დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 23/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.080.000.22.022.011.376 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/01/2008 - 27/07/2009)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.080.000.22.022.011.376
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №39
2008 წლის 14 იანვარი
ქ. თბილისი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. რეორგანიზებულ იქნეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები შემდეგი სახით:
ა) ქ. ოზურგეთის №6 საჯარო სკოლა-პანსიონი, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და ქ. ოზურგეთის №4 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, ქ. ოზურგეთის №4 საჯარო სკოლასთან ქ. ოზურგეთის №6 საჯარო სკოლა-პანსიონის მიერთების გზით;
ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მშვიდობაურის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ბახვის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ბახვის საჯარო სკოლასთან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მშვიდობაურის საჯარო სკოლის მიერთების გზით;
გ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. კვირიკეთის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შემოქმედის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შემოქმედის საჯარო სკოლასთან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. კვირიკეთის საჯარო სკოლის მიერთების გზით;
დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ორმეთის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შრომის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შრომის საჯარო სკოლასთან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ორმეთის საჯარო სკოლის მიერთების გზით.
2. რეორგანიზებულ იქნეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. წინუბანის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საფეხურზე და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. დუისის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. დუისის საჯარო სკოლასთან ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. წინუბანის საჯარო სკოლის მიერთების გზით.
3. შეუწყდეთ უფლებამოსილება აღნიშნული ბრძანებით რეორგანიზებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს და არა უგვიანეს 2007 წლის 31 დეკემბრამდე ჩატარდეს რეორგანიზებულ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს ახალი არჩევნები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. მიმინოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები