დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის №15/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 23/01/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/10/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.200.000.22.035.011.391 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.200.000.22.035.011.39
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №28/ნ
2008 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
,,ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის №15/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის №15/ნ ბრძანების (სსმ III, №12, 30.01.2005 წ., მუხ. 133) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ უზრუნველყოს ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების ნუსხის პერიოდული განახლებისათვის შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 თებერვლიდან.
დ. ტყეშელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები