,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1229 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1229 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/01/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 24/01/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.011.412
  • Word
67
18/01/2008
სსმ, 11, 24/01/2008
190.040.000.22.033.011.412
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1229 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.011.412

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №67

2008 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1229 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1229 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულებაში“ (სსმ III, 29.11.07, №169, მუხ. 1875) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი;

ბ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ე“ და ვ“ ქვეპუნქტები:

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით უზრუნველყოფს ,,საბაჟო შეტყობინების“ მომზადებას;

ვ) დადგენილი წესით აწარმოებს საბაჟო სამართალდარღვევების აღრიცხვას.“;

გ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) აწარმოებს საგადასახადო დეკლარაციების, გაანგარიშებების მიღებას, ამოწმებს აღნიშნულ დოკუმენტებზე მითითებულ საინდენტიფიკაციო ნომერს, ფორმებში მითითებული რეკვიზიტების სისრულეს;“;

დ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) აწარმოებს საგადასახადო დეკლარაციების, სხვა ანგარიშგების ფორმების და კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების შეტანას მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში;“;

ე) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით ამზადებს საგადასახადო მოთხოვნის“ პროექტებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის მიერ მათზე ხელმოწერისათვის;“;

ვ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიული სამმართველოსათვის;“;

ზ) ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი.

თ) ამოღებულ იქნეს მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ა“ ქვეპუნქტი.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური