დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მედიის რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის №600 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 21/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.050.22.022.011.370 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.050.22.022.011.370
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №10
2008 წლის 8 იანვარი
ქ. თბილისი
,,მედიის რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის №600 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 სექტემბრის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მედიის, რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯის რეორგანიზაციის შესახებ“ №212 დადგენილების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ,,მედიის რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ №600 ბრძანება (სსმ III, 14.06.2006 წ., №80, მუხ. 1039).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. მიმინოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები