,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოსათვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 მაისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 29/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 18/01/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 23/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 470.100.000.22.035.011.392
  • Word
29/ნ
18/01/2008
სსმ, 10, 23/01/2008
470.100.000.22.035.011.392
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოსათვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 მაისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოსათვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 მაისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.100.000.22.035.011.392

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №29/ნ

2008 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოსათვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 მაისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოსათვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 მაისის №140/ნ ბრძანებაში (სსმ III, №719, 29.05.2006 წ., მუხ. 895) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ“.

2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყველა პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ამ ბრძანებით დამტკიცებული წესით, ფორმებით და ვადებში აწვდის ინფორმაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურ ბრუნვაში არსებულ:

ა) ნარკოტიკულ საშუალებებზე;

ბ) ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე;

გ) კლინიკო-ლაბორატორიული, ფარმაცევტული და სამედიცინო დანიშნულების პრეკურსორებზე (შემდგომში – პრეკურსორები);

დ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ან/და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველ იმ სამკურნალო საშუალებებზე (შემდგომში – ფსიქოაქტიური სამკურნალო საშუალებები), რომლებიც მითითებულია “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მოქმედი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ნუსხაში.“.

3. ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების მეშვეობით უზრუნველყონ სააგენტოს ინფორმირება სიმპტომურ მკურნალობაზე მყოფი ონკოინკურაბელური და სომატური ავადმყოფებისათვის ნარკოტიკული საშუალებების გამოწერასა და გაცემაზე უფლებამოსილ დაწესებულებათა შესახებ ამ ბრძანების მე-2 პუნქტის “ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №1 დანართით გათვალისწინებული ფორმით“.

4. ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სიმპტომურ მკურნალობაზე მყოფი ონკოინკურაბელური და სომატური ავადმყოფებისათვის ნარკოტიკული საშუალებების გამოწერაზე უფლებამოსილი იურიდიული პირები სააგენტოს წარუდგენენ ყოველკვარტალურ ინფორმაციას ამ ბრძანების მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №7 დანართით გათვალისწინებული ფორმითა და დადგენილ ვადებში.“.

5. ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამედიცინო, ფარმაცევტულ, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ და საკონტროლო-ანალიზურ დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ფსიქოაქტიური სამკურნალო საშუალებების, აგრეთვე ფორმა №№1,2 რეცეპტის სპეციალური ბლანკების დაკარგვის, დატაცების ან სხვა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოაწოდონ ინფორმაცია ადგილობრივი პოლიციის განყოფილებებსა და სააგენტოს.“.

6. ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული:

ა) მე-2 დანართის შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ყოველთვიურად და ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ეგზავნება სააგენტოს.“;

ბ) მე-3 დანართის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფორმა ივსება ყოველთვიურად და ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ეგზავნება სააგენტოს.“;

გ) მე-4 დანართის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფორმა ივსება ყოველთვიურად და ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ეგზავნება სააგენტოს.“;

დ) მე-5 დანართის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფორმა ივსება ყოველთვიურად და ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ეგზავნება სააგენტოს.“;

ე) მე-6 დანართის შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფორმა ივსება ყოველთვიურად და ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ეგზავნება სააგენტოს.“;

ვ) მე-7 დანართის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფორმა ივსება ყოველთვიურად და ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ეგზავნება სააგენტოს.“;

ზ) მე-8 დანართის შენიშვნის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფორმას ავსებს ონკოინკურაბელური ავადმყოფებისათვის ნარკოტიკული საშუალებების გამოწერაზე უფლებამოსილი იურიდიული პირი და ყოველი კვარტლის დამთავრებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში უგზავნის სააგენტოს;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი დროებით ან მუდმივად იცვლის საცხოვრებელ ადგილს, სააგენტოს დამატებით წარედგინება წერილობითი ინფორმაცია, რომელშიც მოცემული იქნება ავადმყოფის სახელი, გვარი, დროებითი ან ახალი საცხოვრებლის მისამართი.“;

თ) მე-9 დანართის შენიშვნის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფორმა ივსება ყოველთვიურად და ეგზავნება სააგენტოს არა უგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.“;

ბ) სააგენტოს დამატებით ეგზავნება წერილობითი ინფორმაცია საანგარიშო თვის განმავლობაში ჩანაცვლებით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის სხვა სტაციონარში ან/და ბინაზე მკურნალობის ყოველი შემთხვევის შესახებ. ინფორმაციაში უნდა მიეთითოს ამ სტაციონარების დასახელება და იურიდიული მისამართი.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 თებერვლიდან.

 დ. ტყეშელაშვილი