დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ვალდებული პირის მიერ გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის დარიცხული და გადახდილი თანხების აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1775 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 11, 24/01/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.140.000.22.033.011.383 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.140.000.22.033.011.383
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №41
2008 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
,,ვალდებული პირის მიერ გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის დარიცხული და გადახდილი თანხების აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1775 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1775 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ვალდებული პირის მიერ გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის დარიცხული და გადახდილი თანხების აღრიცხვის წესის შესახებ ინსტრუქციაში“ (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2341) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. დარიცხული საურავის თანხები ჩაირიცხება ბიუჯეტში ,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით დამტკიცებული №3 დანართის მიხედვით. საურავის გაანგარიშება წარმოებს შემდეგი ფორმულის გამოყენებით:
ს = (ნ X დ X 0.07) : 100, სადაც:
ს – დარიცხული საურავის ოდენობა;
ნ – ნარჩენის (ვადაგადაცილებული დავალიანების) თანხა;
დ – ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები