დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1231 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 11, 24/01/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.011.414 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.011
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №69
2008 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1231 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1231 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულებაში“ (სსმ III, 29.11.07, №169, მუხ. 1877) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ქვეპუნქტი:
„31) საბაჟო კონტროლისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილება;“;
ბ) ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი;
გ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:
„ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით უზრუნველყოფს „საბაჟო შეტყობინების“ მომზადებას;
ვ) დადგენილი წესით აწარმოებს საბაჟო სამართალდარღვევების აღრიცხვას“;
დ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აწარმოებს საგადასახადო დეკლარაციების, გაანგარიშებების მიღებას, ამოწმებს აღნიშნულ დოკუმენტებზე მითითებულ საიდენტიფიკაციო ნომერს, ფორმებში მითითებული რეკვიზიტების სისრულეს;“;
ე) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) აწარმოებს საგადასახადო დეკლარაციების, სხვა ანგარიშგების ფორმების და კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების შეტანას მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში;“;
ვ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით ამზადებს „საგადასახადო მოთხოვნის“ პროექტებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის მიერ მათზე ხელმოწერისათვის;“;
ზ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიული სამმართველოსათვის;“;
თ) ამოღებულ იქნეს მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;
ი) მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დადგენილი წესით საბაჟო გადასახდელების მონაცემთა აღრიცხვა;“;
კ) მე-13 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, სამართალდარღვევის ოქმების შედგენა, კონკრეტული დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, ინფორმაციის ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სათანადო ქვედანაყოფებისათვის მიწოდება;“.
ლ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:
„მუხლი 131. საბაჟო კონტროლისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილება
საბაჟო კონტროლისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილების ფუნქციებია:
ა) რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაქვემდებარებული სასაზღვრო საბაჟო ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა;
ბ) რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაქვემდებარებული საბაჟო ორგანოების მიერ გამოწერილი ან კონტროლიდან მოხსნილი საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შესაბამისი პირველი და მეორე პირის (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოწმობა კოტროლიდან იხსნება სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე) მიღება, აღრიცხვა, შენახვა და დადგენილი წესის შესაბისად არქივში გადაცემის მიზნით დამუშავება. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენისათვის დადგენილი ვადებისა და პირობების დარღვევის ფაქტებზე საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელებული რეაგირების ღონისძიებების ორგანიზაცია, ამ ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
გ) მონიტორინგის განხორციელება რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაქვემდებარებულ საბაჟო ორგანოებში წარდგენილი საქონლის გადაადგილებაზე, საბაჟო ვალდებულების დაფარვის გარანტიებზე (საბანკო გარანტია, დაზღვევა, დეპოზიტი და სხვა), მათ შესრულებასა და გაუქმებაზე, თანხების ჩამოჭრაზე;
დ) რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მდებარე ღია ან/და დახურული საბაჟო საწყობების, დროებითი შენახვის ღია ან/და დახურული საწყობების, უბაჟო ვაჭრობის პუნქტის სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების კოორდინაცია, სანებართვო პირობებთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღება და ნებართვის გამცემი ორგანოს ინფორმირება;
ე) საბაჟო ორგანოების მიერ სახელმწიფო ფიტოსანიტარული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, შეზღუდულად ბრუნვადი მასალების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების და რადიაქტიური ნარჩენებისა და მინერალების (წიაღისეულის), გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობების, სამხედრო-საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალის, იარაღის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების, საქართველოს კულტურულ ფასეულობათა, სავალუტო კონტროლის და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების კოორდინაცია, მათი განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით საბაჟო ორგანოებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა. ზემოაღნიშნული სახეობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოების მოხელეთა და მათზე გაცემული სპეცტექნიკის აღრიცხვა. ამ კუთხით საბაჟო ორგანოების მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
ვ) სტატისტიკური და ფაქტობრივი შემოსავლების, ზედმეტად და შეცდომით გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხების, ვადაგადაცილებული დავალიანებების, სანქცია-საურავების, რესტრუქტურიზებულ და უიმედოდ აღიარებულ დავალიანებათა აღრიცხვა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სათანადო ღონისძიებების განხორციელების მიზნით შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ინფორმაციის მიწოდება, სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება;
ზ) გადასახადის გადამხდელის მიერ საბაჟო დამუშავების ოპერაციების მიზნით დეპოზიტზე განთავსებული თანხის ხაზინის შესაბამის ანგარიშზე გადატანის უზრუნველყოფა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო ორგანოებში არსებული ინფორმაციის ელექტრონულად მიღების, გაცემისა და დამუშავების ტექნიკისა და ლოკალური ქსელის მომსახურება;
ი) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სტატისტიკის წარმოება, მონაცემთა ელექტრონული და არაელექტრონული ბაზების ოპერატიული განახლების კოორდინაცია და სისტემატიზაცია;
კ) შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის დადგენილი წესით და ფორმით ინფორმაციების მიწოდება.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები