,,სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/01/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 24/01/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.419
  • Word
75
18/01/2008
სსმ, 11, 24/01/2008
200.250.000.22.033.011.419
,,სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.419

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №75

2008 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

,,სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ.2339) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №12 – ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) ნუსხით“ გათვალისწინებული საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს.“.

2. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,დ“ქვეპუნქტი.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ნ. გილაური