„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1755 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1755 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/01/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 22/01/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 22/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 020.080.150.22.033.011.406
  • Word
61
18/01/2008
სსმ, 9, 22/01/2008
020.080.150.22.033.011.406
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1755 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.150.22.033.011.406

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 61

2008 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1755 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1755 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2321) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ფორმა – დანართი №2, დანართი №2ბ.“.

2. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის თაობაზე“ ინსტრუქციის:

ა) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 9. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვა

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი და წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას. მათი გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღირიც-ხება „საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №3), რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის კანცელარიაში. ოქმის ფორმებს ჟურნალში აღრიცხავს და გასცემს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი რეგიონალური საბაჟოს/რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულებზე. სტრუქტურული ერთეულები ასევე ჟურნალში აღრიცხავენ მიღებულ, გამოყენებულ და დაბრუნებულ (გაუქმებულ ან დაზიანებულ) ოქმებს, რის შესახებაც ამზადებენ ყოველკვირეულ ანგარიშს. რეგიონალურ საბაჟო „აღმოსავლეთზე“ გაიცემა ოქმები სერიით „რსა“, ხოლო რეგიონალურ ცენტრებზე (საგადასახადო ინსპექციებზე) – სერიით „რცსი“.“;

ბ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო სამართალდარღვევის ყველა საქმე რეგიონალური საბაჟოს/რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) მიერ აღირიცხება „საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის ჟურნალში“ (შემდგომში – აღრიცხვის ჟურნალი) №5 დანართით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.“;

გ) მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეებისა და მათზე მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვისა და რეგისტრაციის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რეგიონალური საბაჟოს/რეგიონალური ცენტ-რების (საგადასახადო ინსპექციების) უფროსებს, ხოლო აღრიცხვის ჟურნალის წარმოებაზე, შენახვასა და მასში შეტანილი მონაცემების უტყუარობაზე – რეგიონალური საბაჟოს/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულებით ან საბაჟოს ორგანოების უფროსების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს.“;

დ) 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღრიცხვის ჟურნალები დამტკიცებული ფორმის (დანართი №5) შესაბამისად იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში, რეგიონალური საბაჟოს/რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) მიხედვით.“.

3. ამოღებულ იქნეს ბრძანების დანართი №2ა.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 15 თებერვლიდან.

ნ. გილაური