დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 167 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/08/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 118, 21/08/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.000.10.003.000.808 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №167
2007 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში (სსმ III, 2005 წ., №29, მუხლი 275) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) 121 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სულ გვიან ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენიდან ერთ თვეში, თუ ის წარმოიშვა ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლებით და გადასახადის გადამხდელი საგადასახადო რეგისტრაციაზე აყვანილ იქნა ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენის დღემდე 6 თვის ვადაში. ამასთან, გადამხდელს საგადასახადო შემოწმება უტარდება თანხის გაცემის შემდეგ;“;
ბ) ამოღებულ იქნეს 121 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტი.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები