დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ქ. რუსთავის პროფესიული ლიცეუმის, რუსთავის კომერციის პროფესიული სასწავლებლისა და ქ. რუსთავის სამრეწველო-ეკონომიკური პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის, რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №888 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 21/01/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.011.362 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.362
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №29
2008 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ქ. რუსთავის პროფესიული ლიცეუმის, რუსთავის კომერციის პროფესიული სასწავლებლისა და ქ. რუსთავის სამრეწველო-ეკონომიკური პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის, რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №888 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრს შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრი „მოდუსი“.
2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ქ. რუსთავის პროფესიული ლიცეუმის, რუსთავის კომერციის პროფესიული სასწავლებლისა და ქ. რუსთავის სამრეწველო-ეკონომიკური პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის, რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №888 ბრძანების (სსმ III, 12.10.07 წ., №142, მუხ.1577) სათაურში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ქ. რუსთავის პროფესიული ლიცეუმის, რუსთავის კომერციის პროფესიული სასწავლებლისა და ქ. რუსთავის სამრეწველო-ეკონომიკური პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის, რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრის „მოდუსის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“.
3. ბრძანების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეორგანიზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქ. რუსთავის პროფესიულ ლიცეუმს ეწოდოს რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრი „მოდუსი“.
3. დამტკიცდეს რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრის „მოდუსის“ თანდართული წესდება.
4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრმა „მოდუსმა“ უზრუნველყოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების განხორციელება.“.
4. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრის წესდების“ სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრის „მოდუსის“ წესდება.“.
5. ბრძანებით დამტკიცებული წესდების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. რუსთავის პრიფესიული სწავლების ცენტრი „მოდუსი“ (შემდგომში – ცენტრი) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
2. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „პროფესიული განათლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ წესდებით.
3. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
4. ცენტრის მისამართია: ქ. რუსთავი, შარტავას ქ. №4.“.
6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. მიმინოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები