დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 21/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.000.22.033.011.401 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.22.033.011.401
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №56
2008 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულებაში (სსმ III, 05.03.07, №29, მუხლი 348) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამსახურის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) აფხაზეთის საგადასახადო ინსპექცია;
ბ) მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია;
გ) ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია;
დ) ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
ე) ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
ვ) რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
ზ) ფოთის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
თ) გორის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
ი) თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
კ) ახალციხის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
ლ) ცხინვალის რეგიონალური ცენტრი (საგადაახადო ინსპექცია);
მ) რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთი.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 15 თებერვლიდან.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები