„დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1048 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/01/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 24/01/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.011.382
  • Word
40
17/01/2008
სსმ, 11, 24/01/2008
200.110.000.22.033.011.382
„დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1048 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.011.382

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 40

2008 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

,,დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზესაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის 1048 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1048 ბრძანებით დამტკიცებულ ,,დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციაში“ (სსმ III, 17.09.07, №130, მუხ. 1417) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) დანართის მესამე ნაწილში აისახება ჩათვლაში გამოყენებული განხორციელებულ იმპორტზე ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემ-ბრის №1232 ბრძანების მიხედვით გამოწერილი სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მონაცემები: სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ,,B“ გრაფაში მითითებული შეფასების ნომერი (მხოლოდ ციფრები), თარიღი და გადახდილი დღგ-ის თანხა.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური