბრის რეპლიკებზე;
● საუბრობს ტელეფონით;
● მართებულად იყენებს მეტყველების ფამილარულ და თავაზიან ფორმებს.
უცხ.XII.6. მოსწავლე მონაწილეობს ინტერაქციაში
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
● სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე;
● საკამათო საკითხის წამოჭრისას გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას;
● აფასებს მოვლენებს, ფაქტებს, ადამიანებს;
● სასწავლო პროცესში წარმოქმნილ პრობლემასთან დაკავშირებით უცხოურ ენაზე მიმართავს და პასუხობს მასწავლებელს/თანატოლებს.
უცხ.XII.7. მოსწავლე გაბმულად ლაპარაკობს
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
● ყვება თავს გადამხდარ, გაგონილ, ნანახ, წაკითხულ ამბავს;
● საკამათო საკითხებთან დაკავშირებით გამოხატავს და განმარტავს თავის პოზიციას, მის გასამყარებლად მოჰყავს მაგალითი;
● გადმოსცემს დიალოგის, ინტერვიუს შინაარსს.
| ზეპირმეტყველების სტრატეგიები |
უცხ.XII.8. მოსწავლე იყენებს ზეპირმეტყველების სათანადო სტრატეგიებს
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
● საუბრის დაწყებამდე თავს უყრის აუცილებელ რესურსებს (მოდელები, საკვანძო სიტყვები, გამოთქმები, კლიშეები);
● ,,ბლოკირების” შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მიმიკა, ჟესტიკულაცია, პერიფრაზირება და სხვა);
● ხვდება და ასწორებს საკუთარ/სხვის შეცდომებს;
● გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას.
კითხვა
(კითხვის უნარის გასავითარებლად გამოიყენება ნახევრად ავთენტური* ან ავთენტური* ტექსტები)
უცხ.XII.9. მოსწავლე იგებს კორესპონდენციას
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
● ამოიცნობს ფორმატს (არაოფიციალური/ოფიციალური წერილის ხელნაწერი ან ელექტრონული ვერსია);
● ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას (ავტორი, ადრესატი, კორესპონდენციის მიზანი, გაგზავნის თარიღი, ადრესატის/ავტორის მისამართი);
● ამოიცნობს წერილში ასახულ თემას/საკითხებს;
● ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (სად, როდის, რა, რამდენი, როგორ...);
● ამოიცნობს შეხედულებებს, ემოციებს.
უცხ.XII.10. მოსწავლე ეცნობა პრესას (ინტერვიუ, გამოკითხვა, მკითხველის გამოხმაურება)
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
● ამოიცნობს კორესპონდენტს, რესპონდენტს;
● ამოიცნობს თემას/საკითხებს;
● ამოიცნობს რესპონდენტის ემოციებს, შეფასებებს, შეხედულებებს.
უცხ.XII.11. მოსწავლე იგებს ფაქტობრივი მასალის შემცველ შემეცნებით ტექსტს სხვადასხვა თემაზე (ისტორიის, კულტურის, ბუნებისმეტყველების სფეროებიდან)
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
● ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;
● ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას.
უცხ.XII.12. მოსწავლე იგებს თხრობით ტექსტს (მოთხრობა, ცხოვრებისეული ისტორია, მოგონება, დღიური)
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
● ამოიცნობს მთხრობელს;
● ამოიცნობს პერსონაჟებს;
● ამოიცნობს ამბის მსვლელობის მთავარ ეტაპებს (დასაწისი, ამბის განვითარება, დასასრული);
● ამოიცნობს მოვლენათა თანმიმდევრობას;
● ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (სად, რატომ, რა მიზნით და სხვა);
● ამოიცნობს პერსონაჟების განწყობილებებს, გრძნობებს, დამახასიათებელ თვისებებს.
უცხ.XII.13. მოსწავლე იგებს ბიოგრაფიას
შედეგი მიღწეულია, როდესაც მოსწავლე:
● ამოიცნობს პიროვნებას;
● ამოიცნობს დროის და სივრცის ორიენტირებს (თარიღი, დაბადების ადგილი, ეპოქა);
● ამოიცნობს მოღვაწეობის სფეროს, რაშიც გაითქვა სახელი (ისტორია, ხელოვნება, პოლიტიკა, სპორტი და სხვა);
● ამოიცნობს პიროვნულ თვისებებს;
● ამოიცნობს პიროვნების კარიერის ეტაპებს.
| კითხვის სტრატეგიები |
უცხ.XII.14. მოსწავლე განსაზღვრავს კითხვის მიზანს და შესაბამისად იყენებს კითხვის სხვადასხვა სახეობას (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი)
ა. მოსწავლე ეცნობა ტექსტს (გაცნობითი კითხვა).
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
● გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ სხვადასხვა ელემენტების მოშველიებით (სათაური, ქვესათაური, ილუსტრაცია, აბზაცების დასაწყისი, ერთ-ერთი აბზაცი, გამოყოფილი სიტყვები);
● ერთხელ კითხულობს ტექსტს;
● ყურადღებას არ ამახვილებს უცნობ სიტყვებზე;
● ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს ზოგადი შინაარსის გასაგებად.
ბ. მოსწავლე გულდასმით კითხულობს ტექსტს (შესწავლითი კითხვა)
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
● პირველ ეტაპზე ეცნობა ტექსტს (გაცნობითი კითხვა.);
● შემდგომ ეტაპზე გამოწვლილვით კითხულობს ტექსტს:
1. ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ (კონტექსტი, უცხოური ენიდან შემოსული სიტყვები, სიტყვის ნაცნობი ფუძე, აფიქსები) და არავერბალურ (ტექსტის აგებულება, ილუსტრაციები, სხვადასხვაგვარი შრიფტი, ბრჭყალები) ელემენტებზე დაყრდნობით;
2. უცნობ სიტყვებს, გამოთქმებს ეძებს მისთვის მისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელო, ლექსიკონი, კომპეტენტური პირი).
● საჭიროების შემთხვევაში ხელმეორედ კითხულობს ტექსტს ან მის ცალკეულ ნაწილს.
გ. მოსწავლე ტექსტში პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას (ძიებითი /სელექციური/ კითხვა)
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
თვალის გადავლებით ამოკრეფს კონკრეტულ ინფორმაციას.
წერა
უცხ.XII.15. მოსწავლე სწერს წერილს თანატოლს, ახლობელს (ხელნაწერ ან ელექტრონულ ვერსიას)
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
● იცავს კორესპოდენციის ფორმალურ მხარეს (თარიღი, ხელმოწერა, მისამართი);
● კორესპონდენტის ვინაობის გათვალისწინებით შეარჩევს მიმართვისა და დამშვიდობების სათანადო ფორმულებს;
● აგებს თხრობას:
ა) თანამიმდევრულად გადმოსცემს მოვლენებს, ფაქტებს;
ბ) იცავს ფრაზებს შორის ლოგიკურ კავშირს;
● გამოხატავს განწყობილებას, სურვილებს, შეფასებებს;
● იცავს გრამატიკისა და ორთოგრაფიის ნორმებს.
უცხ.XII.16. მოსწავლე წერს გამოჩენილი ადამიანის ბიოგრაფიას კონკრეტული მონაცემების მიხედვით
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
● მიუთითებს პიროვნების დაბადების თარიღსა და ადგილს;
● თანმიმდევრულად გადმოსცემს მისი ცხოვრების ეტაპებს;
● ახასიათებს პერსონაჟს;
● გამოკვეთს ფაქტებს, რომლებმაც მას სახელი გაუთქვა;
● იცავს გრამატიკისა და ორთოგრაფიის ნორმებს.
უცხ.XII.17. მოსწავლე წერს ფიქტიურ სამოტივაციო წერილს სასწავლებელში ან სამუშაო ადგილზე წარსადგენად
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
● სათანადო ადგილზე მიუთითებს ავტორისა და ადრესატის სახელებს პირად მონაცემებს (გვარი, თანამდებობა, მისამართი, თარიღი);
● იყენებს მიმართვისა და გამომშვიდობების სათანადო კლიშეებს;
● მიუთითებს მოტივაციაზე;
● სათანადოდ წარმოაჩენს ავტორის გამოცდილებას, თვისებებს, ცოდნას;
● მიუთითებს დანართს (მაგ.: ავტობიოგრაფია, დიპლომი);
● იცავს გრამატიკისა და ორთოგრაფიის ნორმებს.
უცხ.XII.18. მოსწავლე გადმოსცემს საკუთარ და სხვის შეხედულებას, დამოკიდებულებას
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
● მიუთითებს პრესაში ასახულ სადისკუსიო თემას (აქტუალურ საკითხთზე ჩატარებული გამოკითხვა, ინტერვიუ, მკითხველის გამოხმაურება, რეცენზია);
● ახდენს რესპონდენტთა მიერ გამოხატული ემოციების პერიფრაზირებას;
● გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას და განმარტავს მას;
● პოზიციის გასამყარებლად მოჰყავს მაგალითი;
● იცავს გრამატიკისა და ორთოგრაფიის წესებს.
| წერის სტრატეგიები |
უცხ.XII.19. მოსწავლე მიმართავს სათანადო სტრატეგიებს
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
● მოიძიებს და ამზადებს აუცილებელ სასწავლო რესურსებს (ლექსიკონი, ნიმუში, გრამატიკული ცნობარი . . );
● ადგენს შესასრულებელი სამუშაოს გეგმას და წერს შავ ვარიანტს;
● კითხულობს შავ ვარიანტს, სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს და ასწორებს ნაწერს;
● ათეთრებს მას.
სწავლის სწავლა
უცხ.XII.20. მოსწავლეს განვითარებული აქვს ენის დამოუკიდებლად სწავლის უნარი
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
● სათანადოდ იყენებს კითხვის, წერის, მოსმენის, ზეპირმეტყველების სტრატეგიებს;
● გამოკვეთს მიზანს, რომელსაც ემსახურება ესა თუ ის აქტივობა ან დავალება;
● დამოუკიდებლად განსაზღვრავს სამუშაოს შესრულების გზას (იხ.უცხ.X.24);
● დამოუკიდებლად მართავს სასწავლო პროცესს (იხ.უცხ.X.25.);
● ეფექტურად იყენებს რესურსებს (იხ.უცხ.X.26.);
● მოსწავლე თანამშრომლობს მეწყვილესთან, გუნდის წევრებთან (იხ.უცხ.X.25-26.).
უცხ.XII.21. მოსწავლე ხვეწს შეფასების უნარს
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე
● ამა თუ იმ აქტივობისთვის (მასწავლებლის დახმარებით) ადგენს შეფასების კრიტერიუმებს (მაგ., მეგობრული წერილისთვის: მითითებულია თარიღი, გამოყენებულია მიმართვის და დამშვიდობების სათანადო ფორმულები, აზრი გასაგებად არის გადმოცემული, სწორადაა გამოყენებული ზმნის დროები და სხვა);
● მონაწილეობს თანაშეფასებებში და მასწავლებელთან ერთად მსჯელობს შეფასების კრიტერიუმებზე.
კულტურათა დიალოგი
უცხ.XII.22. მოსწავლე ამოიცნობს უცხოენოვან ინფორმაციას კულტურის სფეროდან
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
აკვირდება და ამოიცნობს ილუსტრაციებში/ტექსტებში ასახულ კულტურულ, სიმბოლურ, საყოფაცხოვრებო რეალიებს).
უცხ.XII.23. მოსწავლე ტოლერანტულია კულტურული და ინდივიდუალური განსხვავებების მიმართ
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
● ავლებს პარალელებს უცხო და მშობლიურ კულტურებს შორის, პოულობს მსგავსებებს, განსხვავებებს;
● კორექტულად გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას, დამოკიდებულებას კულტურულ თავისებურებებზე საუბრისას;
● ავლებს პარალელებს, პოულობს ანალოგიებს, განსხვავებებს საკუთარ და სხვათა სულიერ სამყაროებს შორის (განცდები, განწყობილებები, დამოკიდებულებები);
● ამოიცნობს სტერეოტიპულ შეფასებას და ეძებს მაგალითს, რომელიც ეწინააღმდეგება ამ სტერეოტიპს.
უცხ.XII.24. მოსწავლე ითვალისწინებს განსხვავებულ სოციო-კულტურულ გარემოში მიღებულ ქცევის წესებს
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
● აკვირდება და აანალიზებს სოციო-კულტურულ თავისებურებებს;
● სიმულაციური სიტუაციების გათამაშებისას იცავს უცხოური სოციო-კულტურული გარემოსთვის დამახასიათებელ ნორმებს.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. მიმინოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები