დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 23/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.22.035.011.393 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.393
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №30/ნ
2008 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
„ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:
მუხლი 1
„ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2003 წ.; №78; მუხლი 708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ფარმაცევტულ საბითუმო ბაზაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და რეალიზაციის წესის (დანართი №1):
ა) მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიაწოდოს ინფორმაცია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ლეგალური ბრუნვის შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დადგენილი წესით”;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ბაზაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები ექვემდებარება საგნობრივ-რაოდენობრივ აღრიცხვას დალუქულ, დანომრილ, ზონარგაყრილ და სააგენტოს ბეჭდით დამოწმებულ სპეციალურ ჟურნალში (დანართი №8).”.
2. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „აფთიაქში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, მომზადების, გაცემისა და რეალიზაციის წესის” (დანართი №2):
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აფთიაქში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები ექვემდებარება საგნობრივ-რაოდენობრივ აღრიცხვას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) ბეჭდით დამოწმებულ სპეციალურ ჟურნალში (დანართი №№10);
ბ) მე-4 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ლეგალური ბრუნვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დადგენილი წესით.”;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. აფთიაქის ხელმძღვანელი ყოველი მომდევნო თვის პირველი რიცხვისათვის ადარებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებების ფაქტობრივ ნაშთს ჟურნალის ნაშთთან. მონაცემების შეუსაბამობის შემთვევაში აფთიაქის ხელმძღვანელი ადგენს შესაბამის დოკუმენტს და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სააგენტოს, რომელიც ვალდებულია შეტყობინებიდან 5 დღის ვადაში კანონმდებლობით დადგენილი წესით შეისწავლოს საკითხი და შედეგების შესახებ აცნობოს ბიუროს.”;
3. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ფარმაცევტულ საწარმოში ფსიქოტროპული ნივთიერებების წარმოების, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გამოყენებისა და გაცემის წესის” (დანართი №3) მე-3 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული წესით მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებას – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საწარმოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის შესახებ”.
4. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ფარმაცევტულ, სამკურნალო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ჩამოწერისა და განადგურების წესის” (დანართი №7) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. განადგურების შემდეგ ჩამოწერის და განადგურების აქტში ფიქსირდება განადგურების თარიღი, ადგილი, მეთოდი, გამოყენებული ტარა, ტრანსპორტი, რასაც ხელმოწერით ადასტურებს კომისიის ყველა წევრი, რის შემდეგაც აქტი მტკიცდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით; აქტის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, მეორე ეგზემპლარი – პოლიციას, ხოლო მესამე – რჩება დაწესებულებაში და ინახება ხუთი წლის განმავლობაში”.
5. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესის” (დანართი №23):
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საცავში ნარკოტიკული საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს ამ ბრძანების №24 დანართით გათვალისწინებული ფორმის, ზონარგაყრილ, დანომრილ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ ჟურნალში;
ბ) მე-13 პუქნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. სამარაგოში განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს ამ ბრძანების №24 დანართით გათვალისწინებული ფორმის, ზონარგაყრილ, დანომრილ და სააგენტოს ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ ჟურნალში.”;
გ) 31-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის შესახებ სააგენტოსათვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 მაისის №140/ნ ბრძანების შესაბამისად..
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 თებერვლიდან.
დ. ტყეშელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები