დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 6 ნოემბრის №313/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 23/01/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.035.011.386 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.035.011.386
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №32/ნ
2008 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 6 ნოემბრის №313/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 6 ნოემბრის №313/ნ ბრძანებით (სსმ III, 09.11.2007წ., №158, მუხ.1743) დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ. ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა, კვება, პირველადი სამედიცინო მომსახურებითა და სამკურნალო ღონისძიებებით უზრუნველყოფა“.
2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. პანსიონატის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ბენეფიციართა სოციალური სადღეღამისო მომსახურება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით განსაზღვრული ნორმების დაცვით.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოყვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები